მეძებარი

Sunday, July 31, 2011

ჩვენ ჩვენობა

ტალღას - ზღვაობა,
გუნდას - ზვაობა,
სხივს - მზეობა,
კაცს - ძეობა,
აგურს - შენობა,
მესაც - შენობა,
წვეთს - მდინარება,
დათვს - მძინარება,
ნაკვერჩხალს - ხანძრობა,
ხვლიკს - გაძრობა,
ტალახს - მთაობა,
ოჯახს - თაობა,
გრძნობას - გულობა,
მინუსს - ნულობა,
ადათს - ჩვეობა,
ჩვენ - ჩვენობა...


ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
31.07.11

Friday, July 29, 2011

ეჭვის კალიას


ლექსის ეჭვისგან ხმები შეერხა,

ეჭვის კალიას აზრი შეეხრა...

თან მონატრებას ფიქრი შეერწყა:
სხეული ვნებას ნამით შეერწყა...

მე სხვებზე ფიქრი ვერ მოვიშორე,
მე რას დამაკლებს სიშორიშორე...

მომწონს ერთი, ორი... მე სხვა,
თითქოს გრძნობა თრობით მესვა...

მე არ ვიცი ჩვენი გრძნობის ალფაბეტი,
მინდა გითხრა ახლაც მეტი...

ხან მგელი ვარ ხან მეცხვარე,
ხან ავდექი, ხან მეც ვხარე...

თავი ჩემი შენ და მათი,
ერთი იყოს გინდა ათი...

შენ ჩემი ხარ ნატვრის თვალად,
ნუ მედები გრძნობის ვალად...

ვერ შევეჩვიე ერთ ან ორ იდეას,
რა ძალა აქვს ორქიედას...

ლექსის ეჭვისგან ხმები შეერხა,
ეჭვის კალიას აზრი შეეხრა...


29.07.11
ლიპარა

Wednesday, July 27, 2011

მადა-მ...


მე მომივიდა უსასრულო სურვილის მადა,
შემომეწონეთ ზუსტი წონით ძვირფასო მადა-მ...

ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
28.07.11

Friday, July 22, 2011

ჩემს პანაშიდზე ქალები

"ჩემი დებილი გოგო"




სიცარიელე შემეპარა საგულის უჯრას,
ვერ მოვიშორე "ბინძური ღორის" ლოგო,
ცას და მიწას ჭიპლარი უჭრას,
მომნატრებია - "ჩემი დებილი გოგო"...

ათას უაზროს ვაწებებ ვკინძავ,
ცოტა ამრია უშენშენობამ,
თითქოს ლექსს ვქინძავ,
რომელსაც უმშვენმშვენობამ...

ენა და აზრი გამიხდა ბლუ მე,
მთასავით ძალა გქონია გვერდში,
ფიქრი ბელტებად გადავაბრუნე,
საგულეც აღარ დამირჩა მკერდში...

შემომეჩვიე გემ-გემრიელ ლუკმად,
ნატ-ნატვრებით ამივსე ტანი,
და უსაქმურიც აღარ ვარ უქმად,
გავხდი გრძნობების გადა-ამტანი...

შენზე მეწერა სიტყვის პწკა-პწკარები,
და ამიმხედრდა რითმის არმია,
შემოანგრია ლექ-ლექსის კარები,
რაც შენში მიყვარს შა-ა-არმია...


ლიპარა (გიორგი ლიპარიშილი)
22.07.11









სტუმრად რადიო1-ში, გადაცემა "ღამის ტრამვაი" (2011 წ. ივლისი)

Night Tramway - Giorgi liparishvili & Tatia jgushia - Part 1 by giorgiliparishvili


Night Tramway - Giorgi liparishvili & Tatia jgushia - Part 2 by giorgiliparishvili

...თუ შედი...

სიყვარულით თუ შედი,
გაგახარებს თუშეთი...

20.07.11
ლიპარა (გიორგი ლიპარიშილი)





თუშეთში... (იუმორნარევად)


ტყემალს უყვარს ომბალო,
დღეს გვმასპინძლობს ომალო...

მე, მან და შენ აქო,
დაგვაძინა შენაქომ(1)...

ემოციამ ცოტა იკლო,
ვინახულეთ როცა დიკლო(2)...

მივლასლადით ვნახეთ ჭიღო(3),
დაღლილობამ გადაიღო...

ვერ მივედით დართლოს(4),
მეზობლებმა გაამართლოს...

იმდენი ვიარეთ კუნთები დავღალეთ,
მიწა, 9 მთა, გარშემო დავღარეთ...

ექსტრემი ვწურეთ "პიკაპით",
ენა გვეჭირა ნიკაპით...

და გზისგან ბევრი, ბევრი ვისველეთ,
ომალოში ვართ ახლა ვისვენებთ...


(1, 2, 3, 4 - სოფლები თუშეთში)

19.07.11
ლიპარა (გიორგი ლაიპარიშილი)

Monday, July 4, 2011

ბავშვობის ასაკს...


ბავშვობის ასაკს ცოტათი გავცდი,
მაინც ბავშვობა საგულით დამაქვს,
გრძნობის ანცობას ვერაფრით ავცდი,
ეს სიხარული, მინდა და მაქვს...

ბავშვის ჩავლისას,
მე ჩემი სიყრმე სისხლივით დამდის,
საგულეს ჩალისას,
სილაღის სურნელი ოხშივრად ადის...

ბავშვობის ასაკს ცოტათი გავცდი,
მაინც ბავშვობა საგულით დამაქვს,
გრძნობის ანცობას ვერაფრით ავცდი,
ეს სიხარული, მინდა და მაქვს...

5.07.11
ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)