მეძებარი

Monday, April 30, 2012

"მღებავის" გამოფენა

უგუგლესი წამით

ჩემი დრო ხარ, უგუგლესი წამით,
გულის რომ ხარ, სიყვარულის წამლით.

მე მაცდუნე ჩემო პანტავ,
ჩემში ეჭვსაც კოხტად ფანტავ.

დღე სიმზარს გავს, სიზმარ - ცხადებს,
გული გრძნობას გააცხადებს.

სანამ ვიწყებ, აზრთა ბერტყვას,
შენი თავი სარტყლად მერტყას.

ეთამაშა ცეცხლი ალებს,
დამიჩაგრავ ვიცი ქალებს.

გულის რომ ხარ, სიყვარულის წამლით,
ჩემი დრო ხარ, უგუგლესი წამით.


Tuesday, April 17, 2012

Tuesday, April 10, 2012

სიცოცხლით სიკვდილს ვაჯავრებ..

მე სიყვარულის ფესტივალს ვმართავ,
გრძნობებს, პერანგად, მე ჯაჭვის ვართავ..

ცხოვრების წყურვილს ვიამებ,
გულს მე არ გავანიავებ..

სიცოცხლით სიკვდილს ვაჯავრებ,
გრძნობას გონებას ვაჯვარებ..

ცოცხალზე მეტად პატივს ვცემ
სახელ-ღირსებით გარდაცვლილს,
საკუთარ თავსაც ბევრჯერ ვცემ,
თუ გრძნობას ვნახავ გადაცლილს..

ცხოვრების წყურვილს ვიამებ,
გულს მე არ გავანიავებ..


გიორგი ლიპარიშვილი
11.04.12





Monday, April 9, 2012

მგლისფერი



23 წლის ჩოხოსან, ქართველ, გიორგი გილიგაშვილს:

– როგორ ხართ?

– არა ვკარგავ მგლისფერს.

მისივე თქმით, მგლისფერი ბინდისფერია, რაც ომისთვის სამზადისის მომასწავებელს ნიშნავს.. ამბობს, რომ მგელი შეწირულია თავისუფლებისთვის. მგლისფერი ადამიანი ქრისტეს მეომარია, სამშობლოსა და უფლისთვის თავგადადებული.

გიორგი თბილისში ცხოვრობს. წარმოშობით ფხოვიდანაა. მისი წინაპარი ერეკლე მეფის გვერდით იბრძოდა. ჩოხოსანი საქართველოში მოგზაურობს, ეცნობა ქართულ კულტურას, უახლოვდება წინაპრების ადათს.

კვირაში შვიდიდან ხუთი დღე ჩოხით დადის. ხანდახან უჩვეულო გარემოებებშიც ხვდება, მაგრამ ფიქრობს რომ, “სადაც არა სჯობს, იქა სჯობს”.

საღამოობით მეგობრებთან ერთად ქეიფობს. ადიდებს უფალს, წინაპრების სულს, სამშობლოს და არა კარგავს მგლისფერს.


შალვა გაწერელია - ბოლო ინტერვიუ

Thursday, April 5, 2012

ის მთის ტოლია..



გარდაიცვალა ის მთის ტოლია,

წარსულად იქცა დღეს ისტორია..

მე, ერთი ნახვით თავი მაყვარა,
კაცი, კეთილად გადამაგვარა..

ის დიდი ვინმე, ის “სიბრძნის კონა”,
გულს რომ მალამოდ გადაეკონა..

თეატრს რამდენი შვილი უზარდა,
ძალა და ნიჭი არ დაუზარდა..

რამდნი ცრემლით დაბანენ მის სულს,
საიქიოში მგლისფერად მისულს..

გარდაიცვალა ის მთის ტოლია,
წარსულად იქცა დღეს ისტორია..


გიორგი ლიპარიშვილი
5.04.2012

Monday, April 2, 2012

სიკვდილს სიცოცხლის რა გაეგება..

სიკვდილს სიცოცხლის რა გაეგება,
"გულით" სურს, მხრებზე თავი მოკვეთოს,
ყოველ ნაბიჯზე მახედ ეგება,
აბნელებს, სანთელი ასი, მაინც, რომ ენთოს..

სიკვდილს ჭამს სიცოცხლის ცოცხალი შური,
ვერ გავაკარგე, არ მიგდო ყური,
სიცოცხლის სახელით ვავედრე ზავი,
პასუხად იყო სიჩუმე, ზვავი..

სიკვდილი ისევ ამზადებს მახეს,
ავლენს ის, თავის მოცოცხლო სახეს..
სანამ სიკვდილი დაიწყებს კაკუნს,
სიცოცხლე აგრძელებს კვლავ ფეხის ბაკუნს..

ლიპარა (გიორგი ლიარიშვილი)
4.04.12


ჩრდილების მსახიობი..

ჩემი ვიდეოჩანახატი

ვადიმ (კოროლა) შუბითიძე ხელის ჩრდილების თეატრის, 31 წლის მსახიობია. ის სოხუმიდანაა.. რეჟისორმა გელა კანდელაკმა ხელის ჩრდილების თეატრი 30 წლის წინ შექმნა.. 2002 წლიდან თეატრს ბუდრუგანა-გაგრა უწოდა, რადგან ის აფხაზეთიდან დევნილი მსახიობებით დააკომპლექტა. ვადიმიც ერთ-ერთი მათგანია. მან რეჟისორს საქმის სიყვარულითა და ღირსებით თავი შეაყვარა და თეატრში წამყვანი ადგილიც დაიკავა. საქართველოს გარდა ბუდრუგანას სპექტაკლები გერმანიაში, საფრნაგეთში, აშშ-ში, იაპონიოაში, თურქეთში, აზერბაიჯანში, ლიტვაში ქონდათ. ბუდრუგანა-გაგრა, არამარტო საქართველოში, ერთადერთი ხელის ჩრდილების თეატრია.

ვადიმი უკვე 15 წელია ამ თეატრის მსახიობია.. ის უკვე დასს არეპეტიციებს, ასევე სოფელ ნიქოზში, მეუფე ისაიასა და გელა კანდელაკის მიერ დაარსებულ ხელოვნების სკოლაში ბავშვებს ხელის ჩრდილების ხელოვნებას ასწავლის..

ბუდრუგანას სპექტაკლები ძირითადად რუსთაველის თეატრში თვეში ორჯერ იდგმება, მისი ერთერთი მთავარი მსახიობისა და პედაგოგის ვადიმ (კოროლა) შუბითიძის ოცნება ერთიანი საქართველოა, მას აფხაზეთში დაბრუნებისა და იქ თამაშის იმედი აქვს.