მეძებარი

Saturday, July 21, 2012

სიცოცხლეს რომ მართმევს..

მენანება ძილი,
სიცოცხლეს რომ მართმევს,
არმიჯდება ძვირი -
დილა, ხელსაც მართმევს..

წუხელ, თავი გავუტეხე ღამეს,
დილით, საქმეს მოვუყარე თავი,
შუადღისთვის მოვიფიქრებ რამეს,
საღამოსთვის არ გავხდები ავი..

მერე ღამე, მომთხოვს თვალის ხუჭვას,
შუაღამეს "დავასტუკებ" ცაზე,
დაღლილობა, გონებას ტვინს უჭამს,
დამაძინებს მთვარის მორიგ ცვლაზე..

დილა, ხელსაც მართმევს,
არმიჯდება ძვირი..
სიცოცხლეს რომ მართმევს,
მენანება ძილი..


22.07.2012
გიორგი ლიპარიშვილი

Sunday, July 15, 2012

უფასო

ადამიანი ვერ გავიგე როგორ ფასდება?!
უაზრო ჩვევამ, მიწყო შეჩვევა..
როდესაც კაცი ერთი ასდება,
მაშინ კი ვიცი გულით შემჩნევა..

საკუთარ თავს ვუწყე მაინც მართლება,
ფასი დავადო, ხომ არა ვარ მონათმფლობელი?!
ადამიანი, როცა გულისკენ მოემართება,
უფასოდ ხდება - "ალფრედ ნობელი.."

უფასო მთვარე,
უფასო მზე..
უფასოდ ვთვალე,
უფასო ზნე..



მხატვრული მოდა

Thursday, July 12, 2012

სიხარული მეახლება..

სიხარული მეახლება,
მე საამო ქარებით,
ეს გრძნობა მე მეახლება,
თვალებს ვიფშვნეტ მთქნარებით..

ძილმა უკვე ჩაიძინა,
დილამ თვალი ახილა,
გრძნობა გულში ჩაიძირა,
სიყვარული ამხილა..

წავალ, დღესაც გავაგრძელებ,
დღის მიხრას და მოხრებს,
სანამ წამსაც გავაძველებ,
ფიქრს ვირიდებ ოხრებს..

ეს გრძნობა მე მეახლება,
თვალებს ვიფშვნეტ მთქნარებით,
სიხარული მეახლება,
მე, საამო ქარებით..

Wednesday, July 4, 2012

ნალექსარი..

არც ლექსი არც ნალექსარი თუ არ გამოცემს ძალას.
მაშინ რაღაცა ჭირდება ჩემს სარემონტო ძარას.

გიორგი ლიპარიშვილი

Monday, July 2, 2012

სიზმარი

მამა ვნახე, სიზმარი, მე მომწყურდა ცხადად,
გავიღვიძე, რეალობა, როგორ გამიცხარდა..

გიორგი ლიპარიშვილი
2.07.12