მეძებარი

Wednesday, August 15, 2012

1 მაქვს, 1 სამშობლო..

უსამშობლობას რა ვუთხრა,
ორსამშობლობა ბევრია..
ზოგმა სახელი გაუთქვა,
ზოგ ერს, ერობა ერია..

ვისთვის ქვა არის მამული,
ვისთვის ოქროა, ზოდები,
ცრემლებით გადანამული,
ანდა სხვა ეპიზოდები..

ბევრმა კი იცის თავისი,
ენა, რჯული და ნაცია,
ბევრმაც არ უწყის არვისი,
გრძნობების კომბინაცია..

მაინც რა არის სამშობლო,
რა ბედენაა ასეთი?!
წინაპარია საშობო,
არ შეედრება არცერთი..

ჩვენია ჩვენი ქვეყანა,
არა თქვენი და იმათი,
მე ხომ არა ვარ მკვეხარა,
თავს სამშობლოში მივათვლი..

უსამშობლობა ძნელია,
ორსამშობლობა საზარი,
სამშობლო ძველზე ძველია,
შვილების გამონაზარი..

ჩემი სამშობლო ისაა,
სადაც თვალს ვახელ, დავხუჭავ,
ჩემი სამშობლო ძმისაა,
მე მის სიყვარულს დავმუჭავ..

1 მაქვს, 1 სამშობლო,
1 მაქვს მამულ-დედული,
ერთობით მიყვარს ძლიერად,
ბედსაც არასდროს ვემდური..

გიორგი ლიპარიშილი (ლიპარა)
15.08.12

Tuesday, August 14, 2012

ჩემი ცოლი - ლექსებს გავდა..

ჩემი ცოლი - ლექსებს გავდა,
რითმას თავად კოხტად რგავდა..
მისი სიტყვა რკინას ალღობს,
ხან დიდობს და ხანაც ბალღობს..

გულის კიბე,
როცა ვკრიბე,
თეთრად ვთოვე,
აზრი ვთხოვე,
მასში ვიშვი,
გრძნობებს ვიშლი..

რითმას თავად კოხტად რგავდა
ჩემი ცოლი - ლექსებს გავდა..

სახლის მეზობლად ჩემი წიგნები აღმოვაჩინე..


ჩემი წიგნი "უსითბოესობა", ჩემი სახლის პირდაპირ არსებულ წიგნის მაღაზია "სანტა ესპერანსაში" ვიპოვე.. მეამა ჩემი ნალექსარების მეზობლობა..

Monday, August 13, 2012

მე მე და ცოლი


ბუკნარში გახარჯული დღეების სამადლობელი


ველური მზეა, ველური პლაჟით,
გარემოც მოჩანს კინოკადრებად,
ზოგი ხე ტყეობს, ზოგი დგას ბლანჟით,
ელვა-გრუხუნიც იქცა ავდრებად..

ამ ადგილს, მეორე გულთან ერთად ვეწვიე,
კარავი ჩავდგით ქოხად, სასახლედ,
მერე სულ კარგ საქმეს ერთად ვეწიეთ,
ცუდი გრძნობიდან გამოვასახლეთ..

ბევრი თამაში, ბოთლში წერილი,
მკერდი გრძნობისგან გამობერილი,
მიზანში სროლა, ცოტ-ცოტა რუჯი,
ზღვასთან თამაში, შავი ზღვაც ლურჯი..

აქ ყველაფერი სხვა ფერ-ელფერით,
გულის და ქვების ერთად შეფერვით..
სიმღერა - წვიმის, ჭრიჭინის, ზღვის,
ბუნების სტვენა, სიჩუმე სხვის..

ხატვა მინდოდა, მხოლოდ ქვა ვფერე,
წერა მინდოდა ვერ შევიფერე,
სანაპიროს აღწერა ჭირდა;
კაცის თვალ-გულს ჭრიდა..

ზღვა და მდინარე, ხეთა ხეობა,
ბუნების გახლდათ დიდი დღეობა..
ვიყავი ცის და, მე მიწის ტოლი,
ზღვის სიახლოვეს, მე მე და ცოლი..

14.08.12
ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)