მეძებარი

Thursday, January 13, 2011

მეგობრობა ბეწვის ხიდზე...




ხანდახან რომ მეგობრობა მივიწყდება,

ნიშნავს იმას მეგობრობის მძივი წყდება?!


აქ სიტყვები განა მისთვის გადავძაფე,

რომ რამე მე ამ რითმებით გავამძაფრე?!.


მივიწყებული მეგობრის ნახვა გადამახარებს,

და ეს შეხვედრა, მონატრებული, განა მახარბებს?!


მეგობრის გვირგვინზე იხდენს დაფნა რტოებს,

პაემანი თვალს და სისხლძარღვს აფართოებს?!


გრძნობამ იცის, ფერადობა, ხანაც კიდევ გახუნდება,

ამის შემდეგ გულის ქურა ნეტავ კიდევ გახურდება?!


მეგობრობა განა მართლა ხელ–ფეხს გკრავს და „ნახუვდება,“

ეს განცდაა, თბილით სავსე, რომელიც არ გახურდდება?!.


მეგობარი, რომელიც რომ განცდებს გვგვრიდა,

ჩვენთვის სისხლს, ცრემლს და ღიმილს ღვრიდა?!.


სიტყვებიც თურმე მეგობარია, უმისოდ რითმაც როგორ გადახმა,

ხელი ჩავჭიდოთ და არ გავუშვათ ბეწვის ხიდზე, არცრო გადაღმა...


ლიპარა (გიორგი ლიპარიშილი)

13.01.10

Tuesday, January 4, 2011

ვიდეოლექსები



სიბე(ვ)რე




შენი/სხვისი...







გაჩუქე ყველა ყვავილის კონა...








ქართველების უდიდესი შვილია...








ჩემს ლექსს შენთვის...






ზღაპარი ზღაპარში...





გულთან მოჩერება...




გუშინდელივით...





მამა გია...






აგერ მე და მაგ და...






ასეთ სიყვარულს...






13






არ მინდა გრძნობა...


Monday, December 13, 2010

მე როცა მიყვარს...


მე როცა მიყვარს, მაშინ დავდივარ მხრებში გაშლილი,
მე როცა მიყვარს, სულაც არავარ ნერვებაშლილი...

მე როცა მიყვარს, მაშინ ღიმილი სახეზე მაზის
მოტრფიალე ვარ გრძნობების ბაზის...

მე როცა მიყვარს, მაშინ სამყაროს სხვა ფერი უჩანს,
მე როცა მიყვარს, მაშინ მსუბუქად დავაბიჯებ მთასა და ქუჩას...

მე როცა მიყვარს თვალები მიგავს ციცინათელას,
ვიცი არ ვიწყებ ფეხქვეშ გათელვას...

მე როცა მიყვარს საგულე მაშინ წინსვლისკენ მიწევს,
მე როცა მიყვარს მაშინ ცხოვრება ბრძოლაში მიწვევს...

მე როცა მიყვარს, სახე მეწვერება,
მე როცა მიყვარს, ლექსი მეწერება...

მე როცა მიყვარს გრძნობის ვსვამ ყანწებს
და ეს გრძნობები მწვერვალზე ამწევს...

განა მაგრამ და, განა ხოლომდე,
მე როცა მიყვარს მიყვარს ბოლომდე!..
ლიპარა (გიორგი ლიპარიშილი)
14.12.10


THURSDAY, DECEMBER 9, 2010

და იწერება ლექსი ფრაზებად...


და იწერება ლექსი ფრაზებად.
სიტყვა დინდება მაღალ ფაზებად!..
ლექსით ჩაგაცვი, ლექსით გაგხადე,
ლექსით დაგწერე, ლექსით დაგხატე!..

ხარ დამჯერე და ხანაც თავნება,
ვიმჭერმეტყველე, ენა დამება...
ეჭვები გულზე შემომახვიე,
ბეჭებზე კანი შემომახიე!..

ვნება გავშალეთ მერე კარავად,
გრძნობის ვიქეცით ორივე მპარავად…
გრძნობა დინდება მაღალ ფაზებად
და იწერება ლექსი ფრაზებად!..

ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)

WEDNESDAY, DECEMBER 8, 2010

ცეცხლის ენებით...

დღეს ვნახე ნინა,
დღე - ხვალე და წინა...

ვერ გავუცვალე ხედვით ხედვები,
ვიცი არასდროს გადავმღერდები...

თვალი თუ ქონდა ნეტავ უფერო,
შენ ჩემო თავო, ხო არ უფრენო...

გულით სხარტია,
ქორფა გენებით,
თან მთლად მ-არტია,
ცეცხლის ენებით...

ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
9.12.10

Wednesday, December 8, 2010

ცეცხლის ენებით...

დღეს ვნახე ნინა,
დღე - ხვალე და წინა...

ვერ გავუცვალე ხედვით ხედვები,
ვიცი არასდროს გადავმღერდები...

თვალი თუ ქონდა ნეტავ უფერო,
შენ ჩემო თავო, ხო არ უფრენო...

გულით სხარტია,
ქორფა გენებით,
თან მთლად მ-არტია,
ცეცხლის ენებით...

ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
9.12.10

ამ ჩემ ფეხებად


ფეხით დავდივარ,
არც ეკალი და არც ვარდი ვარ...

ფეხზე მაცვია,
რამდენი რამე გადამმარცვლია...

რაც რო ფლიდია,
ფეხზე მკიდია...

გრძნობას მოგარგებ,
ფეხით მოგაგნებ...

თავი ვიგრძენი ამ ჩემ ფეხებად,
ღირდა ფურცელი კალმის შეხებად!..

9.12.10
01:30
ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)

Sunday, December 5, 2010

მამა ჩემია...


თურმე რამდენი უკვე მევლო და...

მამის საფლავი მიმომელოდა...


ამ ბოლოს რაღაც სულ ღამე ვსტუმრობ, ღამე გრძელია,

ათი წელია რაც დაბნელდა, მაინც ახალი, არაძველია.


გზას დავადექი სასაფლაოსკენ, ნაბიჯს ვუმატე,

მალე შევხდები საფლავს მაინც, თავს ეს ვუმარტე...


გზად ბებო შემხვდა, ბნელში ვიდოდა,

მასთან საუბარი, მეგზურება უცებ მინდოდა...


გზად მითხრა, ჯოხით მიუყვებოდა როცა ასფალტებს,

შვილი მყავს მკვდარი, სიცოცხლე მე ნეტავ რას მმატებს...


თავის ჭიშკართან გამოვუტყდი, სასაფლაოზე მივდივართქო მამის სანახად,

მე რომ იქ მისვლა მიტოლდება მშობლის დანახვად...


ახლა რა გინდა ბებო იქო, გადაფეთდები,

დავემშვიდობე, წამოვედი, მერე მეც ალბათ გადავთეთრდები...


საფლავის ქვაზე ვანათებ ფანარს, ვუყურებ ძმაკაცს,

ის ერთი იყო, უდრიდა ათ კაცს...


მე 25-ის, 44-ის მამაჩემია,

რაც აქ წერია, გრძნობებით სავსე, ჩემი საგულის განაჩენია...


ლიპარა (გიორგი ლიპარიშილი)

4.12.10

მაინც მეჩემე...