მეძებარი

Saturday, April 30, 2011

გაზაფხულის მაისებს

გაუმარჯოს გაზაფხულის მაისებს,
ჯიბეებს რომ სითბოებით გაივსებს...

ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
1.05.11

Thursday, April 28, 2011

შუა, შუა, შუა...


ფიქრსაქმეში შუაღამე,
წლებად შემომენატრა...
დავიძინო ყველაფერს ჯობს,
აზრი შემომემატა...

მე ლექსები
შუა ზღვაში,
შუა გზაში,
შუა წელში,
შუა გულში,
შუა დღეში
შუა კაცში,
შუა ვღვარე...
რას დამაკლებს,
შუა,
შუა,
შუა ღამე...


28.04.11
ლიპარა (გიორგი ლიპარიშილი)

Tuesday, April 19, 2011

პატარა უფლისწული (შე-სავალი)





პატარა უფლისწული (შესავალი) patara ufliswuli (shesavali) გიორგი ლიპარიშვილი giorgi liparishvili by giorgiliparishvili


პატარა უფლისწული
ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი
თარგმანი ფრანგულიდან - გიორგი ჩიმაკაძის
მუსიკა - Advent Children - Up Is Down
ვკითხულობ მე ლიპარა, გიორგი ლიპარიშვილი

Monday, April 18, 2011

მენანება...


მენანება -
დაუმთავრებელი კოცნა,
დაუბადებელი ბავშვი,
გაუბედავი გრძნობა,
გაუცნობელი გოგო,
გადაუდგმელი ნაბიჯი,
გაუთენებელი ღამე,
დაუღამებელი დღე,
გაუღიმარი სახე,
დაუწერელი სიტყვა,
დანგრეული ტაძარი,
დაბერებული ახალგზარდა,
გაწარსულებული მომავალი,
დამშრალი ფანტაზია,
თბილი წყარო,
უგულო საგულე,
უყვავილო მიწა,
უმზეო ცა,
მწვერვალჩამოშლილი მიზანი,
გაუჭენებელი ცხენი,
დაუმღერებელი ლექსი,
დაუფიქრებელი აზრი,
გადაუღებელი ფოტო,
უკითხვისნიშნო ფილმი,
უემოციო დრამა,
ჯანშერყეული კაცი,
უფრთო ფრინველი,
უფერო ტილო,
გატეხილი ქვევრი,
უსურნელო სილამაზე,
ფასდადებული ერთგულება,
ცეცხლაუნთები ბუხარი,
დამპალი ყურძენი,
უჟრუანტელო ვნება,
დაუმსახურებელი სილა,
დაუმატებელი მუშტი,
მოუნანიებელი ცოდვა,
უნახავი მეგობარი,
გადაგდებული დრო,
ჩაძირული გემი,
უგემოვნო მადა,
ყდადქცეული წიგნი,
დაუხარჯავი სიამოვნება,
ჩაუცმელი სურვილი -
მენანება...

P. S.
სულის გრამი, მძიმე ჩანთით, უკოსმოსო ზეცა,
ლექსს ფინალი შიშველ ტანზე საქმიანად ეცვა...


ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
16-18.04.11

Saturday, April 16, 2011

„მერე რა მოხდა?!“


ეს სიტყვა გულს რო წყენად ამოხდა,

ვერ ვიტან პოზას „მერე რა მოხდა?!“

ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი

17.06.10

გულია ყველაზე...

გულია ყველაზე პირატი,

ჩემია თანაც, პირადი...


ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)

...

ახალგაზრდა პოეტებმა ფუძნარის ტაძრის გადასარჩენად პოეზიის საღამო გამართეს

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფუძნარის ტაძრის გადასარჩენად პოეზიის საღამო გაიმართა. სიმბოლურ აქციაზე სტუდენტებს თავიანთი შემოქმედება ილია კილაძემ, დათო ქაშიაშვილმა, გიორგი ლიპარიშვილმა და ალექსანდრე ლორთქიფანიძემ გააცნეს.

ფუძნარის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა და სასწრაფოდ საჭიროებს რესტავრაციას. ძეგლი მე-13 საუკუნისაა.

შეგახსენებთ, რომ ღინისძიება ჯავახიშვილის ისტორიკოსთა კლუბის ორგანიზებით ჩატარდა.