მეძებარი

Thursday, January 26, 2017

ადამიანი, რომელიც ამდენ ადამიანს უყვარს, მაინც ცოცხალია


ფოტო - თსუ

ვახტანგ იმნაიშვილი არის სახელი და გვარი, რომელიც სკლეროზის შემთხვევაშიც არ დამავიწყდება
ქართულ ენას ჯერ კიდევ 2003 წელს გვასწავლიდა. პირველივე ლექციაზე ნახევარგვერდა ტექსტი მოგვცა და რედაქტირება ღიმილიანმა დაგვავალა. საუნივერსიტეტო გამოცდებში მაღალქულამიღებულმა, წინადადებები ამბიციურად შევასწორე.
48 ჯანმრთელი შეცდომა მოვაგროვე. გულს იმით ვიიმედებდი, რომ სხვას 78 - აღმოაჩნდა. მაგრამ საუკეთესოს 9 შეცდომაც გულს მიხეთქავდა. კურსის ბოლოს 14-მდე ჩამოვედი... ისეთი კონკურენცია გააჩაღა, რომ მახსოვს ვინ იყო პირველ, მეორე, მესამე, ბოლო ადგილზე.
2 საათს ვნანობ. ჯგუფელმა გოგომ ლექციის გაცდენა მთხოვა. დიდებული ლექციის ნაცვლად სახაჭაპირე "ბავარიაში" ძვირფას დროს ფეხქვეშ ვთელავდი. მწარედ შევცდი. ახლა ბატონ ვახტანგს 2 საათით ნაკლებად ვიცნობ. მაშინ როცა, მასთან 2 წუთიანი ურთიერთობაც მეტისმეტად სასიამოვნო იყო. ისეთი ციმციმა ცისფერი თვალებით შემონათება იცოდა სულს და გულს გაგინათებდა. წლების მერე, ქუჩაში რომ შემხვდებოდა და გულთბილ სალამსა და მოკითხვას გავცვლიდით, ვიცოდი ის დღე ბედნიერ დღედ იყო ქცეული.
ნეტავ მხოლოდ ერთი დრო ესწავლებინა და მხოლოდ აწმყოში გველაპარაკა.
როცა გავლექტორდი ის ჩემი საუკეთესო მოტივაცია და მაგალითი აღმოჩნდა. ადრე რამდენჯერმე დავიწყე მასზე რამის თქმა და ენა ვერ დავიმორჩილე. სიტყვის თქმაც ვერ გავბედე...
ჩემი სტუდენტის მასწავლებელიც ყოფილა Giorgi Iashvili. ამან კიდევ უფრო აღმაფრთოვანა. რამდენი თაობა დაარიგა.  რამდენს ასწავლა ქართული ენა და ადამიანური სიყვარული?!
ახლა, ახლა დავაგვიანე. ვიცი რომ ამ ჩემს აღიარებას ვერ წაიკითხავს. ვერ გაიგებს, რომ ვნანობ. ვნანობ 2 საათით ნაკლებს რომ ვიცნობდი და ვერც იმას გაიგებს რომ -
ვახტანგ იმნაიშვილი არის ადამიანი, რომლის სახელი და გვარი სკლეროზის შემთხვევაშიც არ დამავიწყდება.
ადამიანი, რომელიც ამდენ ადამიანს უყვარს, მაინც ცოცხალია
ბატონო ვახტანგ, დიდი მადლობა. მეც მიყვარხართ
თქვენი ერთერთი სტუდენტი,
გიორგი ლიპარიშვილი

Tuesday, November 22, 2016

მე რომ გოგოს მამა ვიყო





მე რომ გოგო მამა ვიყო

თოჯინებით ვეთამაშებოდი,
ფერად ტანსაცმელს ჩავაცმევდი,
ზღაპრებს გამოვუგონებდი,
ხელში ატაცებულს ვატარებდი,
სიამივნებით ვეჭიდავეობდი,
სახლისკენ ნაბიჯს ავუჩქარებდი,
ბაღში წავაცუნცულებდი,
ყვავილებს ვაჩუქებდი,
სახლსაც გავუნაწილებდი,
ჭკუას გავუტოლებდი


მე ბიჭის მამა ვარ

თოჯინებით ვთამაშობთ,
ფერად ტანსაცმელს ვატარებთ,
ზღაპრებსაც ვიგონებთ,
ხელში ატაცებულიც დამყავს,
სიამოვნებით ვჭიდაობთ,
სახლისკენ ნაბიჯსაც ვუმატებ,
ბაღშიც დავაცუნცულებ,
ყვავილებსაც ვჩუქნი,
სახლსაც ვუნაწილებ,
ჭკუასაც ვუტოლებ


სიყალბეა - მამას გოგო უფრო უყვარს, ან ბიჭი უფრო უნდა
სიმარათლეა - მამას შვილი უფრო უყვარს

Monday, August 8, 2016

ომს გაბზარული ქონდა თვალები

ომს გაბზარული ქონდა თვალები, იმედი ენას უყოფდა შიშებს, გმირებს აგროვებს დღეს ქართველები, დაუსვამს ამბებს სწორ სასვენ ნიშნებს. 8.08.16 გიორგი ლიპარიშვილი

Friday, January 22, 2016

"რა საოცარი დღეა" - 29 იანვარი


"რა საოცარი დღეა" - 

ხელის ჩრდილების თეატრის სპექტაკლი ჯაზის ცნობილი შემსრულებლების საფუძველზეა შექმნილი.

წარმოდგენა "ლუი ამსტრონგთან სპექტაკლის ავტორის ინტერვიუთი იწყება". 

სპექტაკლი ეხება სიყვარულს, განშორებას, ბავშვობას, სიკვდილს, სიკვდილზე გამარჯვებას...

სპექტაკლის ხანგრძლივობა: 70 წუთი
მაყურებლის ასაკი 12 წლიდან

რეჟისორი: გელა კანდელაკი
მუსიკალური კონსულტანტები: ზურაბ ნადარეიშვილი, რევაზ კიკნაძე, თამაზ ყურაშვილი, კესტუტის ვაიგინისი

მონაწილეობენ: ელენე მურჯიკნელი, ვადიმ შუბითიძე, ელენე ზუბაშვილი, პაატა შენგელია, ლევან ჩაჩანიძე, შორენა ფსუტური, ზურაბ ქვაჩახია, ქეთევან ჭიტაძე, მარიამ კაპანაძე

"რა საოცარი დღეა" - მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში უკვე იხილეს

29 იანვარი, პარასკევი, 19:00 სთ. რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზი, რუსთაველის გამზირი №17

ბილეთების შეძენა Rustaveli Theatre - რუსთაველის თეატრი-ს სალაროსა და Biletebi.ge-ს საშუალებითაა შესაძლებელი

ჩვენ ვემზადებით თქვენთან შესახვედრად

პატივისა და გულისცემით,
#ბუდრუგანაგაგრა
http://budrugana.com/

Thursday, December 10, 2015

ერთად ვიცხოვროთ შეუზღუდავ გარემოში



 ერთად ვიცხოვროთ შეუზღუდავ გარემოში! - ნახეთ ახალი სოციალური ვიდეოკლიპი!
✔ სოციალური და სამედიცინო მომსახურების შესახებ ინფორმაციისა და თქვენი უფლებების დასაცავად დარეკეთ ცხელი ხაზის ნომერზე:
📢 ყოველ სამუშაო დღეს 10:00-დან 18:00-საათამდე!
📞 (032 2) 2 103 003

რეჟისორი - მახო ღუღუნიშვილი
ოპერატორი - ალექს სუჯაშვილი
სცენარი - გიორგი ლიპარიშვილი
კონსულტანტი - მაია შიშნიაშვილი

#პაციენტისუფლებები
#ცხელიხაზი
#სოციალურიმომსახურება
#სამედიცინომომსახურება
#Presentatorium
#SocialAd
#Caritas


Saturday, October 24, 2015

როცა დიდ რეჟისორს ვესტუმრეთ



როცა ტელევიზიაში უმტკივნეულო გადაცემაში ვმუშაობდი
როცა ადამიანები პოლიტიკური შეხედულების მიხედვით იკრძალებოდნენ
როცა 3 წლის წინ რეზო ჩხეიძეს მაინც ვესტუმრეთ
როცა შეყვარებულიც თან მახლდა
როცა (აკრძალული ტელევიზიის სტუმრობით გაკვირვებულმა) ჩემს თანმხლებს კითხა, ამ ჯგუფში თქვენ ვინ ხართ?
როცა პასუხი - შეყვარებული - მიიღო
როცა ბედნიერმა ბედნიერები გამოგვაცილა
როცა დიდ რეჟისორს ვესტუმრეთ

პატივისა  და გულისცემით,
გიორგი ლიპარიშვილი

ესეც სტუმრობის მიზეზი სიუჟეტი

Saturday, October 17, 2015

“ვცადე” კაია


“ვცადე” - ეს ივა ფეზუაშვილის (მწერალი, სცენარისტი, რეჟისორი) წიგნია (ივა ავტორია, წიგნი კი ყველასია, ვისაც თვალში, ხელსა და გულში ჩაუვარდება).
ივა ავტორმა (ლიტერატურული კონკურსებისა და დაჯილდობების გამარჯვებული) არაჩვეულებრივად ცადა ამბის მარტივად გადმოცემა. 5 მოთხრობა, 5 ამბავი. იუმორი, სარკაზმი, კრიტიკა, სტერეოტიპები… წყალივით იკითხება და ღვინოსავით მათრობელაა.
წიგნი ცით იწყება და კაიათი მთავრდება. უფრო კონრეტულად, პირველი და ბოლო მოთხრობა - “ცა” და “კაიაა”