მეძებარი

Showing posts with label პრეზენტატორიუმი. Show all posts
Showing posts with label პრეზენტატორიუმი. Show all posts

Wednesday, September 30, 2015

"ბესტსელერი"


Presentatorium წარმოგიდგენთ “ბესტსელერს”. უფრო კონკრეტულად ბექა ადამაშვილის “ბესტსელერს”. წიგნს - სავსეს იუმორით, ასოციაციებით, კრიტიკით, მიგნებებითა და გამოწვევებით. მთავარი პერსონაჟი პიერ სონაჟია. მოქმედება ჯოჯოხეთში, ლიტერატურულ ჯოჯოხეთში ხდება, სადაც მწერლები მკითხველებისთვის მიყენებული ზიანის გამო იტანჯებიან. 
წიგნში შექსპირის სასტუმრო ჰოტელოს, ტოტალიზატორ მაკ.BET-ს, ჯოჯოხეთის ერთერთ ქუჩა გა სტრიტს, ჯოჯოხეთისვე სახლის კარზე წარწერა Hellcome-ს, პიარისმოყვარე პიერს, ფილმოსოფოს გოგოსა და სხვა ამბებსა და გმირებს შეხვდებით.
“ბესტსელერი” ამართლებს სახელსა და მასში გადმოცემულ ამბავს.
“ჩვენს საუკუნეში, უდროობის გამო წიგნს კი არა, ნაცნობ-მეგობრებსაც ვეღარ კითხულობენ ადამიანები” - ბექა ადამაშვილი - “ბესტსელერი”

პატივისა და გულისცემით,
#Presentatorium

#ბესტსელერი
#ბექაადამაშვილი
#წიგნი
ბესტსელერი

Saturday, September 26, 2015

კარგად "დაღვინებული" ქართული ბრენდი - კახელები


კარგად "დაღვინებული" ქართული ბრენდი
Kakhelebi კახელები

"კახელები" -
კარგად შეკმაზული გემოსა და გემოვნების რესტორანია, დავარცხნილი დიზანით, გულში ჩასაკრავი მომსახურებითა და მადისაღმძვრელი კერძებით.
კახური იუმორის, ქართული სამზარეულოსა და ისტორიის პატივისცემა აქ მძაფრად იგრძნობა.
"კახელები" სარესტორნო საქმესთან ერთად სოფლის მეურნეობაშიც აქტიურად ირჯებიან.

"კახელები" -
კარგად "დაღვინებული" ქართული ბრენდი

პატივისა და გულისცემით,
Presentatorium

#kakhelebi
#restorani

არამწეველი ტაქსისტის სავიზიტო ფურცელი



Presentatorium წარმოგიდგენთ
არამწეველი ტაქსისტის სავიზიტო ფურცელს

ეს არამწეველი, ღამის ტაქსისტის სავიზიტო ფურცელია (როგორც მას თავად უწოდებს). იცის ინგლისური, რუსული და ცოტა ფრანგულიც. არის იაფი და მხიარული. თუ რამე შეფერხებაა ფულს აქეთ გადაგიხდით : )) 
ეს არამწეველი, ღამის ტაქსისტის სავიზიტო ფურცელია

მშვიდობიან ღამეს გისურვებთ,
პატივისა და გულისცემით,
#Presentatorium

#ყველატაქსიტიერთნაირიარაა

“მეაქციე” ადამიანი



Presentatorium წარმოგიდგენთ ადამიანს, რომლის აქციებიც “ძვირადღირებულია”.
ის კბილებით იცავს ქართულ ენასა და შშმ პირების (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების) უფლებებს. პარალელურად ახორციელებს აქციებს: “ჩავყაროთ ნაგავი” და “ჩვენ გვიყვარს წიგნები”. ერთი გარემოს
ასუფთავებს, მეორე - ტვინს.
ფოტოგრაფი, მასწავლებელი გოგა ჩანადირი “მეაქციე” ადამიანია.

პატივისა და გულისცემით,
Presentatorium


#ჩავყაროთნაგავი
#ჩვენგვიყვარსწიგნები
გოგა ჩანადირი

Prezentatorium წარმოგიდგენთ განძთსალაგს



Presentatorium წარმოგიდგენთ უჩვეულო სახლ-მუზეუმს, რომელსაც რამდენიმე ადამიანი ერთად ქმნის.

სახლ-მუზეუმი გამოჩენილი პირის, მოღვაწის სახლია, რომელიც მუზეუმადაა ქცეული. ძირითადად გარდაცვლილი ადამიანების სახლები იქცევა ხოლმე მუზეუმებად. მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა. კანდიდ კონჯარია ცოცხალია. უფრო მეტიც, ის, ისტორიის დოქტორის, ასოცირებული პროფესორის, მეცნიერ თანამშრომლის, გამომცემლობა არტანუჯი/Artanuji Publishing - ის დამფუძნებლის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი -ის ყოფილი დირექტორის, უბრალოდ დიდებული ადამინაის ბუბა კუდავას ფსევდონიმია.

''მუზეუმი'' სამეგრელოში, მარტვილის რაიონის, სოფელ ნაგვაზაოში მდებარეობს, მამაპაპეულ ადგილას აშენებულ Buba Kudava-ს სახლში.

სახლ-მუზეუმისთვის ძველი ნივთების შეწირვა ყველას მსურველს შეუძლია. რეალურ შემომწირველთა გარდა, ასევე არიან კეთილი "ადამიანები” რომლებიც მუზეუმთან "თანამშრომლობენ:" - ცარიელ ტარიელაშვილი, ქამარ ბალთიანი, უშანგი ლახტიაშვილი, გულნაზ შაქარაშვილი, ჰამლეტ კაიკაციშვილი.

კონჯარიებთან ყველა მსურველს შეუძლია შექმნას და შეინახოს ისტორია.

კანდიდ კონჯარიას სახლ-მუზეუმი სტუმრებისთვის ყოველდღე ღიაა

პატივისა და გულისცემით,
#Presentatorium