მეძებარი

Showing posts with label სირბილი. Show all posts
Showing posts with label სირბილი. Show all posts

Tuesday, July 7, 2015

ლოკოკინასთან ერთად დავრბივარ


მიყვარს როცა დღეს დილას ვპარავ. ქალაქში დარჩენილ მწვანე ადგილამდე მივდივარ და ლოკოკინასთან ერთად დავრბივარ
მე და ლოკოკინას სირბილში ზუსტად ერთნაირი ტემპი გვაქვს. თავს "ვინუგეშებ": სამაგიეროდ, ვმოძრაობთ და მივწინწინობთ.
ისე კი, ვაღიარებ, ლოკოკინა ჩემზე ძლიერია. ის ზურგზე სახლმოკიდებული დარბის. მე კი ეს არ გამომდის, პატარა მხრები მაქვს.
ერთხელ ვიმეტიჩრე, დავუდექი, ვნახოთ რომელი გაასწრებს...
ლოკოკინას ჩაეცინა.
გასწრება არცერთმა არ ვიკადრეთ.
ორივე ქალაქში დარჩენილ მწვანე ადგილს დავფოფინებთ.
მიყვარს როცა დღეს დილას ვპარავ, როცა ლოკოკინასთან ერთად დავრბივარ.


გიორგი ლიპარიშვილი
11.06.12-7.07.15

Friday, May 8, 2015

სხვა კილომეტრები




     ბავშვობაში სპორტი, სამოთხის ვაშლივით აკრძალული მქონდა. თვალზე აღმოჩენილი პრობლემის გამო ცეკვიდანაც გამომიყვანეს. ექიმის რჩევას დამატებული ოჯახის ფრთხილი ბობოქრობა, ჩემს "სისათუთეს" უდრიდა.

შევნატრ-შევციცინებდი