მეძებარი

Friday, February 11, 2011

სიყვარულ-სიძულვილ...

სიყვარულს ხშირად ლექსებს უწერენ,
ამ სიძულვილმა რა დააშავა?!
მერე რა თუკი ხატვა არ იცის,
გარშემო ყველა გადააშავა?!

სიძულვილს ხშირად კარს უკეტავენ,
სიყვარულისთვის ხალიჩას ფენენ,
ბოროტს ძირშივე თავს უკვეთავენ,
კეთილი თესლით თითქოსდა ფრენენ...

სიყვარულ-სიძულვილ ნახევარძმებია,
ზოგი რომლით და რომლით ძღებიან...

ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
12.02.11

Thursday, February 10, 2011

იშვი ათად (ლიპარას ლექსების საღამოზე)



ბრეგოვიჩის ტანგოთი მუსიკალურ გაფორმებას ლექსს უკეთებს მარიონეტების თეატრი "ნიკოლო", მევიოლინე ნიკოლოთი... ხელმძღვანელი ბახვა წერედიანი

ლიპარა ლიპარას საღამოზე...



როკ კლუბში ლიპარას (გიორგი ლიპარიშვილის) საღამოზე, როკ ჯგუფისა და ლიბ.ჯე-ს პროექტ არტსაღამოების ფარგლებში, უკრავს არიონეტების თეატრ "ნიკოლოს" მევიოლინე ნიკოლო... (თეატრის რეჟისორი, თოჯინების შემქნელი და ანიმატორი ბახვა წერედიანი)

Friday, February 4, 2011

მუზას ვასვენებ...


მე მეძახიან ამოდ მოუბარს,

ვიღაცას ჭორზე ჭორი მოუბავს!..


ხან მეძახიან მე მექალთანეს,
ესეც სიცრუე, რომ მე გავთალე...

ხან კი მიწოდეს პოეტი,
სიცრუე არ ყლაპო მეტი!..

ზოგისთვის გავმხდარვარ გრძნობის გარეშე,
სხვების გულები მივწი-მოვწიე, მოვითარეშე!...

ერთი მე მხოტბავს მეტზე მეტისმეტ...
მეორე მლანძღავს როგორც უგვანოს,
ახლა ცუდზე ოდნავ მეტი ვსვეტ,
მინდა ლიპარას ყველა სიცუდე გადავუგვარო!..

მე მეძახიან ამოდ მოუბარს,
ვიღაცას ჭორზე ჭორი მოუბავს!..

მე ღიმილს ვბადებ, თვალს არ ვასველებ...
ახლა წავედი, მუზას ვასვენებ!...

ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)

10.07.10