Monday, September 29, 2014
მოდი სინდისს გავყიდი
მოდი სინდისს გავყიდი,
ნეტავ რაში მარგია,
ცხოვრებაში ნამუსი
მძიმე ტვირთი, ბარგია.
თუკი რამეს აფუჭებ,
უფრო კარგად იქცევი,
ზღვაც კი ფასობს მიწისთვის
მუდამ ზურგის მიქცევით.
Thursday, September 18, 2014
ილიაში ბნელა
22 წლის ვიყავი ლექციების კითხვა, რომ დავიწყე.
მალე 29-ს ჩავეხუტები.
თავდაპირველ ნერვიულობას, თავდაჯერებულობა, გამოცდილება და პასუხისმგებლობის ზრდაც მოყვა.
მადლობას ვიღებდი სტუდენტისა და ადმინისტრაციისგანაც. მეც, ბედის მადლობელი ვიყავი. მომწონდა და მიყვარდა ჩემი საქმე, ჩემს სტუდენტობას მახსენებდა და მახარებდა.
ახალი სასწავლო წლისთვის საკმაზის შეზავებაში მეც ჩამრთეს. მაგრამ მერე ყველაფერი თავდაყირა დადგა.
ყველასგან ჩუმად ჩატარებული კასტინგი... პროტექციის ყვავილობა ზაფხულში...
მერე იყო კითხვების დასმა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მხარდაჭერა ჩვენი სიმართლის დასაცავად. ფსევდოკონკურსისმატარებლებმა უკან დაიხიეს და თქვეს რომ არავითარი კონკურსი არ არსებულა. ამ დროს არსებობს ელფოსტები, სადაც მიმართვაა: ძვირფასო კონკურსანტებო და ა. შ.
უკან დაიხიეს. მაგრამ ეს უკან დახევა მხოლოდ კონკურსის გაუქმებით გამოიხატა. შედეგი კი იგივე დატოვეს.
ხან სირაქლემის პოზიცია მიიღეს, ხან ბავშვის, რომელმაც თავის დაცვა მყარი არგუმენტებით ჯერ არ იცის და სისულელესაც გულწრფელად ამბობს.
მიზანში გარტყმულია და ფაქტიც თხასავით ჯიუტია: რამდენიმე ლექტორი ლექციებიდან დაუმსახურებლად მოგვიშორეს.
რატომ? ან ადმინისტრაცია რატომ არ ინტერესდება ამით? მე უკვე ვიპოვე კითხვის პასუხი.
მადლობას ვუხდი ჩემს ღირსეულ ასეულობით სტუდენტსა და რამდენიმე კოლეგას ეფექტური თანამშრომლობისთვის.
დედამიწა კარუსელს გავს. ჩვენ რომელიმე ატრაქციონზე კიდევ შევხდებით, მერე რა რომ ახლა ილიაში ბნელა.
პატივისა და გულისცემით, გიორგი ლიპარიშვილი
18.08.14
Sunday, July 13, 2014
გულწრფელობა კარგი რამაა
თვეზე ცოტა მეტი ხნის წინ სომხეთს "კულტურულად" ვესტუმრეთ. მეგობარმა პოეტმა ილია კილაძემ დამპატიჟა პოეზიის ფესტივალზე. ერთად ადრეც ბევრჯერ გვილექსავია. მწერალთა კავშირიდან გაგვიშვეს. ქალბატონმა მაყვალა გონაშვილმა გზა დაგვილოცა.
სომხეთის სამთო კურორტ წაღკაძორში, მწერალთა სახლში დავბინავდით. გვარიანი მასპინძლობის, დასვენების, მიკითხვ-მოკითხვის შემდეგ ლექსების ფესტივალიც დაიწყო.
წასვლამდე მე და ილიამ ჩვენი ახალი ლექსები მოვიმარაგეთ ზედ ჩვენივე წიგნებიც დავამატეთ. კარგად დახუნძლულები გავეშურეთ მეზობელ ქვეყანაში ქართული სიტყვის სათქმელად.
ღონისძიება ლექსებით, როგორც საპატიო სტუმრებმა, ჩვენ გავხსენით. ლექსებით, რადგან 1-1 ლექსი წავიკითხეთ. გულღიად გამოგვიცხადეს: "მაინც ვერ ვიგებთ და მეტის წაკითხვა საჭირო არ არის".
დიდად არ გვწყენია, დასაფასებელია, გულწრფელობა კარგი რამაა.
გიორგი ლიპარიშვილი
13.07.14
Thursday, June 19, 2014
რა ქვია ამას?!
პირველად, როცა "მსგავსი" სიტყვების წყობა გავიგე, ფიქრს თავი ავარიდე. თითქოს რეალობას გავექეცი. თავს დაჯერების უფლება არ მივეცი. მერე თავადაც გადამხდა სანთელთან დაკავშირებული მსგავსი ისტორია. ვიფიქრე, რომ რაღაც კარგად ვერაა.
ბოლოს კი რამდენიმე დღის წინ საკუთარი თვალითა და სათვალით დავინახე ტაძრის შესასვლელთან გამოკრული არაჩვეულებრივი "წარწერა".
იმის შემდეგ, რამდენიმე დღეა თითები მექავება. მინდა ბევრ ადამიანს ვუთხრა ამის შესახებ, მაგრამ ფორმას ვეძებდი, თუ როგორ გადმომეცა ზუსტად, დაუმახინჯებლად ჩემი ემოციები.
რა ქვია ამას?!
შეიძლება უხეშ შედარებად მოეჩვენოს ვინმეს, მაგრამ გამახსენდა რესტორნები, სადაც გარედან შეტანილი ალკოჰოლის მირთმევა აკრძალულია; ლექტორი, რომელიც მხოლოდ მაშინ წერდა ნიშნას, როცა სტუდენტი მის "წიგნს" იყიდდა...
თუ მე სანთელს მაჩუქებენ, "წმინდა მიწიდან" გამომიგზავნიან, ჩემი თითებით გამოვძერწავ, ბერ-მონაზვნები "მისახსოვრებენ", სადმე იაფად ვიყიდი და ა. შ. რატომ არ მაქვს უფლება ამ სანთლის ტაძარში დანთების?!
მესმის, რომ ეკლესიას შემოსავალი ჭირდება, მაგრამ 1 ეკლესია მითხარით, რომელიც მხოლოდ გაყიდული სანთლის შემოსავლით არსებობს.
ან იქნებ ფორმა იყოს უფრო რბილი, რომ სიბრაზე არ გამჩენოდა: მაგ: "გთხოვთ ჩვენი მესანთლეების დამზადებული სანთელი შეიძინოთ და შეეწიოთ ტაძარს".
მაგრამ არა, ბრძანება, ნეგატივი "...ნუ დაანთებთ"
რა ქვია ამას?!
ერთერთ სოფელში მამაოს შესაწირის ყუთი ღია აქვს, ვისაც უნდა ჩადებს შესაწირს, ვისაც უნდა ამოიღებს. მე კი ჩვენი ქვეყნის დედა-ქალაქში მესანთლე გამომეკიდა და ტყვიასავით მომახალა: (მანამდე, მესანთლე და ერთ-ერთი მამაო, სამწუხაროდ ხელებში მიყურებდნენ), "შესაწირში რამდენი ჩააგდეთ?! ეგ ყუთი მამაოს შესაწირი არ იყო".
ამავე დღეს, ჩემი ჯვრისწერის დროს, მამაომ გვითხრა რომ ჩვენს მიტანილ ქორწინების მოწმობას ძალა არ ქონდა, რადგან იმ ტაძარში არ გვიყიდია. ბეჭედიც არ ერტყვა. მეჯვარემ დაამშვიდა, რომ მისი ლოცვა იყო ბეჭედი.
რომელ პროფესიას უნდა გავდეს მამაოს პროფესია?
ექიმს, ფსიქოლოგს, აგრონომს, მეეზოვეს, მეცნიერს, მხატვარს, მწერალს, მუსიკოსს, ჟურნალისტს...
რომელ პროფესიის წარმომადგენელს გავს დღეს ბევრი მღვდელთმსახური?
ბიზნესმენს, "ცინიკოსს" (იყოს ესეც პროფესია), კოლექციონერს, პოლიტიკოსს, მოსამართლეს, ჯალათს, ციხისუფროსს, მედროვეს...
"ტაძარს "გარედან" შემოტანილი ფულით ნუ დაეხმარებით" - მსგავს წარწერას ალბათ ვერსად შვხვდებით. ხელის ჭუჭყი იწმინდება ტაძარში? მშობელი, შვილმა რომ დიდი ფული მოუტანოს კითხვას ხომ დაუსვამს საიდან არის ეს ფული? ეკლესია ხომ დედაეკლესიადაა წოდებული?
მე მყავს მეგობარი ბერ-მონაზვნები, რომლებიც სხვნაირად იქცევიან. უფრო სწორად ჩვეულებრივად. ადამიანურად. ისინიც ადამიანები არიან. ეს მამშვიდებს.
მე ეკლესიას (მართალ ეკლესიას), ჩემებურად, მოკრძალებით ვგულშემხარველობ.
რატომ ვწერ?
"ტაძარს "გარედან" შემოტანილი ფულით ნუ დაეხმარებით" - მსგავს წარწერას ალბათ ვერსად შვხვდებით. ხელის ჭუჭყი იწმინდება ტაძარში? მშობელი, შვილმა რომ დიდი ფული მოუტანოს კითხვას ხომ დაუსვამს საიდან არის ეს ფული? ეკლესია ხომ დედაეკლესიადაა წოდებული?
მე მყავს მეგობარი ბერ-მონაზვნები, რომლებიც სხვნაირად იქცევიან. უფრო სწორად ჩვეულებრივად. ადამიანურად. ისინიც ადამიანები არიან. ეს მამშვიდებს.
მე ეკლესიას (მართალ ეკლესიას), ჩემებურად, მოკრძალებით ვგულშემხარველობ.
რატომ ვწერ?
მინდა ვიცოდე -
რა ქვია ამას?!
გიორგი ლიპარიშვილი
18.06.14
Tuesday, June 17, 2014
საზღვრებიდან გადასულია
ცას ცისფერი ცვარი ცვივა,
მიწის წამი წამით იწვის,
ცეცხლი ცხელი ცხობით ცხვება,
წყალი წყობით წყალბადს წყდება...
ენის გატეხვა ჯობია თავისას,
ყველა უბერავს მაინც თავისას.
ტყუილი მეფეა, სიმართლე ხასა,
ხშირად იქცევა ორივე ხავსად.
სასწაულს ვეძებთ,
დედამიწაზე არ გვსურს დარჩენა,
თითქოს ავხსენით -
რა ბედენაა ქვეყნად გაჩენა.
წყალი - წყარო,
ცეცხლი - კერა,
მიწა - ხორცი,
ცა - სულია,
ჩემი ფიქრები
საზღვრებიდან გადასულია.
გიორგი ლიპარიშვილი
18.06.14
მიწის წამი წამით იწვის,
ცეცხლი ცხელი ცხობით ცხვება,
წყალი წყობით წყალბადს წყდება...
ენის გატეხვა ჯობია თავისას,
ყველა უბერავს მაინც თავისას.
ტყუილი მეფეა, სიმართლე ხასა,
ხშირად იქცევა ორივე ხავსად.
სასწაულს ვეძებთ,
დედამიწაზე არ გვსურს დარჩენა,
თითქოს ავხსენით -
რა ბედენაა ქვეყნად გაჩენა.
წყალი - წყარო,
ცეცხლი - კერა,
მიწა - ხორცი,
ცა - სულია,
ჩემი ფიქრები
საზღვრებიდან გადასულია.
გიორგი ლიპარიშვილი
18.06.14
Tuesday, June 10, 2014
სამსახურს, ბინასა და თავს მე...
ისევ ევძებ
სამსახურს, ბინასა და თავს მე,
თითქოს მეძებრობანა
ჩვევად შევითავსე.
სამსახური მაკლია,
ბევრი დრო მაქვს უქმად,
იმდენ რამეს შევძლებ,
საქმეს შევჭამ ლუკმად.
ბინას ვეძებ საცხოვრისს,
არა რანჩო-სავანეს,
მანამ მინდა ვიპოვო,
სანამ მზე ითავანებს.
თავსაც ვუწყე ძიება,
მხრებთან, კისერს მოვირგო,
სადაცაა ცხოვრება,
ჯეკპოტივით მოვიგო.
თითქოს მეძებრობანა
ჩვევად შევითავსე,
ისევ ვეძებ
სამსახურს, ბინასა და თავს მე..
9.06.14
გიორგი ლიპარიშვილი
Tuesday, June 3, 2014
ადამიანური მომსახურება
ჩვენს ქვეყანაში კარგ მომსახურებას, სამწუხაროდ, იშვიათად შევხვდებით. ან თუ შევხდებით, ჩვენს გაკვირვებას იწვევს, ის, რაც, ბუნებრივი და ჩვეულებრივი ამბავია. “კლიენტი ყოველთვის მართალია” - ძალიან შორსაა რეალობისგან. მომხარებლის მისამართით ხშირად ისმის პოპულარული ფრთიანი ფრაზები: “მადლობის გამო მალაპარაკე”, “შენ მყიდველი არა ხარ”, “ბანკში მიბრძანდით ხურდაზე” და ასე შემდეგ.
რა განაპირობებს ცუდ მომსახურებას ჩვენს ქვეყანაში - არაკვალიფიციური კადრები, ეთიკის დაკარგვა, ცუდი მენეჯმენტი, საქმისადმი გულგრილობა თუ სიზარმაცე?
მომსახურების სფეროს გაუმართაობაში დიდი წვლილი თავად მომხმარებლებსაც მიგვიძღვის. ცუდ მომსაუხურებაზე თვალის დახუჭვა, შეურაცხყოფის გულში ჩაკვლა ან ზურგს უკან საუბარი საკმარისი არ არის პრობლემის მოსაგვარებლად. არსებობს საქართველოს კანონი “მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ”, რომლის ცოდნაც ჩვენი აზრისა და დამოკიდებულების, უფლებისა და შესაძლებლობის დაცვაზე მიგვანიშნებს.
მოხმარებლის უფლებებს ასევე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაც იცავს. ერთ-ერთი მათგანია "საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი". მათი ორგანიზებით შექმნილი საიტის: momxmarebeli.ge-ის დახმარებით, შეგვიძლია სასურველი პროდუქტის ხარისხის, მაღაზიის თუ მომსახურების სხვა სფეროს შესახებ შევიტყოთ. ან საჯაროდ გამოვხატოთ ჩვენი აზრი მომსახურებაზე და
ვიკითხოთ პრობლემის გადაჭრის გზა. საიტის მომხმარებლები მსგავსი შინაარსის კომენტარებს
წერენ: ლაშა - შეკვეთა რომ აგვიანებს
მიმტანს ბოდიშის მოხდაც არ უნდა; ავთო
- ზოგიერთი ტურისტული კომპანია ფულს გახდევინებს ერთ ტურში, მაგრამ მერე
სხვა ტური გვხვდება და ა. შ.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის კოორდინატორის ლია თოდუას შეფასებით,, საქართველოში მომხმარებლები თავიანთ უფლებებს ხშირად არ იცავენ. შესაბამისად, მომსახურების სფეროც ძალიან ნელა უმჯობესდება და ამ მხრივ საკმაოდ რთული მდგომარეობაა.
ბუნებრივია, რომ პროდუქტის ხარისხი ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ მასთან ერთად გადაუდებლად აუცილებელია ადამიანური მომსახურება.
გიორგი ლიპარიშვილი
Subscribe to:
Posts (Atom)



