მეძებარი

Saturday, September 26, 2015

კარგად "დაღვინებული" ქართული ბრენდი - კახელები


კარგად "დაღვინებული" ქართული ბრენდი
Kakhelebi კახელები

"კახელები" -
კარგად შეკმაზული გემოსა და გემოვნების რესტორანია, დავარცხნილი დიზანით, გულში ჩასაკრავი მომსახურებითა და მადისაღმძვრელი კერძებით.
კახური იუმორის, ქართული სამზარეულოსა და ისტორიის პატივისცემა აქ მძაფრად იგრძნობა.
"კახელები" სარესტორნო საქმესთან ერთად სოფლის მეურნეობაშიც აქტიურად ირჯებიან.

"კახელები" -
კარგად "დაღვინებული" ქართული ბრენდი

პატივისა და გულისცემით,
Presentatorium

#kakhelebi
#restorani

არამწეველი ტაქსისტის სავიზიტო ფურცელი



Presentatorium წარმოგიდგენთ
არამწეველი ტაქსისტის სავიზიტო ფურცელს

ეს არამწეველი, ღამის ტაქსისტის სავიზიტო ფურცელია (როგორც მას თავად უწოდებს). იცის ინგლისური, რუსული და ცოტა ფრანგულიც. არის იაფი და მხიარული. თუ რამე შეფერხებაა ფულს აქეთ გადაგიხდით : )) 
ეს არამწეველი, ღამის ტაქსისტის სავიზიტო ფურცელია

მშვიდობიან ღამეს გისურვებთ,
პატივისა და გულისცემით,
#Presentatorium

#ყველატაქსიტიერთნაირიარაა

ბუნების გულშემხარველი - დავით ჩაჩანიძე


Presentatorium წარმოგიდგენთ - ბუნების გულშემხარველს - ქართული სოფლის თანამედროვე სახეს

ის ერთადერთია საქართველოში, ვინც ბიო სასუქს (ბიოლოგიურად სუფთა სასუქს), “ბიოაგრო”-ს, აწარმოებს. ასევე ერთადერთია, ვინც ქართულ ბიო კოსმეტიკას ქმნის (დამფუძნებელი ბიო კოსმეტიკის კომპანია - Bio Cosmetics Bamus).
ის ჰომეოპათია (“მკურნალობის სისტემა, რომლის მიხედვითაც დაავადების სამკურნალოდ საჭიროახშირად და მცირე დოზით მცენარეული, მინერალური და ცხოველური სამკურნალო საშუალებების მიღება”)
ფერმერებს, მთელს საქართველოში, ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტის მოყვანაში კონსულტაციას უწევს. კახეთში, ზემო ბაკურციხეში აშენებს ნამჯის სახლს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტურია. აქვს თანამედროვე სკები, ცვილის გარეშე…
ის “აშენებს” სოფელს
ბუნების გულშემხარველი - ქართული სოფლის თანამედროვე სახე - დათო ჩაჩანიძე

პატივისა და გულისცემით,
Presentatorium
heart ემოცია

#ბიოაგრო
#დათოჩაჩანიძე
#ჰომეოპათი
#BioCosmeticsBamus
#Presentatorium
David Chachanidze

“მეაქციე” ადამიანი



Presentatorium წარმოგიდგენთ ადამიანს, რომლის აქციებიც “ძვირადღირებულია”.
ის კბილებით იცავს ქართულ ენასა და შშმ პირების (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების) უფლებებს. პარალელურად ახორციელებს აქციებს: “ჩავყაროთ ნაგავი” და “ჩვენ გვიყვარს წიგნები”. ერთი გარემოს
ასუფთავებს, მეორე - ტვინს.
ფოტოგრაფი, მასწავლებელი გოგა ჩანადირი “მეაქციე” ადამიანია.

პატივისა და გულისცემით,
Presentatorium


#ჩავყაროთნაგავი
#ჩვენგვიყვარსწიგნები
გოგა ჩანადირი

Prezentatorium წარმოგიდგენთ განძთსალაგს



Presentatorium წარმოგიდგენთ უჩვეულო სახლ-მუზეუმს, რომელსაც რამდენიმე ადამიანი ერთად ქმნის.

სახლ-მუზეუმი გამოჩენილი პირის, მოღვაწის სახლია, რომელიც მუზეუმადაა ქცეული. ძირითადად გარდაცვლილი ადამიანების სახლები იქცევა ხოლმე მუზეუმებად. მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა. კანდიდ კონჯარია ცოცხალია. უფრო მეტიც, ის, ისტორიის დოქტორის, ასოცირებული პროფესორის, მეცნიერ თანამშრომლის, გამომცემლობა არტანუჯი/Artanuji Publishing - ის დამფუძნებლის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი -ის ყოფილი დირექტორის, უბრალოდ დიდებული ადამინაის ბუბა კუდავას ფსევდონიმია.

''მუზეუმი'' სამეგრელოში, მარტვილის რაიონის, სოფელ ნაგვაზაოში მდებარეობს, მამაპაპეულ ადგილას აშენებულ Buba Kudava-ს სახლში.

სახლ-მუზეუმისთვის ძველი ნივთების შეწირვა ყველას მსურველს შეუძლია. რეალურ შემომწირველთა გარდა, ასევე არიან კეთილი "ადამიანები” რომლებიც მუზეუმთან "თანამშრომლობენ:" - ცარიელ ტარიელაშვილი, ქამარ ბალთიანი, უშანგი ლახტიაშვილი, გულნაზ შაქარაშვილი, ჰამლეტ კაიკაციშვილი.

კონჯარიებთან ყველა მსურველს შეუძლია შექმნას და შეინახოს ისტორია.

კანდიდ კონჯარიას სახლ-მუზეუმი სტუმრებისთვის ყოველდღე ღიაა

პატივისა და გულისცემით,
#Presentatorium

Saturday, September 5, 2015

ის ხატავს ღმერთის ბავშვობას

DSC_0477.JPG

“ახლახან ჩინებული ამბავი მოვისმინე. მისი მოყოლა ძალიან მიყვარს. ერთი პატარა გოგონა, ექვსი წლის, ხატვის გაკვეთილზე, კლასის ბოლოში იჯდა და რაღაცას ხატავდა. მასწავლებელმა თქვა, რომ ეს პატარა გოგო კლასელებს ყურადღებას იშვიათად თუ აქცევდა. ამ ხატვის გაკვეთილზე პირიქით, მასწავლებელი მოიხიბლა. მიუახლოვდა და კითხა:

მასწავლებელი - რას ხატავ?

გოგონა - მე ვხატავ ღმერთის სურათს
მასწავლებელი -  კი მაგრამ არავინ იცის ღმერთი როგორ გამოიყურება?!
გოგო - ცოტა ხანში ეცოდინებათ”. -

ამ ამბავს სერ კინ რობინსონი, ბრიტანერლი წარმოშობის ავტორი, განათლების ექსპერტი, პრეზენტატორი შემოქმედებასა და ინოვაციებში, Ted.com-ზე ერთერთ პრეზენტაციაზე იხსენებს.

ეს სურათიც ღმერთის ბავშვობას გამოხატვს. მაგრამ ის საქართველოში 22 წლის გიორგიმ დახატა. ისე სოციალური ინკლუზიის (საზოგადოებაში ჩართვის მხარდამჭერი) მხარდამჭერი ორგანიზაციის “ხელი ხელს” ბენეფიციარია (პირი, რომელიც სამედიცინო დახმარების პროგრამის მოსარგებლეა). უყვარს ხატვა და ჟურნალისტის როლის მორგება. საქართველოს პრეზიდენტობაზე ოცნებობს. უნდა რომ საქართველო გააბრწყინოს.

გიორგი შორს იხედება. ის იესოსა და ღვთისმშობლს გამორჩეულად ხედავს
ის ხატავს ღმერთის ბავშვობას

პატივისა და გულისცემით,
გიორგი ლიპარიშვილი