მეძებარი

Thursday, June 19, 2014

რა ქვია ამას?!

პირველად, როცა "მსგავსი" სიტყვების წყობა გავიგე, ფიქრს თავი ავარიდე. თითქოს რეალობას გავექეცი. თავს დაჯერების უფლება არ მივეცი. მერე თავადაც გადამხდა სანთელთან დაკავშირებული მსგავსი ისტორია. ვიფიქრე, რომ რაღაც კარგად ვერაა.
ბოლოს კი რამდენიმე დღის წინ საკუთარი თვალითა და სათვალით დავინახე ტაძრის შესასვლელთან გამოკრული არაჩვეულებრივი "წარწერა".
იმის შემდეგ, რამდენიმე დღეა თითები მექავება. მინდა ბევრ ადამიანს ვუთხრა ამის შესახებ, მაგრამ ფორმას ვეძებდი, თუ როგორ გადმომეცა ზუსტად, დაუმახინჯებლად ჩემი ემოციები.
რა ქვია ამას?! 
შეიძლება უხეშ შედარებად მოეჩვენოს ვინმეს, მაგრამ  გამახსენდა რესტორნები, სადაც გარედან შეტანილი ალკოჰოლის მირთმევა აკრძალულია; ლექტორი, რომელიც მხოლოდ მაშინ წერდა ნიშნას, როცა სტუდენტი მის "წიგნს"  იყიდდა...
თუ მე სანთელს მაჩუქებენ, "წმინდა მიწიდან" გამომიგზავნიან, ჩემი თითებით გამოვძერწავ, ბერ-მონაზვნები "მისახსოვრებენ", სადმე იაფად ვიყიდი და ა. შ.  რატომ არ მაქვს უფლება ამ სანთლის ტაძარში დანთების?!
მესმის, რომ ეკლესიას შემოსავალი ჭირდება, მაგრამ 1 ეკლესია მითხარით, რომელიც მხოლოდ გაყიდული სანთლის შემოსავლით არსებობს.
ან იქნებ ფორმა იყოს უფრო რბილი, რომ სიბრაზე არ გამჩენოდა: მაგ: "გთხოვთ ჩვენი მესანთლეების დამზადებული სანთელი შეიძინოთ და შეეწიოთ ტაძარს".
მაგრამ არა, ბრძანება, ნეგატივი "...ნუ დაანთებთ"
რა ქვია ამას?!
ერთერთ სოფელში მამაოს შესაწირის ყუთი ღია აქვს, ვისაც უნდა ჩადებს შესაწირს, ვისაც უნდა ამოიღებს. მე კი ჩვენი ქვეყნის დედა-ქალაქში მესანთლე გამომეკიდა  და ტყვიასავით მომახალა: (მანამდე,  მესანთლე და ერთ-ერთი მამაო, სამწუხაროდ ხელებში მიყურებდნენ), "შესაწირში რამდენი ჩააგდეთ?! ეგ ყუთი მამაოს შესაწირი არ იყო".
ამავე დღეს, ჩემი ჯვრისწერის დროს, მამაომ გვითხრა რომ ჩვენს მიტანილ ქორწინების მოწმობას ძალა არ ქონდა, რადგან იმ ტაძარში არ გვიყიდია. ბეჭედიც არ ერტყვა. მეჯვარემ დაამშვიდა, რომ მისი ლოცვა იყო ბეჭედი. 
რომელ პროფესიას უნდა გავდეს მამაოს პროფესია?
ექიმს, ფსიქოლოგს, აგრონომს, მეეზოვეს, მეცნიერს, მხატვარს, მწერალს, მუსიკოსს, ჟურნალისტს...
რომელ პროფესიის წარმომადგენელს გავს დღეს ბევრი მღვდელთმსახური?
ბიზნესმენს, "ცინიკოსს" (იყოს ესეც პროფესია), კოლექციონერს, პოლიტიკოსს, მოსამართლეს, ჯალათს, ციხისუფროსს, მედროვეს...
"ტაძარს "გარედან" შემოტანილი ფულით ნუ დაეხმარებით" - მსგავს წარწერას ალბათ ვერსად შვხვდებით. ხელის ჭუჭყი იწმინდება ტაძარში? მშობელი, შვილმა რომ დიდი ფული მოუტანოს კითხვას ხომ დაუსვამს საიდან არის ეს ფული? ეკლესია ხომ დედაეკლესიადაა წოდებული?
მე მყავს მეგობარი ბერ-მონაზვნები, რომლებიც სხვნაირად იქცევიან. უფრო სწორად ჩვეულებრივად. ადამიანურად. ისინიც ადამიანები არიან. ეს მამშვიდებს.
მე ეკლესიას (მართალ ეკლესიას), ჩემებურად, მოკრძალებით ვგულშემხარველობ.
რატომ ვწერ?
მინდა ვიცოდე - 
რა ქვია ამას?!




გიორგი ლიპარიშვილი
18.06.14

Tuesday, June 17, 2014

საზღვრებიდან გადასულია

ცას ცისფერი ცვარი ცვივა,
მიწის წამი წამით იწვის,
ცეცხლი ცხელი ცხობით ცხვება,
წყალი წყობით წყალბადს წყდება...

ენის გატეხვა ჯობია თავისას,
ყველა უბერავს მაინც თავისას.

ტყუილი მეფეა, სიმართლე ხასა,
ხშირად იქცევა ორივე ხავსად.

სასწაულს ვეძებთ,
დედამიწაზე არ გვსურს დარჩენა,
თითქოს ავხსენით -
რა ბედენაა ქვეყნად გაჩენა.

წყალი - წყარო,
ცეცხლი - კერა,
მიწა - ხორცი,
ცა - სულია,
ჩემი ფიქრები
საზღვრებიდან გადასულია.


გიორგი ლიპარიშვილი
18.06.14

Tuesday, June 10, 2014

სამსახურს, ბინასა და თავს მე...


ისევ ევძებ
სამსახურს, ბინასა და თავს მე,
თითქოს მეძებრობანა
ჩვევად შევითავსე.

სამსახური მაკლია,
ბევრი დრო მაქვს უქმად,
იმდენ რამეს შევძლებ,
საქმეს შევჭამ ლუკმად.

ბინას ვეძებ საცხოვრისს,
არა რანჩო-სავანეს,
მანამ მინდა ვიპოვო,
სანამ მზე ითავანებს.

თავსაც ვუწყე ძიება,
მხრებთან, კისერს მოვირგო,
სადაცაა ცხოვრება,
ჯეკპოტივით მოვიგო.

თითქოს მეძებრობანა
ჩვევად შევითავსე,
ისევ ვეძებ
სამსახურს, ბინასა და თავს მე..


9.06.14
გიორგი ლიპარიშვილი

Tuesday, June 3, 2014

ადამიანური მომსახურება



ჩვენს ქვეყანაში კარგ მომსახურებ, სამწუხაროდ, იშვიათად შევხდებით. ან თუ შევხდებით, ჩვენს გაკვირვებას იწვევს, ის, რაც, ბუნებრივი და ჩვეულებრივი ამბავია. კლიენტი ყოველთვის მართალია” - ძალიან შორსაა რეალობისგან. მომხარელის მისამართით ხშრად ისმის პოპულარული ფრთიანი ფრაზები: მადლობის გამო მალაპარაკე, შენ მყიდველი არა ხარ,ბანკში მიბრძანდით ხურდაზე და ასე შემდეგ.
რა  განაპირობებს ცუდ მომსახურებას ჩვენს ქვეყანაში - არაკვალიფიციური კადრები, ეთიკის დაკარგვა, ცუდი მენეჯმენტი, საქმისადმი გულგრილობა თუ სიზარმაცე?
მომსახურების სფეროს გაუმართაობაში დიდი წვლილი თავად მომხმარებლებსაც მიგვიძღვის. ცუდ მომსაუხურებაზე თვალის დახუჭვა, შეურაცხყოფის გულში ჩაკვლა ან ზურგს უკან საუბარი საკმარისი არ არის პრობლემის მოსაგვარებლადარსებობს საქართველოს კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ, რომლის ცოდნაც ჩვენი აზრისა და დამოკიდებულების, უფლებისა და შესაძლებლობის დაცვაზე მიგვანიშნებს.
მოხმარებლის უფლებებს ასევე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაიცავს. ერთ-ერთი მათგანია "საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი". მათი ორგანიზებით შექმნილი საიტის: momxmarebeli.ge-ის დახმარებით, შეგვიძლია სასურველი პროდუქტის ხარისხის, მაღაზიის თუ მომსახურების სხვა სფეროს შესახებ შევიტყოთ.  ან საჯაროდ გამოვხატოთ ჩვენი აზრი მომსახურებაზე და ვიკითხოთ პრობლემის გადაჭრის გზა. საიტის მომხმარებლები მსგავსი შინაარსის კომენტარებს წერენ:  ლაშა - შეკვეთა რომ აგვიანებს მიმტანს ბოდიშის მოხდაც არ უნდა; ავთო - ზოგიერთი ტურისტული კომპანია ფულს გახდევინებს ერთ ტურში, მაგრამ მერე სხვა ტური გვხვდება და ა. შ.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის კოორდინატორის ლია თოდუას შეფასებით,, საქართველოში მომხმარებლები თავიანთ უფლებებს ხშირად არ იცავენ. შესაბამისად, მომსახურების სფეროც ძალიან ნელა უმჯობესდება და ამ მხრივ საკმაოდ რთული მდგომარეობაა.
ბუნებრივია, რომ პროდუქტის ხარისხი ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ მასთან ერთად გადაუდებლად აუცილებელია ადამიანური მომსახურება.
           


გიორგი ლიპარიშვილი

Thursday, May 22, 2014

მამა შემომებადა

აზრი რაც კი მებადა,
სიტყვად შემომებადა.

დღეს 14 წელია,
მამის დაბადებისდღეს
მამას რაც ვერ ვხვდებით,
მონატრება ძნელია,
ამას კარგად ვხვდებით.

მამის ტორტზე დავანთებდი
48 სანთელს,
მის ღიმილზე ვიცინებდი,
რომ ვხედავდე ჯანმრთელს.

მამა დარჩა ახალგაზრდა,
სიმპატიით სავსე,
მამაჩემის სადღეგრძელოს,
ჩემს შვილსაც შევასმევ.

ამ დღეს ცრემლებს ვეგებები,
ვტირი ქალზე მეტად,
რა უნდოდა ჩერჩეტ სიკვდილს,
რომ გამიხადა მე მტრად.

იცი როგორ მენატრები?!
გულს მიწურავ მუშტით,
შენს დღეობას შევხდებოდი
ათასფერად ბუშტით.

"წავალ მამას დავურეკავ"
ფრაზა როგორ მაღონებს,
ეს დღე როცა დაიბადე
შენს თავს უფრო მაგონებს,

ვარდობისთვეს დაიბადე,
ღვინობისთვეს წახვედი,
თავში თითქოს კინოკადრად
ისტორიას ვახვევდი.

რა ვიფიქრო აღარ ვიცი,
აღარ ვიცი მეტი რა,
მიხარია მამის დღეს,
გულწრფელად რომ მეტირა.

შენზე ფიქრებს, შენს სიყვარულს
გულში ერთად "ვაქუჩებ",
შენს სახელზე მამა შვილს მე
სათამაშოც ვაჩუქე.

შენსავით მა შვილთან
ვიქნები მეც ახლოს,
სიხარულით მერე
მამა რომ მეძახოს.

კარგი ცოლი შეგირთვას,
კარგ დედად რომ გახადე,
შენი წასვლით კი გულებს,
ტანზე სითბო გახადე.

არასოდეს რომ არ მითქვამს
ახლა გეტყვი მამიკო:
მადლობელი გახლავარ,
რომ მყავს და და ძამიკო.

რომ შემეძლოს ამ ნაჯღაბნს
ჩიტს გავატან ღაბუას,
მოვიკითხავ მამიკოს,
ბებიას და ბაბუას.

მამა შენს დღეს გილოცავ,
შე სიცოცხლის საწყისო,
უკვდავო და ძვირფასო,
ჩემო "ოქროს საწმისო".

აზრი თავში მებადა,
მამა შემომებადა.


გიორგი ლიპარიშვილი
22.05.14

Monday, April 28, 2014

წიგნის “დაბადების დღე”

ამ დღეს მსოფლიოს ბევრი ქვეყანა ერთი დიდი მოვლენის გარშემო ტრიალებს. აზროვნების გადატრიალება სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარად ხდებოდა. ცეცხლისა და ბორბლის გამოგონებასთან ერთად ერთ-ერთი რევოლუციონერი წიგნიც იყო,რომელმაც ჩვენ მეტი ცოდნა და ინფორმაცია მოგვიტანა. ადამიანმა მისი პატივისცემის შესანარჩუნებლად წიგნის დღე დააწესა.

Sunday, April 20, 2014

365



დღეა,
წუთია,
წამია,
წელი,

მე,
ამ
სტრიქონის
გავმხდარვარ
მწერი.

უკვე
დიდია,
დღეები
მიდიან.

სიცოცხლე რამდენი ღირს?
ცხოვრება მამობად ღირს.

დღეს ჩემი შვილის,
პირველი წელია,
ლექსიც კი,
ღირსი ვერ დამიწერია.

როცა გავიგე მამა ვხდებოდი,
რა მელდებოდა ვერც კი ვხვდებოდი.

ჩიორა,
პლანტაჩო,
ვეძახი გულითმე,
სიტყვები სამყოფი
ვერა ვერ ვურითმე.

დედამ შეარქვა მერე
ბენდნიერა,
მართლა სულ არის
ღიმილ-ბედნიერად.

სიტყვად ვერა და ვეღარ
გავთავდი,
თევდორეს მამა, კაცი
გავ-მთა-ვდი.

ძალა მაქვს უზღვავი,
ფიქრები მოზღვაო,
გული მაქვს უძრავი,
სიტყვები მოძრაობს.

არაა თვე მდორე,
იზრდება თევდორე.

შევხარი აპრილებს,
გულსაც რომ აგრილებს.

გამითბა ძვალები,
სიტყვებიც კაფიობს.
შვილია ძალები,
ყველაზე მკაფიო.

გიორგი ლიპარიშვილი
21.04.14