Monday, April 30, 2012
უგუგლესი წამით
Sunday, April 22, 2012
Tuesday, April 17, 2012
Wednesday, April 11, 2012
Tuesday, April 10, 2012
სიცოცხლით სიკვდილს ვაჯავრებ..
Monday, April 9, 2012
მგლისფერი
23 წლის ჩოხოსან, ქართველ, გიორგი გილიგაშვილს:
– როგორ ხართ?
– არა ვკარგავ მგლისფერს.
მისივე თქმით, მგლისფერი ბინდისფერია, რაც ომისთვის სამზადისის მომასწავებელს ნიშნავს.. ამბობს, რომ მგელი შეწირულია თავისუფლებისთვის. მგლისფერი ადამიანი ქრისტეს მეომარია, სამშობლოსა და უფლისთვის თავგადადებული.
გიორგი თბილისში ცხოვრობს. წარმოშობით ფხოვიდანაა. მისი წინაპარი ერეკლე მეფის გვერდით იბრძოდა. ჩოხოსანი საქართველოში მოგზაურობს, ეცნობა ქართულ კულტურას, უახლოვდება წინაპრების ადათს.
კვირაში შვიდიდან ხუთი დღე ჩოხით დადის. ხანდახან უჩვეულო გარემოებებშიც ხვდება, მაგრამ ფიქრობს რომ, “სადაც არა სჯობს, იქა სჯობს”.
საღამოობით მეგობრებთან ერთად ქეიფობს. ადიდებს უფალს, წინაპრების სულს, სამშობლოს და არა კარგავს მგლისფერს.
Thursday, April 5, 2012
ის მთის ტოლია..
წარსულად იქცა დღეს ისტორია..
მე, ერთი ნახვით თავი მაყვარა,
კაცი, კეთილად გადამაგვარა..
ის დიდი ვინმე, ის “სიბრძნის კონა”,
გულს რომ მალამოდ გადაეკონა..
თეატრს რამდენი შვილი უზარდა,
ძალა და ნიჭი არ დაუზარდა..
რამდენი ცრემლით დაბანენ მის სულს,
საიქიოში მგლისფერად მისულს..
გარდაიცვალა ის მთის ტოლია,
წარსულად იქცა დღეს ისტორია..
Monday, April 2, 2012
სიკვდილს სიცოცხლის რა გაეგება..
ჩრდილების მსახიობი..
ვადიმ (კოროლა) შუბითიძე ხელის ჩრდილების თეატრის, 31 წლის მსახიობია. ის სოხუმიდანაა.. რეჟისორმა გელა კანდელაკმა ხელის ჩრდილების თეატრი 30 წლის წინ შექმნა.. 2002 წლიდან თეატრს ბუდრუგანა-გაგრა უწოდა, რადგან ის აფხაზეთიდან დევნილი მსახიობებით დააკომპლექტა. ვადიმიც ერთ-ერთი მათგანია. მან რეჟისორს საქმის სიყვარულითა და ღირსებით თავი შეაყვარა და თეატრში წამყვანი ადგილიც დაიკავა. საქართველოს გარდა ბუდრუგანას სპექტაკლები გერმანიაში, საფრნაგეთში, აშშ-ში, იაპონიოაში, თურქეთში, აზერბაიჯანში, ლიტვაში ქონდათ. ბუდრუგანა-გაგრა, არამარტო საქართველოში, ერთადერთი ხელის ჩრდილების თეატრია.
ვადიმი უკვე 15 წელია ამ თეატრის მსახიობია.. ის უკვე დასს არეპეტიციებს, ასევე სოფელ ნიქოზში, მეუფე ისაიასა და გელა კანდელაკის მიერ დაარსებულ ხელოვნების სკოლაში ბავშვებს ხელის ჩრდილების ხელოვნებას ასწავლის..
ბუდრუგანას სპექტაკლები ძირითადად რუსთაველის თეატრში თვეში ორჯერ იდგმება, მისი ერთერთი მთავარი მსახიობისა და პედაგოგის ვადიმ (კოროლა) შუბითიძის ოცნება ერთიანი საქართველოა, მას აფხაზეთში დაბრუნებისა და იქ თამაშის იმედი აქვს.