მეძებარი

Wednesday, June 29, 2011

სამ მსახურს...

ვითხოვ განა სამ მსახურს,
მე დავეძებ სამსახურს...
აქვე ვამთავრებ პატარა სათქმელს,
მოვნატრებივარ მართლაც რომ საქმეს...

ლიპარა (გიორგი ლიპარიშილი)
27.06.11

Saturday, June 11, 2011

მისთვის...


მისთვის -
ლექსები დავაფრთიანე,
გაფრინდა უფრთოდ,
გრძნობები დავამთიანე,
მწვერვალობს უფრო...

რისთვის -
ვაქციე ჩემად?!
ქედი ვიხარე,
მექცა ჩვევად,
სიტყვა ვიხმარე...

კისთვის -
„დღე“ იქცა არსად,
როცა დამიდო ფეხი,
გამოჩნდება კი არსად?!
საქმით დამადო კეხი...

ხისთვის -
გრძნობა მეტია ქერქში,
შენს გულში ბუჩქი ხარობს,
ქვები მღერიან თერგში,
ჭიები ტვინსაც ხმარობს...

მისთვის -
გავაბი აზრთა აბდაუბდები,
მარტო, ობობა აღმოვჩნდი ქსელში,
უჩემოდ მაინც არ დაობდები,
უდაბნოს არ გაცვლი, ბალიშში, სველში...

მიყვარს მე საუკუნის კოხტა წამ-წამი,
შენში მე და ყველა წამწამი...

ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
12.06.11

Wednesday, June 8, 2011

მე - შენ


ჩიტს - ცა,
გუშაგს -ცვლა...
თევზს - წყალი,
ცეცხლს - ალი...
მიწას - ბალახი,
აგურს - ტალახი...
თაფლი დათვს,
ერთი - ათს...
ქუჩას - ქალაქი,
მაკრატელს - დალაქი...
მელექსეს - მუზა,
კაპიტანს - ღუზა...
დილას - ცვარი,
მწყემს - ცვხარი...
მთას - სიმაღლე,
ბავშვს - სილაღე...
ძაღლს - ყეფა,
მარწყვს - კრეფა....
სხვას - მშვენ,
მე - შენ...


ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
9.06.11



სანამ მცალეს...


მამარცვალეს, აღარ აკლეს,
მანაცვალეს აგარაკებს...

რატომ ვეტრფი ტყემლის კომპოტს,
მანაცვალეს როცა კომფორტს...

სიტყვას ვირგებ მონდომებით საზომ-საჭრელს,
მანაცვალეს ოთხბორბალს და ერთსაც საჭეს...

არ გადავცლი გრძნობას ცენტში,
მანაცვალეს ბინას ცენტრში...

მანაცვალეს მდიდრულ საცვალს,
მწვადს ტაფაზე ვინც რო აცვამს...

მანაცვალეს კიდევ ბევრებს,
არ დავუწყებ ქექვას მდევრებს...

ათამაშებს ნამი ცვარებს,
გავდიდები სანამ მცალეს...

ლიპარა (გიორგი ლიპარიშილი)
9.06.11



Monday, June 6, 2011

მინდა და...













გადიდებული თვალით დავდივარ -
გამგლისმუხლებულ ფეხით,

გამეძებრებულ ყნოსვით;

სიყვარულამდე მოსვლით...


გრძნობადამტკბარი სმენით,

დაუხატავი ენით...


კაცი და ბუნება ტოვებს ერთ ფერს საოცარს,

რა მადლი ქონია აქ ყველა საოლოცავს...

შეყვარებული დავაბიჯებ მიწას და ზეცას,

სვანეთის ძალა მინდა და მეცვას...


ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)

6.06.11

Friday, June 3, 2011

საავანეთი

დღეს მე ვიხილე გასაოცარი საავანეთი,
რა ლამაზია ეს დალოცვილი სვააანეთი...

ლიპარა
(გიორგი ლიპარიშვილი)
4.06.11