კიდევ ვის გაუხარდება?!
ორიოდე დღის წინ ჩვენ დავინახეთ ბედნიერება. დათომ პირველი ხელფასი აიღო. პირველი მოლოცვებიც ბედნიერმა შეაგროვა. გულწრფელი სიხარული გრძელდება. პირველი ხელფასის პირველი ნაბიჯები. ჯერ იყო პირადი ნივთების ყიდვა; მერე ტორტი მეგობრებისთვის; საჩუქარი დედისთვის, ყვავილები ქალბატონებისთვის, ტაქსით მგზავრობა...
იყო სიხარულის ყველასთვის განაწილების სურვილი. უნდოდა ყველასთვის ეთქვა რაც უხაროდა. მთავარი კითხვა -
კიდევ ვის გაუხარდება?!
ეს დათო კალანდაძეა ხელი ხელს საოჯახო ტიპის სახლში ცხოვრობს, დამოუკიდებლობასთან მეგობრობს და ახლა ახალი წლის მასპინძლობისთვის ემზადება
ჩვენ ვნახეთ ბედნიერება
ვის გახსოვთ პირველი ხელფასი? პირველი აღფრთოვანება? პირველი სიხარული? საჩუქრების პირველი ჩამონათვალი? როცა ყველაფრის ყიდვა გინდა. თან ვერ იგებ საერთოდ რა იყიდო. მაგრამ ბედნიერი ხარ. ბედნიერი, რომ შენს ცხოვრებაში რაღაც პირველად მოხდა. და ეს რაღაც კარგია, ძალიან კარგი.
დღეს დათომ პირველი ხელფასი აიღო. ჯერ პენსიას ეძახდა. მაგრამ მერე ხელფასი ხელფასად მიიღო, თავისი შრომის ჯამაგირად.
პირველი ემოცია: "უუფ ამოვისუნთქე", ყველასთვის უნდოდა ეთქვა, ყველასთვის დაერეკა. ჰოდა აი, ახლა ყველას გეუბნებით
დათო ეზო • ezo -ს ეზოს აწკრიალებს
დღეს კი ჩვენ ბედნიერება ვნახეთ
ეს დათო კალანდაძეა ხელი ხელს საოჯახო ტიპის სახლში ცხოვრობს და დამოუკიდებლობასთან მეგობრობს
#ხელიხელს
#ეზო
#HandinHand
#Community4all
#ezo

ეს არის სამოქალაქო პასუხისმგებლობა
ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების (შშმპ) უფლებებს “თვითნებურად” იცავს.
მან 3 წლის წინ ეტლიანი ადამიანის გამოსახულებით სამკერდე ნიშანი დაამზადა, რომელსაც გულით ატარებს.
მძღოლებს, რომლებიც ეტლით მოსარგებლის ავტოსადგომზე მანქანას აჩერებენ, შშმ პირების უფლებებს უხსნის, თავს მათ დამცველად აცნობს და მანქანის გადაყენებას თხოვს. ურჩი მძღოლებისთვის “სითი პარკში” რეკავს.
საზოგადოების წევრებზე ზრუნვა გადამდები აღმოჩნდა. რამდენიმე ადამიანმა ფოტოგრაფს სამკერდე ნიშანი თხოვა. ქალაქში ეტლით მოსარგებლეთა უფლებების დაცვა სხვებმაც აქტიურად დაიწყეს.
ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების (შშმპ) უფლებებს “თვითნებურად” იცავს -
- ეს არის სამოქალაქო პასუხისმგებლობა
პატივისა და გულისცემით,
გიორგი ლიპარიშვილი
"ხელი ხელს"
ხელი გულიდან იწყება
რამდენიმე დღის წინ ნიკ ვუჩიჩმა თავისი Facebook-ის გვერდზე ოჯახური ფოტოები
გამოაქვეყნა. ფოტოებს 3 მილიონზე მეტი მოწონება და 300 000-ზე მეტი გაზიარება აქვს.
ადამიანებს ფოტოს გარდა, მისი უსაზღვრო მოტივაცია მოწონთ.
32 წლის ავსტრალიელი ნიკ ვუჩიჩი კიდურების გარეშე დაიბადა. მისთვის ბევრჯერ უკითხავთ, როგორ შეუძლია გაიღიმოს ხელებისა და ფეხების გარეშე. მაგრამ
ნიკი მოტივაციის ტრენერია. მუშაობს ორგანიზაციაში “ცხოვრება კიდურების გარეშე”. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში ატარებს ტრეინინგებს, დაწერილი აქვს რამდენიმე წიგნი (“ცხოვრება შეზღუდვების გარეშე”, “შეუჩერებელი”, “დავდგეთ ძლიერად”, “უსაზღვრო”, სიყვარული შეზღუდვების გარეშე”), რომლებიც ბესტსელერად იქცა. “
ნიკი უკე მეორე შვილს ელოდება. ის ოჯახთან ერთად ფეხების გარეშეც სეირნობს და მათ ხელების გარშეც ეხუტება.
ხელი გულიდან იწყება.

"მშიშრები საერთოდ არ ცხოვრობენ"
“დისლექსია (კითხვის, მეტყველების. სწავლის უნარის დაქვეითება) მჭირდა, მეცადინეობის უნარი არ მქონდა. IQ ტესტსაც ნამდვილად ჩავაფლავებდი. ეს ერთ–ერთი იმ მიზეზთაგანი იყო, რატომაც მივატოვე სკოლა 15 წლის ასაკში. და თუ თუკი, რაიმე არ მაინტერესებს, ვერ ვიგებ. იმის გამო რომ დისლექსია მჭირს, ხშირად უხერხულ სიტუაციებშიც ვვარდები. მაგალითად,
მე კერძლო კომპანიების უმსხვილეს ჯგუფს ვმართავ ევროპაში, მაგრამ ხშირად განსხვავებას ვერ ვხედავ წმინდა მოგებასა და მთლიან მოგებას შორის"
რიჩარდის დედა დიაგნოზს არ შეუშინებია. ივეტ ფლინდტმა დაავადებას ომი გამოუცხადა. ის ცხოვრებასთან ბრძოლაში გამოცდილი იყო. მაშინ როცა ავიაციაში ქალი პილოტის არსებობაზე ოცნებასაც ვერ ბედავდნენ, კაცის სამოსში გამოწყობილმა მიზანს მიაღწია. მოგვიანებით კი, საერთაშორისო ავიახაზებზე ბორტგამცილებლად ისე დაიწყო მუშაობა, რომ არც უცხო ენები იცოდა და არც შესაბამისი სამედიცინო განათლება ჰქონდა. გათხოვებისა და შვილის გაჩენის შემდეგ ფრენას დაემშვიდობა. მაგრამ მოგვიანებით რიჩარდი, მისივე დიდი მონდომებით, სიამაყის გრძნობის გაღვიძებით... “გაფრინდა.”
რიჩარდს დედა ბრძოლას აჩვევდა და გამოცდებს უწყობდა. დაახლ. 4 წლის რიჩარდი დედამ სახლიდან რამდენიმე მილის მოშორებით დატოვა და უთხრა: “შინ გაიქეცი პატარავ და მამა მოძებნე”. ბიჭუნამ საკუთარ სახლს შეღამებისას მიაგნო.
დედისგან მეორე დიდი გამოცდა 11 წლისამ მიიღო. ივეტმა შვილი დილით ადრე გააღვიძა, საგზალი ჩაუწყო (წყალი თვითონ უნდა ეშოვა) და 50 მილით დაშორებულ ქალაქში ნათესავებთან ველოსიპედით გაუშვა. დავალების შესრულების შემდეგ რიჩარდი სახლში საშინლად ამაყი და დაღლილი დაბრუნდა. დედამ გაუღიმა და უთხრა: ყოჩაღ რიკი, ხომ კარგად იმხიარულე? ახლა გაიქეცი მღვდელთან, შეშა დაუჩეხე. შევპირდი რიკი წუთიწუთზე გამოჩნდებათქო.
დედას სულ ჯეროდა რომ მისი ბიჭუნა ყველა პრობლემას გაუმკლავდებოდა და ამისთვის ყველაფერს აკეთებდა.
რიჩარდი ერთერთ თავის ბიოგრაფიულ წიგნში წერს:
“ადრეული ბავშობიდანვე დედაჩემის მიერ ჩატარებულმა მსგავსმა გაკვეთილებმა მაქცია დამოუკიდებელ ადამიანად, დამოუკიდებელი ფიქრი და საქმის საკუთარი ხელით კეთება მასწავლა. სხვა მშობლებიც ჩემსას რომ ჰგვანებოდნენ, ეგებ, ყველანი ენერგიული ადამიანები გავმხდარიყავით.”
თავდაპირველად ნაძვის ხეებსა და თუთიყუშებს ყიდდა, შემდეგ გამოცემდა საუნივერსიტეტო ჟურნალს “სტუდენტი”, სადაც სტატიები ჯონ ლენონს და მიკ ჯაგერსაც კი დააწერინა. 20 წლის ასაკში 1970 წელს შექმნა საავაიაციო კომპანია „Virgin“ (ქალწული). მის მეგობრებს ეს სახელი სასაცილოდაც არ ყოფნიდათ. მაგრამ დიდი ბიზნესის “ქალწულმა” თავის კომპანიის სახელის უბიწოებით დიდი გამოცდილება, ნდობა და მილიარდები მოიპოვა. თავის ბიზნესიმპერიაში 500-მდე ბიზნესმიმართულებას ხელმძღვანელობს.
რიჩარდს ძალიან უყვარს სწავლა, არის ცნობისმოყვარე და უშიშარი. “ცხოვრებას ისე ვუყურებ, როგორც ხანგრძლივ სასწავლო პროცესს”.
სისწრაფის რეკორდების არაერთგზის მცდელობით გამორჩეული, ოკეანეს საჰაერო ბურთით გადამფრენი, - ამერიკელი ბიზნესმაგნატი, მეწარმე, შოუმენი, ბიზნესტრენერი, მწერალი რიჩარდ ბრენსონი წარმატებას გამბედაობას მიაწერს:
„გამბედავი ადამიანები სამუდამოდ არ ცხოვრობენ, თუმცა, მშიშრები საერთოდ არ ცხოვრობენ.“

ლეგენდარული სტივ უანდერის მოტივაცია
რამდენიმე წლის წინ, ნიუორკში მცხოვრებ სტივ მორისს, მასწავლებელმა სასკოლო ოთახში თაგვის დაჭერაში დახმარება თხოვა. მან აღიარა ბავშვში ბუნებრივი ნიჭის არსებობა, რომელსაც კლასში სხვა არავინ ფლობდა. მას იშვიათი მახვილი სმენა ქონდა, რომელიც სუსტ მხედველობას უკომპენსირებდა.
მაშინ პირველად, ღირსეულად შეფასდა სტივის არაჩვეულებრივი სმენა. რამდენიმე წლის შემდეგ მორისი იხსენებდა,
რომ სწორედ ეს შემთხვევა დაეხმარა მას ახალი ცხოვრების დაწყებაში. სტივ მორისმა თავისი ტალანტი განავითარა და სრულყო. ის 70-იანი წლებიდან ერთერთი ყველაზე ცნობილი მომღერალი, კომპოზიტორი და პროდუსერია. უკრავს ფორტეპიანოზე, სინთეზატორზე, ჰარმონიკაზე, კონგაზე, დასარტყამ ინსტრუმენტებზე, ბასგიტარაზე.

1984 წ. ოსკარი მიიღო ფილმის საუნდტრეკისთვის "ქალი წითელში" - I Just Called To Say I Love You
სტივ მორისის სცენური ფსევდონიმი სტივ უანდერია.
პატივისა და გულისცემით,
გიორგი ლიპარიშვილი
გიორგი ლიპარიშვილი
დღეს მე სიმაღლეში გავიზარდე
დღეს მე სიმაღლეში გავიზარდე - მამაჩემს უყვარდა მსგავსი გამოთქმა, როცა რამეს კარგს ნახავდა და გაიგონებდა.
არნახული და გაუგონარი რამ ვნახე. ვნახე ადამიანები, რომლებიც სიყვარულისა და სითბოს გადამტანები, გამავრცელებლები, "მისიონერები" არიან.
გურჯანში შშმ პირებს ვესტუმრეთ, რომლებიც საოჯახო ტიპის სახლებში პატარ-პატარა ოჯახებად ცხოვრობენ. ორგანიზაციამ, "ხელი ხელს", დიდი შრომა, როგორც ჩანს დიდ სიყვარულად აქცია.
თამრო - უკვე მუშაობს, ყოველ სამუშაო დღეს 6 სთ-ზე დგება და 10სთ-ზე უკვე სახლშია. სამუშაოსაც ასწრებს, ვარჯიშსაც და სახლის საქმეებსაც. რაც მთავარია - ძალიან ბევრ ჩახუტებასაც.
ვალოდია - იუმორისა და ადამიანების მეგობარია. გურჯაანში უკვე ბევრი იცნობს, ეზოებს ზედმეტი ბალახებისგან (ხანდახან მწვანილსგანაც) ასუფთავებს და ცოტა ფულსაც ინახავს. რამდენიმე დღის წინ, უბნის ბიჭებმა ჭიქა არაყზე დაპატიჟეს, ვალოდიამ ერთერთი იცნო, მივიდა და უთხრა: ილია შენა ხარ?! გუშინ დედაშენმა მაგრად მასიამოვნა... (პაუზა)
გემრიელი ყავა დამალევინა...
გიორგი - 2 წინ ხმასაც არ იღებდა, ყველას ეგონა რომ ლაპარაკი არ შეეძლო, დღეს ლაპარაკობს და მღერის კიდევაც.
სახლებში ცხოვრობენ და ფუსფუსებენ, დიმა, თემო, ცოლ-ქმარი გოჩა და ნათია, კოსტა და ირინა და სხვები. მათ აქვთ პრობლემებიც, მაგრამ ნელ-ნელა დამოუკიდებლბას ეჩვევიან. სწავლობენ ცხოვრებასთან ბრძოლას. თავსაც უვლიან და სტუმრებსაც ათბობ-ავსებენ.
დღეს იმაზე ბევრი სითბო მივიღე ვიდრე მზე ასხივებს.
მამაჩემს უყვარდა მსგავსი გამოთქმა, როცა რამეს კარგს ნახავდა და გაიგონებდა -
დღეს მე სიმაღლეში გავიზარდე
პატივისა და გულისცემით,
გიორგი ლიპარიშვილი
12.07.15
No comments:
Post a Comment