მეძებარი

Saturday, September 10, 2011

309 თვის და 28 დღის ვარ...


309 თვის და 28 დღის ვარ. ამდენის ჯერ არ ვყოფილვარ. კიდევ რამდენი თვე მაქვს მისათვლელი?! რა თქმა უნდა, არ ვიცი. ჯობია უკანმოტოვებულ დროს შევავლო თვალი. რაში გავიხარჯე 31-მდე ათეული თვე? რა გავაკეთე ყველაზე მეტი? რა მითქვამს ან დამიწერ-ჩამიდენია?..
რამდენიმე ათეულ ლექსს ითვლის ჩემი აწმყო-წარსული, იშვი ათ სიყვარულს, სამათეულზე მეტ სამუშაო ადგილს, თითებზე ჩამოსათვლელ მძიმე სიკვდილებს, ბევრ მეგობარს... ყველაზე დიდი შენაძენი ამ ჩემი მითვლილი თვეების მანძილზე მეგობერბია. მათთან ურთიერთობა - წინსვლის გზა. სიყვარულით მოსავსო საგულე - ლექსად წერის დაუცხრომელი სურვილი.
დღესაც შემომელექსა. ალბათ გავახარე ვინმე-ები...
ლექსი, ჩემი გათელილი თვეების 1 გამართლებაა. მინდა მიხარ-მიმრავლ-მიძლიერდეს ადამიანები და ნალექსარები...
მალე ჩემი წელთაღრიცხვის ახალი თვე დაიწყება. მანამდე კი, ჯერ კიდევ 309 თვისა და 28 დღის ვარ...

იპარა (გიორგი ალიპარიშვილი)

08.09.11

სამყაროს ძვრაა...

მისგან აღმეძრა ლექსების მადა
და ვიღებ მისგან ბევრ კარგ მაგალითს,
შემოგეწონათ, მითხარით მადამ,
ეხლა მე მასზე ვჯღაბნი მაგარ რითმს...

ვადარე - ჩემს ბორბალს, ძრავას და საჭეს,
ის, განუყოფელს, ჩემი ცხოვრების,
ჩემმა რითმებმა ცოტა დასაჯეს,
მთავარი გმირი ჩემი ცხონების...

მასზე პირველად ვიწყებ ლექსის თქმას,
ჩვენი ბავშვობა ერთად დავზარდეთ,
ხან ვთამაშობდით, ვწვდებოდით ხან თმას,
ხან კი ვამბობდით: დროა დავზავდეთ...

მახსოვს, ისმენდა დედისგან ტუქსვებს,
მას არ უყვარდა ამ დროს გაქცევა,
არ აკეთებდა არასდროს
მუქ სვლებს
და არ უყვარდა როზგვით წაქცევა...

ერთად ვარწიეთ აკვანი დისთვის,
სულ სიყვარული გვედგა თვალებში,
ღამე ვათეთრეთ ახალი დღისთვის,
გამოვიბრძმედეთ გრძნობის ალებში...

ჩემზე მეტს ითვლის, წელს და ნახევარს,
ჩვენ ბევრს ვეგონეთ ტყუპისცალები,
ჩემს დასაცავად, არ დაიზარებს ცხვირის გახევას,
ერთად ვიცინეთ, ვღვარეთ უპის ცვარები...

მახსოვს მე მისი მუშტების ომი
და გადარევა დაღუპვით მამის...
პურად აქცია მან ბევრჯერ ცომი,
გახარჯვა იყო ოჯახის წამის...

გახდა სტუდენტი, ტრადიციულად ის არის კოხტა,
ერთგულება სდევს ძმაკაცებს შორის,
თითქოს წარსული მასში გადმოხტა,
მომავალი აქვს გულდადგულ შრომის...

დღეს მას ყავს შვილი - სიცოცხლის სახე,
ვიზეც გიამბობთ, ის ჩემი ძმაა,
მე ჩემი აზრი რითმებად ვსახე
და სიყვარული - სამყაროს ძვრაა...



ლიპარა (გიორგი ლიპარიშილი)
8.09.11

გააცინებას... : )

მერე დავიწყებ გააცინებას,
რომ დავუძვრები გააციებას...

ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
7.09.11

ამა-ხმა-ურა...

ამა-ხმა-ურა...

საიდან გაჩნდა უხმო აურა,
მე რომ უჩუმრად ამახმაურა?!


ლიპარა (გიორგი ალიპარიშვილი)
7.09.11

ცხოვრების გემო...

თუ ფერებმა დაკარგეს სმენა,
თუ ბგერებმა დაკარგეს მზერა,
თუ თვალებმა დაკარგეს ენა,
თუ ყურებმა იყნოსეს ვერა...

თუ წამერთმევი სუნო და გემო,
მაინც მოგაგნებ ცხოვრების გემო...

ლიპარა (გიორგი ლიპარიშილი)
3.09.11

დიდმადლის ტრაქტატს...

ურთიერთობებს დაგვი, გინდება -
ოჯახის შექმნა, დაგვირგვინდება -
სიყვარული, გულთა ვერთმობა,
ჯვარისწერა - საიდუმლო - ერთობა...

ამ დღეს ისავსებს სხეული ძალით,
თვალებში დგება მზის სხივთა კონა,
გამთლიანდება რბილით და ძვალით
გული, რომელიც გულს დაეკონა...

ცაზე ვარსკვლავნიც იწყებენ ქეიფს,
წყალში თევზებმაც დაიწყეს შესმა,
აღებდნენ მაშინ თქვენი დღის სეიფს,
მექორწილეთა ხმა, როცა ესმათ...

მერე ფრინველთაც გალობით გლოცეს,
და ცხოველებმაც ბანი აუბეს,
გული ხედავდა ამ ლამაზ პროცესს,
გონება ხვდება ამ ჩემს ნაუბრებს...

ჩემი დრო დგება, ვიმარჯვებ სასმისს,
ვიწყებ გულღიად ტიკტიკს თუ ტაკტაკს,
დღე არის თქვენი გულ-და-ხელდასმის,
გილოცავთ ორივეს დიდმადლის ტრაქტატს...


ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
28.08.11
ნინო და კახას ჯვრისწერას