მეძებარი

Sunday, September 30, 2012

მეზიზღება...

მეზიზღება პოლიცია, მეზიზღება წითელი, მეზიზრება ვარდი, მეზიზღება ცოცხი, მეზიზღება გონებითბრმები, მეზიზღება სიჩუმე,  მეზიზრება სიცრუე, მეზიზღება ნაციონალი, მეზიზღება პოლიტიკა, მეზიზღება ძალით "ხუთოსნები", მეზიზღება მეტრაკეები, მეზიზღება ზიზღიც და ახლა საკუთარი თავიც მეზიზღება ამდენ ზიზღში რომ ვცხოვრობ...

Thursday, September 20, 2012

ცოცხი აღარ გვის




ქვეყანაში, სადაც ცოცხი აღარ გვის,
ქვეყანაში, სადაც დედა ცრემლებს ღვრის,

ქვეყანაში, სადაც ძალადობა ყვავის,
ქვეყანაში, სადაც ჩხავილია ყვავის.

ქვეყანაში, სადაც აყვავილეს შიში,
ქვეყანაში, სადაც გვაფურთხებენ პირში.

ქვეყანაში, სადაც პატიმრების პატივს,
ქვეყანაში, სადაც უწოდებენ მარტივს.

ქვეყანაში, სადაც ღირსებების თავზე,
ქვეყანაში, სადაც გვაფარებენ თვალზე.

ქვეყანაში, სადაც კანონს ფეხქვეშ თელენ,
ქვეყანაში, სადაც ღამე მშვიდად თვლემენ.

ქვეყანაში, სადაც ნაძირლები მეფობს,
ქვეყნაში, სადაც ბოროტება შეფობს.

ქვეყანაში, სადაც დედა აგვიტირეს,
ქვეყანაში, სადაც ყველა დაგვიჭირეს.

ქვეყანაში, სადაც ნამუსები გვხადეს,
ქვეყანაში, სადაც სისხლი გამოგვხადეს.

ქვეყანაში, სადაც სიძულვილი თესეს,
ქვეყანაში, სადაც ყველაფერი გესლეს.

ქვეყანაში, სადაც გააჩინეს ცოფი,
ქვეყანაში, სადაც აგუგუნეს თოფი.

ქვეყანაში, სადაც ამოძვრებათ სული,
ქვეყანაში, სადაც ქაოსია სრული.

ქვეყანაში, სადაც ნამუსი დგას ფეხზე,
ქვეყანაში, სადაც ღირსებაა > მეხზე.

ქვეყანაში, სადაც სამართალი დგება,
ქვეყანაა ჩვენი, ფეხზე წამოდგება.

ქვეყანაში, სადაც ცოცხი აღარ გვის,
ქვეყანაში, სადაც დედა ცრემლებს ღვრის.


გიორგი ლიპარიშვილი 
20.09.12

Wednesday, September 19, 2012

პატიმრების ღირსებაა ჩახდილი

პატიმრების ღირსებაა ჩახდილი,
ქვეყანაში ქაოსია სრული,
ხელისუფალთ სირაქლემა იზიდავთ,
ეკარებათ თვალზე აღარ რული.

ადამიანს გვაფურთხებენ სისხლში,
2 სითხე არ ერევა მყისვე,
ჩვენ ჩვენს ნამუსს არ დავაგდებთ ნისლში,
წამოდგება საქართველო ისევ.

ბევრი ტყუილს ახლაც ხმარობს ფარად,
უნდა ამით დაიძვრინოს თავი,
სულ სიყალბე არ იქნება მარად,
მგელი ხდება, გალახული კრავი.

პატიმართა ოჯახების ცრემლი,
სიმწრისაგან მოვარდნილი ტალღა,
არ შერჩება დამნაშავეს ცოცხი,
ერი დგება თავის თავზე მაღლა.

ვისაცა აქვს კვლავ შიში და კრძალვა,
და ჩუმდება სამსახურის ნაცვლად,
ხელს შეუწყობს ღირსებების კრძალვას,
და იქცევა აყროლებულ საცვლად.

ღირსებისთვის რომ ჩავდეგებით ცეცხლში,
დავიწვებით ჩვენ გმიების დარად,
იუდებს კი გადავადნობთ ვერცხლში,
ნამუსი გვაქვს სახელად და გვარად...

ხელისუფალთ სირაქლემა იზიდავთ,
ეკარებათ თვალზე აღარ რული.
პატიმრების ღირსებაა ჩახდილი,
ქვეყანაში ქაოსია სრული...

გიორგი ლიპარიშვილი
19.09.12