მეძებარი

Saturday, June 11, 2011

მისთვის...


მისთვის -
ლექსები დავაფრთიანე,
გაფრინდა უფრთოდ,
გრძნობები დავამთიანე,
მწვერვალობს უფრო...

რისთვის -
ვაქციე ჩემად?!
ქედი ვიხარე,
მექცა ჩვევად,
სიტყვა ვიხმარე...

კისთვის -
„დღე“ იქცა არსად,
როცა დამიდო ფეხი,
გამოჩნდება კი არსად?!
საქმით დამადო კეხი...

ხისთვის -
გრძნობა მეტია ქერქში,
შენს გულში ბუჩქი ხარობს,
ქვები მღერიან თერგში,
ჭიები ტვინსაც ხმარობს...

მისთვის -
გავაბი აზრთა აბდაუბდები,
მარტო, ობობა აღმოვჩნდი ქსელში,
უჩემოდ მაინც არ დაობდები,
უდაბნოს არ გაცვლი, ბალიშში, სველში...

მიყვარს მე საუკუნის კოხტა წამ-წამი,
შენში მე და ყველა წამწამი...

ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
12.06.11

No comments:

Post a Comment