მეძებარი

Thursday, March 29, 2012

გამო-ქარ-გული ემოცია..


გულმა რა იცის სიყვარული ან რა ხილია,
ან საიდუმლო რამდენჯერმე განამხილია..
ამ ფეთქოვანმა, წითურმა ბუშტმა,
300-მა გრამმა, პატარა მუშტმა..

მკერდს მიმალულა, შიშით ცახცახებს,
და როცა უნდა, მას ხელს ცაც ახლებს..
ამოხტომა სურს, ყელში ბურთდება,
ვარჯიშს აგრძელებს, უფრო კუნთდება..

გულის ჯიბეში ზოგს უდევს ქვა,
გულისნადები მოლექსომ თქვა -
მე მიყვარს გულის, გონის უჯრებით,
ის, მოწერტილო ყველა უჯრედით..

მაინც, მე გრძნობა ღრმად გულში ვთესე,
სისხლს გისასუქებ მე მრავალ თვესვე..

ჰო, ემოცია აქ მაქვს დარ-გული,
სამკერდე ნიშნად გამო-ქარ-გული..


გიორგი ლიპარიშვილი (ლიპარა)
30.03.12





No comments:

Post a Comment