მეძებარი

Friday, June 29, 2012

მირჩევნიხარ



ბაჩო (ბალუ) თეთრუაშვილს

მირჩევნიხარ:

1000 ხინკალს,
100 კათხა ლუდს,
10 ქვევრ ღვინოს,
7 ფუთ მარილს,
ტონა წყაროს,
კილო ღიმილს,
ბევრ წელიწადს,
მრავალ საქმეს,
გრძელ შარაგზას,
მთის ყვავილებს,
ტყის ბინადართ,
კაცს და ქალებს,
ცას და მიწას..

ვწერ ხალისით, არა ძალუმ,
გადიდკაცდა ჩემი ბალუ..

ამერიკას მიჩვევიხარ,
ქართველი ხარ,
მთელ მსოფლიოს
მირჩევნიხარ..

გიორგი ლიპარიშვილი
29.06.12



Tuesday, June 26, 2012

გულის სამეფო

სოფო კაჯილაშვილს

ჩემი დრო დადგა, ჩემი გზა მიდის,
ჩემი ვიპოვე გულის სამეფო,
ვერ მომერევა აწი ვერარა,
ნეხვში ყელამდე თუნდაც ჩავეფლო..

საუკუნმზომმა დაიწყო ათვლა..
მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ
მართლა..

გიორგი ლიპარიშვილი
27.06.12