მეძებარი

Monday, December 13, 2010

მე როცა მიყვარს...


მე როცა მიყვარს, მაშინ დავდივარ მხრებში გაშლილი,
მე როცა მიყვარს, სულაც არავარ ნერვებაშლილი...

მე როცა მიყვარს, მაშინ ღიმილი სახეზე მაზის
მოტრფიალე ვარ გრძნობების ბაზის...

მე როცა მიყვარს, მაშინ სამყაროს სხვა ფერი უჩანს,
მე როცა მიყვარს, მაშინ მსუბუქად დავაბიჯებ მთასა და ქუჩას...

მე როცა მიყვარს თვალები მიგავს ციცინათელას,
ვიცი არ ვიწყებ ფეხქვეშ გათელვას...

მე როცა მიყვარს საგულე მაშინ წინსვლისკენ მიწევს,
მე როცა მიყვარს მაშინ ცხოვრება ბრძოლაში მიწვევს...

მე როცა მიყვარს, სახე მეწვერება,
მე როცა მიყვარს, ლექსი მეწერება...

მე როცა მიყვარს გრძნობის ვსვამ ყანწებს
და ეს გრძნობები მწვერვალზე ამწევს...

განა მაგრამ და, განა ხოლომდე,
მე როცა მიყვარს მიყვარს ბოლომდე!..
ლიპარა (გიორგი ლიპარიშილი)
14.12.10


THURSDAY, DECEMBER 9, 2010

და იწერება ლექსი ფრაზებად...


და იწერება ლექსი ფრაზებად.
სიტყვა დინდება მაღალ ფაზებად!..
ლექსით ჩაგაცვი, ლექსით გაგხადე,
ლექსით დაგწერე, ლექსით დაგხატე!..

ხარ დამჯერე და ხანაც თავნება,
ვიმჭერმეტყველე, ენა დამება...
ეჭვები გულზე შემომახვიე,
ბეჭებზე კანი შემომახიე!..

ვნება გავშალეთ მერე კარავად,
გრძნობის ვიქეცით ორივე მპარავად…
გრძნობა დინდება მაღალ ფაზებად
და იწერება ლექსი ფრაზებად!..

ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)

WEDNESDAY, DECEMBER 8, 2010

ცეცხლის ენებით...

დღეს ვნახე ნინა,
დღე - ხვალე და წინა...

ვერ გავუცვალე ხედვით ხედვები,
ვიცი არასდროს გადავმღერდები...

თვალი თუ ქონდა ნეტავ უფერო,
შენ ჩემო თავო, ხო არ უფრენო...

გულით სხარტია,
ქორფა გენებით,
თან მთლად მ-არტია,
ცეცხლის ენებით...

ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
9.12.10

No comments:

Post a Comment