მეძებარი

Sunday, February 26, 2012

მიყვარს შენი..




მიყვარს,
წელს, 366 ღამ-ღამით,
ბევრი წუთით,
თვალის უთვალავი ხამხამით..

მიყვარს,
ცივია წყალი, ჭა მით,
შენ -
ყოველ სმა-ჭამით..

მიყვარს,
ხიბლი შენი ზომის,
გამარჯვება,
მარჯვე ომის..

მიყვარს,
გოგოს შეგონება,
მტერს
მოყვარე ეგონება..

მიყვარს,
შენი საქართველო,
მეც რომ,
უნდა გავამთელო..

მიყვარს,
გულის ფრიალები,
ღვინით
სავსე ფიალები..

მიყვარს,
ყველგან, აქ მე,
გამახსენდა,
თამაში და საქმე..

მიყვარს,
შენი გაჩენა,
ნალექსარმაც
მაჩვენა..

ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
27.02.12



გიორგი მაზნიაშვილი / giorgi mazniashvili

Friday, February 10, 2012

მე მინდა შენთვის ლექსები ვაცხო

მე მინდა შენთვის ლექსები ვაცხო,
შენი ფერები თეთრ ტილოს ვაცხო..

მე მინდა შენთვის განცდის გამოცდა,
გრძნობა გონებას წამით გამოცდა..

მე მინდა შუქი, შენთვის ვირთვები,
სამკაულადაც შენთვის ვირთვები..

იცი რა არის წყალი, მზე – რაც,
მე შენთვის მინდა ნალექსრის მზერაც.

შენი ფერები თეთრ ტილოს ვაცხო,
მე მინდა შენთვის ლექსები ვაცხო.


ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
10.02.12

Tuesday, February 7, 2012

მარი მაჩაიძის დასახმარებლად..


24 წლის მარი (მარიამ) მაჩაიძე ავტოსაგზაო შემთხვევის გამო 1 თვეზე მეტია იმყოფება უგონო მდგომარეობაში "Emergency"-ის რეანიმაციულ განყოფილეაში, ესაჭიროება სასწრაფოდ ფინანსური დახმარება, ამიტომაც მოგმართავთ თხოვნით, შესაძლებლობის ფარგლებში გაუწიოთ მარის და მის ოჯახს დახმარება ,რისთვისაც წინასწარ გიხდით მადლობას.
ანგარიშის დასახელება: ANI MACHAIDZE, ანგარიშის ნომერი: GE76LBO711136604181000. ვალუტა: GEL, USD, EUR. ბანკის კოდი: LBRTGE22.. გთხოვთ გააზიაროთ.. GEL- გადარიცხვის შემთხვევაში ქართულად აკრიფეთ ანი მაჩაიძე, USD, EUR ინგლისურად.წინასწარ გიხდით მადლობას. გადარიცხვა ხდება ლიბერთი ბანკში..

Friday, February 3, 2012

იუმორესკა..

როცა რითმები დაიწყებს წანწალს,
მე მოვიქექავ გდაღლილ წამწამს..

ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
3.02.12

ქარის წისქვილებს..

ქარის წისქვილებს აღარ გავს წლები,
აკვანში უკვე მე ვეღარ ვწვები..

ლიპარა (გიორგი ლიპარიშილი)
3.02.12

ვაჟა-ფშაველას სახლმუზეუმი