მეძებარი

Friday, February 10, 2012

მე მინდა შენთვის ლექსები ვაცხო

მე მინდა შენთვის ლექსები ვაცხო,
შენი ფერები თეთრ ტილოს ვაცხო..

მე მინდა შენთვის განცდის გამოცდა,
გრძნობა გონებას წამით გამოცდა..

მე მინდა შუქი, შენთვის ვირთვები,
სამკაულადაც შენთვის ვირთვები..

იცი რა არის წყალი, მზე – რაც,
მე შენთვის მინდა ნალექსრის მზერაც.

შენი ფერები თეთრ ტილოს ვაცხო,
მე მინდა შენთვის ლექსები ვაცხო.


ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
10.02.12

No comments:

Post a Comment