მეძებარი

Sunday, February 26, 2012

მიყვარს შენი..




მიყვარს,
წელს, 366 ღამ-ღამით,
ბევრი წუთით,
თვალის უთვალავი ხამხამით..

მიყვარს,
ცივია წყალი, ჭა მით,
შენ -
ყოველ სმა-ჭამით..

მიყვარს,
ხიბლი შენი ზომის,
გამარჯვება,
მარჯვე ომის..

მიყვარს,
გოგოს შეგონება,
მტერს
მოყვარე ეგონება..

მიყვარს,
შენი საქართველო,
მეც რომ,
უნდა გავამთელო..

მიყვარს,
გულის ფრიალები,
ღვინით
სავსე ფიალები..

მიყვარს,
ყველგან, აქ მე,
გამახსენდა,
თამაში და საქმე..

მიყვარს,
შენი გაჩენა,
ნალექსარმაც
მაჩვენა..

ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
27.02.12



No comments:

Post a Comment