მეძებარი

Wednesday, August 15, 2012

1 მაქვს, 1 სამშობლო..

უსამშობლობას რა ვუთხრა,
ორსამშობლობა ბევრია..
ზოგმა სახელი გაუთქვა,
ზოგ ერს, ერობა ერია..

ვისთვის ქვა არის მამული,
ვისთვის ოქროა, ზოდები,
ცრემლებით გადანამული,
ანდა სხვა ეპიზოდები..

ბევრმა კი იცის თავისი,
ენა, რჯული და ნაცია,
ბევრმაც არ უწყის არვისი,
გრძნობების კომბინაცია..

მაინც რა არის სამშობლო,
რა ბედენაა ასეთი?!
წინაპარია საშობო,
არ შეედრება არცერთი..

ჩვენია ჩვენი ქვეყანა,
არა თქვენი და იმათი,
მე ხომ არა ვარ მკვეხარა,
თავს სამშობლოში მივათვლი..

უსამშობლობა ძნელია,
ორსამშობლობა საზარი,
სამშობლო ძველზე ძველია,
შვილების გამონაზარი..

ჩემი სამშობლო ისაა,
სადაც თვალს ვახელ, დავხუჭავ,
ჩემი სამშობლო ძმისაა,
მე მის სიყვარულს დავმუჭავ..

1 მაქვს, 1 სამშობლო,
1 მაქვს მამულ-დედული,
ერთობით მიყვარს ძლიერად,
ბედსაც არასდროს ვემდური..

გიორგი ლიპარიშილი (ლიპარა)
15.08.12

No comments:

Post a Comment