მეძებარი

Friday, May 11, 2012

მალე წიგნსაც დაბადებს..



ლექსი გახდა ორსული,

მალე წიგნსაც დაბადებს,

სიყვარულით მოსული,

გულსაც გამინაბადებს..


ჩემი პირმშო გახდება,

წიგნი, გამათბობელი,

თაროზე არ ახტება,

გულის გამართობელი..


დაიბერტყავს ყდის ქიმზე,

გაზაფხულის მაისებს,

მათამაშებს მე, კი, მზე,

უბეს ლექსით გამივსებს..


შოკოლადის ფესტივალი,

ჩემი წიგნის ბიძაა,

თითო–თითო ნალექსარი,

მზე, წყალი და მიწაა..


ლექსი გახდა ორსული,

მალე წიგნსაც დაბადებს,

სიყვარულით მოსული,

გულსაც გამინაბადებს..


ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)

1.05.2012


No comments:

Post a Comment