ბუკნარში გახარჯული დღეების სამადლობელი
გარემოც მოჩანს კინოკადრებად,
ზოგი ხე ტყეობს, ზოგი დგას ბლანჟით,
ელვა-გრუხუნიც იქცა ავდრებად..
ამ ადგილს, მეორე გულთან ერთად ვეწვიე,
კარავი ჩავდგით ქოხად, სასახლედ,
მერე სულ კარგ საქმეს ერთად ვეწიეთ,
ცუდი გრძნობიდან გამოვასახლეთ..
ბევრი თამაში, ბოთლში წერილი,
მკერდი გრძნობისგან გამობერილი,
მიზანში სროლა, ცოტ-ცოტა რუჯი,
ზღვასთან თამაში, შავი ზღვაც ლურჯი..
აქ ყველაფერი სხვა ფერ-ელფერით,
გულის და ქვების ერთად შეფერვით..
სიმღერა - წვიმის, ჭრიჭინის, ზღვის,
ბუნების სტვენა, სიჩუმე სხვის..
ხატვა მინდოდა, მხოლოდ ქვა ვფერე,
წერა მინდოდა ვერ შევიფერე,
სანაპიროს აღწერა ჭირდა;
კაცის თვალ-გულს ჭრიდა..
ზღვა და მდინარე, ხეთა ხეობა,
ბუნების გახლდათ დიდი დღეობა..
ვიყავი ცის და, მე მიწის ტოლი,
ზღვის სიახლოვეს, მე მე და ცოლი..
14.08.12
ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
რა მაგარიააა
ReplyDelete@Veronika Wonkaმიხარია რომ მოგეწონათ..
ReplyDelete