მეძებარი

Thursday, October 18, 2012

ავტოპორტრეტს დასაბადს...

დავიბადე,
ვიშვი,
გავჩნდი, 
27 წლის მე წინათ...
გავიზარდე,
ვცოცხლობ,
დავრჩი,
მე ნოემბრის ნელ-თბილ წვიმად...

ჯერ ბავშვობა შემოვიცვი,
უდარდელი ოქროს ხანა,
მერე ქურქსაც შემოვიცვლი, 
საქმით თავი მომეფხანა...

სამსახური შემეჩვია,
ადრეული წლებიდან,
თან ვსწავლობდი ცოტა-ცოტას,
გულის წამოწყებიდან.

ჩემს ასაკზე მეტი მე,
სამუშაო ვიცვალე,
მაინც სავსე ქვევრად დავრჩი,
ვეღარ გამოვიცალე...

ახლაც 2 სამსახური,
ჩემს მხარდამხარ არიან,
კიდევ ვეძებ დანარჩენებს,
გულმა ტვინი არია.

დრო არ მყოფნის, მეცოტება,
საქმე მინდა ვამალო,
მე დღე-ღამე მეცოდება,
წამზე გადავამრავლო.

წლები მიხტის კურღელივით,
მელად მომეპარება,
ჩაიბარებს ჩემს საწუთროს,
მზე რომ მომეფარება.

მაგრამ სანამ თვალებში მაქვს,
მე სიცოცხლის განცდები,
სიყვარულით დავაბიჯებ
და რაღატომ გავცვდები?!

სანამ გულში გრძნობები მაქვს,
სანამ ენა გამიჭრის,
სადარდელი "აღარა მაქვს",
უდარდელს კი რა მიჭირს...

ჩემი დაბადებისდღე,
თავში ამებლანდება,
როცა ვარდობის თვეში,
შვილი დამებადება.

ჩემს ცხოვრებას შეუქმნის 
ხელმეორედ დასაბამს,
ველოდები თითზე თვლით,
ავტოპორტრეტს დასაბადს...

გიორგი ლიპარიშვილი (18.10.12)

Tuesday, October 9, 2012

12 წლის წინ

დაფიქრებულ ფიქრებს ვიწვევ, ასჯერ ამოოხვრებით,
მამა როგორ მომენატრა, თავის მიხრა-მოხრებით...

წელი წელთან გაიწელა, ვაგონებად მიდიან,
თითქოს მიემგზავრებიან, თან კარგი ამინდია...

ოქტომბერი იყო მაშინ, გარეთ დარი დარობდა,
ჩემი დის დაბადებისდღე სიხარულად კმაროდა...

მამის მოსვლას მოველოდით, რომ დღე გვესასწაულა,
ადამიანს ბედი რაც აქვს, ალბათ, ვერსად წაუვა.

სიხარულით სავსე გულით, პიანინოს ვართობდი,
ჩემს მოდიდო საგულესაც, სიყვარულით ვათრობდი...

მამა ჯერაც არსად ჩანდა, სამსახური ასეა,
მოლოდინი დიდდებოდა, ქუჩა ხალხით სავსეა...

ჩვენთან მოსვლას ვერვინ ბედავს, ვის აქვს ბევრი თავები,
იციან რომ, თუ იტყვიან, შევიქმნებით ავები...

ისევ, თითი კლავიშებზე ნერვიულად თამაშობს,
თითქოს გული რაღაცას გრძნობს, მერე რაღაც დამაშრობს...

წინათგრძნობა ადამიანს განა დაყვა ტყუილად,
ბოლოს ერთმა მეზობელმა, სიმართლე თქვა ტყუილად:

"მამამ ფეხი მოიტეხა, ცოტა ცუდად არის,"
ეს სიტყვები ახლაც მესმის, მოფრენილი ქარის...

მამის ნახვად გადავიქეც, მივაშურე კარებს,
მთელი ქუჩა გადაევსოთ კაცებსა და ქალებს...

დედას მუხლი მოეკეცა, გულმა იგრძნო ლოდი,
მე მამისკენ მივიწევდი, ცოტაც და, გავრბოდი...

სახლის ღობეს ვერცკი გავცდი, მამაჩემის მეგობარი შემხვდა:
"მამა უკვე აღარაა" - გული პირში შეხტა!!!


გული ამ დღეს დასუსტდა და გახდა,
ჩემი და ხომ ხუთი წლისა გახდა...


დაფიქრებულ ფიქრებს ვიწვევ, ასჯერ ამოოხვრებით,
მამა როგორ მომენატრა, თავის მიხრა-მოხრებით...


(34 წლის მამას)
გიორგი ლიპარიშვილი
9.10.12


Wednesday, October 3, 2012

დღეს გავიგე - მამა ვხდები

დღეს გავიგე -  მამა ვხდები,
ზეცის ჭერის მაღლა ვხტები.

უკვე ვიწყებ ბავშვთან თამაშს,
შევისრუტავ ზღვას და ლამანშს.

გავზღაპრდები, გავმითდები,
სიხარულად გავზვირთდები.

სახელს ვეძებ, რა დავარქვა ამ ჩემს განცდას,
მე და ცოლმა ვიწყეთ ზრუნვა, თანაც დაცდა...

ზეცის ჭერის მაღლა ვხტები,
დღეს გავიგე - მამა ვხდები...

გიორგი ლიპარიშვილი
4.09.12

Tuesday, October 2, 2012

გოდერძი ჩოხელი დღეს 58 წლის გახდა - პროტოტიპი




მე და სოფელი

ვჭიდაობთ მე და სოფელი,
ხან მე ვარ ზემოთ, ხან ისა,
მე ვარ გოდერძი ჩოხელი,
ნატეხი კლდისა სალისა.
ვიცი, დამმარხავს სოფელი,
სხივს მომფენს მცხრილსა მთვარისას,
მინც არ ვიტეხ ჩემ ზნესა,
სულს მზე მინათებს ხვალისა.

გოდერძი ჩოხელი





ფილმები