დაფიქრებულ ფიქრებს ვიწვევ, ასჯერ ამოოხვრებით,
მამა როგორ მომენატრა, თავის მიხრა-მოხრებით...
წელი წელთან გაიწელა, ვაგონებად მიდიან,
თითქოს მიემგზავრებიან, თან კარგი ამინდია...
ოქტომბერი იყო მაშინ, გარეთ დარი დარობდა,
ჩემი დის დაბადებისდღე სიხარულად კმაროდა...
მამის მოსვლას მოველოდით, რომ დღე გვესასწაულა,
ადამიანს ბედი რაც აქვს, ალბათ, ვერსად წაუვა.
სიხარულით სავსე გულით, პიანინოს ვართობდი,
ჩემს მოდიდო საგულესაც, სიყვარულით ვათრობდი...
მამა ჯერაც არსად ჩანდა, სამსახური ასეა,
მოლოდინი დიდდებოდა, ქუჩა ხალხით სავსეა...
ჩვენთან მოსვლას ვერვინ ბედავს, ვის აქვს ბევრი თავები,
იციან რომ, თუ იტყვიან, შევიქმნებით ავები...
ისევ, თითი კლავიშებზე ნერვიულად თამაშობს,
თითქოს გული რაღაცას გრძნობს, მერე რაღაც დამაშრობს...
წინათგრძნობა ადამიანს განა დაყვა ტყუილად,
ბოლოს ერთმა მეზობელმა, სიმართლე თქვა ტყუილად:
"მამამ ფეხი მოიტეხა, ცოტა ცუდად არის,"
ეს სიტყვები ახლაც მესმის, მოფრენილი ქარის...
მამის ნახვად გადავიქეც, მივაშურე კარებს,
მთელი ქუჩა გადაევსოთ კაცებსა და ქალებს...
დედას მუხლი მოეკეცა, გულმა იგრძნო ლოდი,
მე მამისკენ მივიწევდი, ცოტაც და, გავრბოდი...
სახლის ღობეს ვერცკი გავცდი, მამაჩემის მეგობარი შემხვდა:
"მამა უკვე აღარაა" - გული პირში შეხტა!!!
გული ამ დღეს დასუსტდა და გახდა,
ჩემი და ხომ ხუთი წლისა გახდა...
დაფიქრებულ ფიქრებს ვიწვევ, ასჯერ ამოოხვრებით,
მამა როგორ მომენატრა, თავის მიხრა-მოხრებით...
(34 წლის მამას)
გიორგი ლიპარიშვილი
9.10.12
როგორი დიდი ტკვილია გიორგი... ზუსატდა სე გამოვცადე მეც, რომ ვიცოდი ტვინის შერყევა ქონდა და საავადმყოფოში მამაჩემი აღარ დამხვდა
ReplyDelete