მეძებარი

Sunday, November 18, 2012

უსაქმობავ გაიწიე განზე!


მერამდენედ, დამატებით სამუშაოს ვეძებ,
უსაქმურად, წამის, მეოთხედიც ვერ ვძლებ.

სამსახურებს, წინდებივით ვიცვლი,
ენთუზიაზმს, ვერადავერ ვიცლი.

მე რამდენი პროფესია დავფლე,
ბევრი რამეც ფუტკარივით ვთაფლე.

ამისთანა ვერ გავიგე რა ვარ?!
ვმუშაობ და უმუშევარს ვგავარ.


ჩემს ტვინს განა აეკიდა ტენი,
მას ყოველდღე ხვეულებით ვტენი.

ზოგიერთმა, წესიერად არც კი მითხრა არა,
მერე საქმემ სამარეც კი, თვითონ გაითხარა.

უსაქმურად, წამის, მეოთხედიც ვერ ვძლებ,
მერამდენედ, დამატებით სამუშაოს ვეძებ.

სიტყვას აღარ ჩამოვაგდებ ბანზე,
უსაქმობავ გაიწიე განზე!


გიორგი ლიპარიშვილი
18.11.12

Tuesday, November 13, 2012

დღეს დედის დღე მაქვს


დღეს დედის დღე მაქვს,
დედის წელი
და საუკუნე,
გრძნობები დამაქვს
მწველზე მწველი,
გადამინათებს ყველგან უკუნეთს.

დღეს დედაჩემის წამზომმა 47 წელი აჩვენა,
დღეს დამილოცა ჩემმა გულმა დედის გაჩენა.

დედის წელი წელზე იდგამს ფეხებს,
დედის წელი წლებსაც შეაფერხებს.

დედა უკვე საუკუნის ნახევრისკენ მიდის,
მამა უკვე მიიცვალა 12 წელზე მეტია,
დედა თურმე გენიაა დიდი,
გულში გრძნობად მე ვერ შემომეტია.

გრძნობები დამაქვს
მწველზე მწველი,
გადამინათებს ყველგან უკუნეთს,
დღეს დედის დღე მაქვს,
დედის წელი
და საუკუნე...


გიორგი ლიპარიშვილი
13.11.12

გავიზრდები როცა

27 წელი, 
მივაბარე წარსულს, 
ვემსგავსები თითქოს
ჭკუადამჯდარ ზრდასრულს.

მილოცვებიც მივიღე,
დალოცვებიც უხვად,
გადავიქცე ლამის
ათასწლოვან მუხად.

ყველას მადლობელი ვარ,
ვინც მიცნო და მლოცა,
გადაგიხდით გულიდან,
გავიზრდები როცა.

13.11.12

Sunday, November 4, 2012

ფოთოლოქროსფერებით (ცოლსულს)



შემოდგომა დღეს ვიგრძენი, 
ფოთოლოქროსფერებით,
სიყვარულიც შევიგრძენი,
ფერის ფერთან ფერებით.

გვიმასპინძლა დღეს ბუნებამ -  
მე და ჩემი ცოლსული,
გამინათა მე გონება 
სიხარულად მოსული.


სიყვარულიც შევიგრძენი,
ფერის ფერთან ფერებით.
შემოდგომა დღეს ვიგრძენი, 
ფოთოლოქროსფერებით.


გიორგი ლიპარიშვილი (4.11.12)