მეძებარი

Tuesday, November 13, 2012

დღეს დედის დღე მაქვს


დღეს დედის დღე მაქვს,
დედის წელი
და საუკუნე,
გრძნობები დამაქვს
მწველზე მწველი,
გადამინათებს ყველგან უკუნეთს.

დღეს დედაჩემის წამზომმა 47 წელი აჩვენა,
დღეს დამილოცა ჩემმა გულმა დედის გაჩენა.

დედის წელი წელზე იდგამს ფეხებს,
დედის წელი წლებსაც შეაფერხებს.

დედა უკვე საუკუნის ნახევრისკენ მიდის,
მამა უკვე მიიცვალა 12 წელზე მეტია,
დედა თურმე გენიაა დიდი,
გულში გრძნობად მე ვერ შემომეტია.

გრძნობები დამაქვს
მწველზე მწველი,
გადამინათებს ყველგან უკუნეთს,
დღეს დედის დღე მაქვს,
დედის წელი
და საუკუნე...


გიორგი ლიპარიშვილი
13.11.12

No comments:

Post a Comment