მეძებარი

Thursday, January 3, 2013

წელს გილოცავთ ყველას, ნაბადს

ღობე ღება
მთვარის ჩრდილმა
ვარსკვლავთწყებად
გამოზრდილმა.

მზე ზეაღსვლით 
დილას აჩენს,
სხივის სითბო 
ყინვას არჩენს.

წელი წელა,
დროის მწერმა,
წელი მაინც 
მოიწველა.

ნაბახუსევს ტეხენ წელში,
მზე და მთვარე,
თოვლის პაპას მიწვდნენ წვერში,
თქვეს ეს წელიც დავამთავრეთ.

დღე და ღამე ცვლიან ნაბადს,
წელს გილოცავთ ყველას, ნაბადს.

გიორგი ლიპარიშვილი
3.01.13

No comments:

Post a Comment