ლაპარაკი. წერა. კითხვა. რთულია. წარმოიდგინეთ რას გრძნობდა სიკვდილის მოახლოებისას. ან როგორი იქნება მოკლულის ოჯახის წევრების მდგომარეობა?!
დღეს ჩევნს “ნიჭი-ერ” ქვეყანაში კიდევ ერთ გასაგიჟებელი ამბავი მოხდა. ჩვენ ხომ საგიჟეთში ვცხოვრობთ. ყოფილმა ქმარმა ყოფილი ცოლი უნივერსიტეტში მოკლა.
როდემდე შეიძლება ვაბიჯოთ ფეხი ადამიანის სიცოცხლეს, უაზრო მენტალობით, ეჭვიანობით, “ქართველი ვაჟკაცის” როლის თამაშით. ბევრი იტყვის ღმერთმა მოგვივლინა სასჯელიო. მოდით ღმერთს ცოტა ხნით თავი დავანებოთ. საკუთარ თავებში ჩავიხედოთ და სიცარიელე ამოვივსოთ.
საქართველოში თანამედროვე ტექნიკის შეძენა მოდაშია. აზროვნება კი - ისევ პირველყოფილური.
მკვლელობა და თვითმკვლელობა ერთად... უნივერსიტეტის დაცვის სამსახური რას აკეთებდა?! იარაღით როგორ შევიდა? იქნებ სხვებიც დადიან იარაღით. იქნებ ხვალ სხვამაც მოინდომოს “გმირობა”. სტუდენტების ფსიქიკაზე არავინ ლაპარაკობს. ლექტორი ყურის ძირში მოუკლეს. სროლის ხმა, მკვლელობა ლექციის მიმდინარეობისას. ადმინისტრაციას ძინავს?!
თუმცა, რა გასაკვირია, ერს ძინავს.
როდის შეიძლება ჩვენც გამოვფხიზლდეთ. როდის შეიძლება ადამიანებად ვიქცეთ, საზოგადოებად, ერად ჩამოვყალიბდეთ. ერი მხოლოდ ენა, მამული, სარწმუნოება არ არის. ცოტა აზროვნება და ურთიერთპატივისცემაც გვჭირდება. თავისუფლება, მხოლოდ მონობის გადავარდნა და ბორკილის მოხსნა ხომ არაა. იქნებ როდესმე ადამიანის არჩევანის თავისუფლების პატივისცემა გვესწავლა.
ეს არ არის ერთი კაცის ტრაგედია. მსგავსი აზროვნება ერის რეგვენერაცია და საერთო ტკივილია. ხვალ შეიძლება ჩვენც გვესროლონ.
თუ მსგავსი აზროვნება გაგრძელდა. ქვეყანაც დაიცლება და ეს “ღვთისმშობელისნაწილხვედრალი” “შტ-ერიც” თავს მოიკლავს.
ფეხებზე მკიდია მკვლელობის მოტივი.
ბოდიში ქალბატონებო
გიორგი ლიპარიშვილი
17.10.14