ყველაფერი გენიალურადაა. ღონისძიებები ღონისძიებდება. არგუსი არგუსობს. აბიტურიენტები სტუდენტდებიან. ტყუილიც ტყუის. შეშფოთებაც განიშფოთა. რიტმიც რიტმდება. ღამეც დღევდება.
თუ ყველაფერი გენიალურადაა, სწავლა რატომ არ იწყება?!
"ადამიანმა“ გადაწყვიტა (მიზეზი გაურკვეველია). ჯანსაღი სისხლის ნაწილი მოიშორა. რატომღაც, ეზედმეტა. არ იცის რატომ. მადლობაც კი არ უთხრა თავის მამოძრავებლებს. ზედაც არ შეხედა. არც გააფრთხილა. უბრალოდ მოიშორა. გადარეცხა. მაგრამ კვალი მაინც დარჩა. სისხლმა გადაწყვიტა ამ „ადამიანის“ ოჯახის უფროსს შეხვედროდა. შეურაცხყოფისაგან ლოყებაწითლებული სიმართლეს დაეძებდა. “მამასისხლისს” მსგავსი უმნიშვნელო ამბისთვის არც აციებდა და არც აცხელებდა.
შეხვედრაც არ შედგა.
დაღვრილმა სისხლმა იდინა, იდინა და მიმოლეკულდა. თუმცა, ძველ “პატრონს” დაავწიყდა, რომ მოლეკულასაც აქვს ძალა და ამბიცია.
ახლა “მოლეკულებისთვის” ილიაში სწავლა არ იწყება.
გიორგი ლიპარიშვილი
4.10.14
No comments:
Post a Comment