ბავშვობაში სპორტი, სამოთხის ვაშლივით აკრძალული მქონდა. თვალზე აღმოჩენილი პრობლემის გამო ცეკვიდანაც გამომიყვანეს. ექიმის რჩევას დამატებული ოჯახის ფრთხილი ბობოქრობა, ჩემს "სისათუთეს" უდრიდა.
შევნატრ-შევციცინებდი
ბავშვებს, ვინც სპორტით იყო დაკავებული, რაგბისა და ჩოგბურთის ვარჯიშებს შორიახლოდან ვუთვალთვალებდი. ხანდახან, ჩუმჩუმად ფეხბურთსაც ვთამაშობდი.
ბავშვებს, ვინც სპორტით იყო დაკავებული, რაგბისა და ჩოგბურთის ვარჯიშებს შორიახლოდან ვუთვალთვალებდი. ხანდახან, ჩუმჩუმად ფეხბურთსაც ვთამაშობდი.
ცეკვიდან ჩემი ძმაც გამოიყვანეს, ბავშვებს, გაუგებარი მიზეზი გვითხრეს, მაგრამ ახლა ვხდები რომ ეს ჩემ გამო გააკეთეს. ამით მე გამიფრთხილდნენ და ჩემი ძმა დააზარალეს.
მოგვიანებით, როცა ცოტა წამოვმამალდით, ჩემზე 14 თვით უფროსი ძმა ბოქსიზე შევიდა.
ახლა ახალი სპორტული ვნება მომეძალა. რაღა თქმა უნდა, ამას ოჯახისგან, სასწრაფოდ, ქვის აგდება და თავის შეშვერა მოყვა. ბოქსი ჩემს ოცნებად იქცა.
ერთხელ დამოუკიდებლობას გემო გავუგე, ჯერ გადმოვაფურთხე. მერე გემრიელად მივირთვი, ბოქსიზე სიარული დავიწყე. იმდენად მოუსვენრად ვიყავი, ისე მალე მინდოდა მოვლენების განვითარება, რომ მწვრთნელს რინგზე ავეპარე. თვალები უვნებლები, მუშტშეუხებლები გადამირჩა. ბოქსს, სამწუხაროდ მალე შევეშვი, მაგრამ ბავშვობის ოცნება გულში მაგრად ჩავიკარი და თვალები ამოვუკოცნე.
სპორტი ჩემს გულში სხეულთან ერთად იზრდებოდა.
არ მახსოვს, როგორმზიანდღეს, მეგობრამა დილით სირბილი შემომთავაზა, სიხარულით ცას მივწვდი და ერთი-ორი ვარსკვლავიც მოვწყვიტე. სირბილში ფეხი, დედაენის ბაღში, უკვე "კარგახნისსრულწლოვანმა" ავიდგი. მერე დინამოს სტადიონზე დავრბოდი. ახლა კი დროდადრო, ამინდისა და დროის შესაბამისად, ვაკის პარკში გულმაგარი "არაბულივით" დავრბივარ.
კვირაზე ნაკლები დროის წინ მსოფლიო რბენის მარათონზე 9 კილომეტრი ვირბინე.
ეს არ იყო მხოლოდ 9000 მეტრი, ეს რაღაც სხვა კილომეტრებია, რომლებიც ბავშვობასთან მაშორ-მაახლოებს. ახლა ჩემი მოლუპლუპო სათვალიდან სხვა კილომეტრებს მადიანად ვუჭვრეტ.
გიორგი ლიპარიშვილი
8.05.15
No comments:
Post a Comment