მეძებარი

Tuesday, June 16, 2015

თეთრი ფრთებით გავცდით.


როცა შველა გინდოდათ სიკვდილს ვერ დავასწარით,
დრო ვერც უკან ვაბრუნებთ, ვერც წინ გადავასწარით,
ვერ მოვტაცეთ სიცოცხლე მეხად ქცეულ მორევებს,
აღარა ვართ ჩვეული ჩვენ სიკვდილზე მორევებს?!


“ვაი, დედა” ახსენეთ?! იქნებ ცრემლიც შეგაჭკნათ,



ამ წყეულმა სტიქიამ ფრთები როგორ შეგაჭრათ?!
“ვაი, დედა მოგიკვდეთ” - დედაც სიკვდილს ინატრებს,
სიტყვა როგორ გაკადროთ, სიტყვა თავს ვერ იმართლებს.


ნეტავ ხომ არ დავლაჩრდით, იქნებ სადმე შევცდით?!
გამაგიჟებს ფიქრები, სიკვდილს როგორ შევცვლით?!
ბოდიშს გიხდით სუყველას, რომ ვერაფრით გიშველეთ,
ბოდიშს გიხდით, რადგანაც მხოლოდ მკვდრები გიშვილეთ.


ბოდიშს გიხდით ივლიტა,
თქვენი გოგო-ბიჭები მთა-ბარს შემოივლიდა,
“ბოდიშს გიხდით სუყველას, ადამიანს, ბუნებას,
ველოდებით გზის ნახვას, ურმის გადაბრუნებას”.


…………………………........................................................


მადლობა გმირებს, სტიქიას ბავშვები წაგლიჯეს,
სიკვდილი ბევრგან კბილებით დაგლიჯეს.
გარშემო იქცა ცრემლი წვეთებად,
ჭკუა და ძალა, საქმის კეთებად.


ქველმოქმედება, ძალით და გონებით,
ქველმოქმედება, გულით და ქონებით.
ემიგრანტებსაც მადლობა განცდისთვის,
თბილისის, შორიდან, გულიდან დაცვისთვის.


“მადლობა, ვინც ოფლით მიწა დანამა,
გული გაუპოს სიკვდილს დანამა”.
მადლობა, მუსულიმანს, ქრისტიანს, მეძავს
ვისაც ტრაგედია, სიკეთე შეძრავს.


ნუ გავერევით კეკლუცა შარმებში,
მადლობა სისუფთავეს, ნაპოვნს შლამებში.
ბოდიში და მადლობა, ემოციით, განცდით,
ტალახიან მიწას თეთრი ფრთებით გავცდით.


გიორგი ლიპარიშვილი    17.06.15

"ლოგო" - ირაკლი თოფურია

No comments:

Post a Comment