Wednesday, September 30, 2015
ბაბალე
“ბაბალე” - სოციალური საწარმო
“ბაბალე” - ხელნაკეთი ნივთები
“ბაბალე” - მაღაზია-სახელოსნო
“ბაბალე” - აქ სპეციალური საჭიროების მქონე მოზარდები სახელობო უნარებს ეუფლებიან
“ბაბალე” დღეს თბილისში დაიბადა
პატივისა და გულისცემით,
#Presentatorium
ბაბალე • Babale
#ბაბალე
#სოციალურისაწარმო
#ნაფარეულის6
მებაღე
მებაღე, თავისი ბაღის სახე, გული და ხელები. გამორჩეული თვისებები: გურული სიტყვაკაზმულობა, დაუზარელი ღიმილი, სიყვარული (საქმის, ადამიანების, მცენარეების)...
პატარა ნაკვეთითა და ერთი თანამშრომლით (მარო ბებო) დაწყებული საქმე, დღეს დიდ მეურნეობადაა ქცეული.
მებაღის მიერ შექმნილი გარემო ტელევიზიების, ფოტოგრაფების, ხელოვანების, სახვადასხვა პროფესიისა და ასაკის ადამიანების საყვარელი ადგილია.
აქ ადამიანები ნერგების, მიწის, სიცოცხლის, ყვავილების, ერთმანეთისა და თავად მებაღის სანახავადაც დადიან.
დეკორატიული მცენარეების სანერგე “გარდენია შევარდნაძე”ლოტკინზე მდებარეობს.
თავისი ბაღის სახე, გული და ხელები - მებაღე ზურა შევარდნაძე სიყვარულითა და გურული სიტყვაკაზმულობით გამოირჩევა
პატივისა და გულისცემით,
#Presentatorium
Gardenia shevardnadze
#ზურაშევარდნაძე
#მებაღე
#ირმაშარიქაძისფოტო
პატარა ნაკვეთითა და ერთი თანამშრომლით (მარო ბებო) დაწყებული საქმე, დღეს დიდ მეურნეობადაა ქცეული.
მებაღის მიერ შექმნილი გარემო ტელევიზიების, ფოტოგრაფების, ხელოვანების, სახვადასხვა პროფესიისა და ასაკის ადამიანების საყვარელი ადგილია.
აქ ადამიანები ნერგების, მიწის, სიცოცხლის, ყვავილების, ერთმანეთისა და თავად მებაღის სანახავადაც დადიან.
დეკორატიული მცენარეების სანერგე “გარდენია შევარდნაძე”ლოტკინზე მდებარეობს.
თავისი ბაღის სახე, გული და ხელები - მებაღე ზურა შევარდნაძე სიყვარულითა და გურული სიტყვაკაზმულობით გამოირჩევა
პატივისა და გულისცემით,
#Presentatorium
Gardenia shevardnadze
#ზურაშევარდნაძე
#მებაღე
#ირმაშარიქაძისფოტო
ის ქაღალდის არქიტექტორია. პროფესიული დახასიათებით ქაღალდის ინჟინერი. ფურცლის გაზომვა-დახაზვა-დაკეცვა-და
ქაღალდის ინჟინერი კრეატიული მენეჯერია. 9 წლიანი საუნივერსიტეტო მუშაობის შემდეგ ახლა კრეატივში კერძო ტრეინინგებს კითხულობს. არის ფოტოგარფი. ბავშვებისა და დიდების დიდი მეგობარი. მარიამისა და ხარებას მამა, პრეზენტატორთა კლუბ Presentatorim-ის ერთერთი დამფუძნებელი
ქაღალდის ინჟინერი, კრეატივის ტრენერი, ფოტოგრაფი - კოტე იანტბელიძე
პატივისა და გულისცემით,
Presentatorium
#Presentatorium
#koteiantbelidze
#კოტეიანტბელიძე
#წიგნები
#კრეატივი
#ფოტოგრაფი
"ეზო”
"ეზო” - ეს ის შემთხვევაა, როცა გკითხავენ სად ხარ? და უპასუხებთ “ეზოში”. ამოდი ჭამე და ჩადის არ გიპასუხებენ. ამ “ეზოში” თამაშიც შეიძლება, ჭამაც და დასვენებაც.
ეს თბილისური ეზოა.
ძველ თბილისში, სოლოლაკში, ქიქოძის 16-ში, რამდენიმე დღის წინ ახალი რესტორანი “ეზო” გაიხსნა.
“ეზოში” გულშისაცემ დიზაინს, ბავშვების სათამაშო 2 კუთხეს, ქართული სოფლის ბავშვობისდროინდელ მონატრებულ გემოსა და ადამიანურ მომსახურებას შეხვდებით.
პატივისა და გულისცემით,
#Prezentatorium
Pil-Pil
#ეზო
#რესტორანი
#თბილისი
ეს თბილისური ეზოა.
ძველ თბილისში, სოლოლაკში, ქიქოძის 16-ში, რამდენიმე დღის წინ ახალი რესტორანი “ეზო” გაიხსნა.
“ეზოში” გულშისაცემ დიზაინს, ბავშვების სათამაშო 2 კუთხეს, ქართული სოფლის ბავშვობისდროინდელ მონატრებულ გემოსა და ადამიანურ მომსახურებას შეხვდებით.
პატივისა და გულისცემით,
#Prezentatorium
Pil-Pil
#ეზო
#რესტორანი
#თბილისი
"ბესტსელერი"
Presentatorium წარმოგიდგენთ “ბესტსელერს”. უფრო კონკრეტულად ბექა ადამაშვილის “ბესტსელერს”. წიგნს - სავსეს იუმორით, ასოციაციებით, კრიტიკით, მიგნებებითა და გამოწვევებით. მთავარი პერსონაჟი პიერ სონაჟია. მოქმედება ჯოჯოხეთში, ლიტერატურულ ჯოჯოხეთში ხდება, სადაც მწერლები მკითხველებისთვის მიყენებული ზიანის გამო იტანჯებიან.
წიგნში შექსპირის სასტუმრო ჰოტელოს, ტოტალიზატორ მაკ.BET-ს, ჯოჯოხეთის ერთერთ ქუჩა გა სტრიტს, ჯოჯოხეთისვე სახლის კარზე წარწერა Hellcome-ს, პიარისმოყვარე პიერს, ფილმოსოფოს გოგოსა და სხვა ამბებსა და გმირებს შეხვდებით.
“ბესტსელერი” ამართლებს სახელსა და მასში გადმოცემულ ამბავს.
“ჩვენს საუკუნეში, უდროობის გამო წიგნს კი არა, ნაცნობ-მეგობრებსაც ვეღარ კითხულობენ ადამიანები” - ბექა ადამაშვილი - “ბესტსელერი”
პატივისა და გულისცემით,
#Presentatorium
#ბესტსელერი
#ბექაადამაშვილი
#წიგნი
ბესტსელერი
“მე”
ეს ბაჩი ჯინჭარაძეა. უფრო კონკრეტულად ბაჩის ნახატი - “მე”.
ხატავს სულის რომანს (რამდენიმე თავს), 300 არაგველს (პირველი არაგველი, მეორე არაგველი), ორიგინალურ, მრავალი მასალით შესრულებულ ნახატებს (ნახატი №514, ნახატი №519 და ა. შ.)
მღერის ხალხურ სიმღერებს, დროდადრო დამოგზაურობს სამშობლოში. მასზე წერენ, იღებენ სიუჟეტებს, ფენენ მის ნამუშევრებს.
სამხატვროაკადემიააღარდამთა
ეს ბაჩი ჯინჭარაძეა. უფრო კონკრეტულად ბაჩის ნახატი - “მე”
პატივისა და გულისცემით,
Presentaorium
ანა “მეღვინეთუხუცესი”
ის მეღვინეთა ოჯახში გაიზარდა. თვითონაც ღვინის გარშემო ტრიალებს:
საქართველოს ახალგაზრდა მეღვინეთა კავშირის პრეზიდენტი;
საქართველოს ღვინიოს სკოლის დამფუძნებელი, დირექტორი;
სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე;
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის ხელმძღვანელი, მევენახეობა-მეღვინეობის აკადემიის მენეჯერი;
სახვადასახვა წლებში გაეროს განვითარების პროგრამის ექსპერტი, ინოვაციების კონსულტანტი…
ეს მხოლოდ ნაწილია, რასაც ღვინის “მოყვარული”, ინჟინერ-ტექნოლოგი, ჩვენ მიერ ანა “მეღვინეთუხუცესად წოდებული” ანა გოდაბრელიძე საქართველოსა და ევროპაში, ახორციელებს.
პატივისა და გულისცემით,
#Presentatorium
Saturday, September 26, 2015
კარგად "დაღვინებული" ქართული ბრენდი - კახელები
კარგად "დაღვინებული" ქართული ბრენდი
Kakhelebi კახელები
"კახელები" -
კარგად შეკმაზული გემოსა და გემოვნების რესტორანია, დავარცხნილი დიზანით, გულში ჩასაკრავი მომსახურებითა და მადისაღმძვრელი კერძებით.
კახური იუმორის, ქართული სამზარეულოსა და ისტორიის პატივისცემა აქ მძაფრად იგრძნობა.
"კახელები" სარესტორნო საქმესთან ერთად სოფლის მეურნეობაშიც აქტიურად ირჯებიან.
"კახელები" -
კარგად "დაღვინებული" ქართული ბრენდი
პატივისა და გულისცემით,
Presentatorium
#kakhelebi
#restorani
არამწეველი ტაქსისტის სავიზიტო ფურცელი
Presentatorium წარმოგიდგენთ
არამწეველი ტაქსისტის სავიზიტო ფურცელს
ეს არამწეველი, ღამის ტაქსისტის სავიზიტო ფურცელია (როგორც მას თავად უწოდებს). იცის ინგლისური, რუსული და ცოტა ფრანგულიც. არის იაფი და მხიარული. თუ რამე შეფერხებაა ფულს აქეთ გადაგიხდით : ))
ეს არამწეველი, ღამის ტაქსისტის სავიზიტო ფურცელია
მშვიდობიან ღამეს გისურვებთ,
პატივისა და გულისცემით,
#Presentatorium
#ყველატაქსიტიერთნაირიარაა
ბუნების გულშემხარველი - დავით ჩაჩანიძე
Presentatorium წარმოგიდგენთ - ბუნების გულშემხარველს - ქართული სოფლის თანამედროვე სახეს
ის ერთადერთია საქართველოში, ვინც ბიო სასუქს (ბიოლოგიურად სუფთა სასუქს), “ბიოაგრო”-ს, აწარმოებს. ასევე ერთადერთია, ვინც ქართულ ბიო კოსმეტიკას ქმნის (დამფუძნებელი ბიო კოსმეტიკის კომპანია - Bio Cosmetics Bamus).
ის ჰომეოპათია (“მკურნალობის სისტემა, რომლის მიხედვითაც დაავადების სამკურნალოდ საჭიროახშირად და მცირე დოზით მცენარეული, მინერალური და ცხოველური სამკურნალო საშუალებების მიღება”)
ფერმერებს, მთელს საქართველოში, ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტის მოყვანაში კონსულტაციას უწევს. კახეთში, ზემო ბაკურციხეში აშენებს ნამჯის სახლს, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტურია. აქვს თანამედროვე სკები, ცვილის გარეშე…
ის “აშენებს” სოფელს
ბუნების გულშემხარველი - ქართული სოფლის თანამედროვე სახე - დათო ჩაჩანიძე
პატივისა და გულისცემით,
Presentatorium
heart ემოცია
#ბიოაგრო
#დათოჩაჩანიძე
#ჰომეოპათი
#BioCosmeticsBamus
#Presentatorium
“მეაქციე” ადამიანი
ის კბილებით იცავს ქართულ ენასა და შშმ პირების (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების) უფლებებს. პარალელურად ახორციელებს აქციებს: “ჩავყაროთ ნაგავი” და “ჩვენ გვიყვარს წიგნები”. ერთი გარემოს
ასუფთავებს, მეორე - ტვინს.
ფოტოგრაფი, მასწავლებელი გოგა ჩანადირი “მეაქციე” ადამიანია.
პატივისა და გულისცემით,
Presentatorium
#ჩავყაროთნაგავი
#ჩვენგვიყვარსწიგნები
Prezentatorium წარმოგიდგენთ განძთსალაგს
სახლ-მუზეუმი გამოჩენილი პირის, მოღვაწის სახლია, რომელიც მუზეუმადაა ქცეული. ძირითადად გარდაცვლილი ადამიანების სახლები იქცევა ხოლმე მუზეუმებად. მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა. კანდიდ კონჯარია ცოცხალია. უფრო მეტიც, ის, ისტორიის დოქტორის, ასოცირებული პროფესორის, მეცნიერ თანამშრომლის, გამომცემლობა არტანუჯი/Artanuji Publishing - ის დამფუძნებლის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი -ის ყოფილი დირექტორის, უბრალოდ დიდებული ადამინაის ბუბა კუდავას ფსევდონიმია.
''მუზეუმი'' სამეგრელოში, მარტვილის რაიონის, სოფელ ნაგვაზაოში მდებარეობს, მამაპაპეულ ადგილას აშენებულ Buba Kudava-ს სახლში.
სახლ-მუზეუმისთვის ძველი ნივთების შეწირვა ყველას მსურველს შეუძლია. რეალურ შემომწირველთა გარდა, ასევე არიან კეთილი "ადამიანები” რომლებიც მუზეუმთან "თანამშრომლობენ:" - ცარიელ ტარიელაშვილი, ქამარ ბალთიანი, უშანგი ლახტიაშვილი, გულნაზ შაქარაშვილი, ჰამლეტ კაიკაციშვილი.
კონჯარიებთან ყველა მსურველს შეუძლია შექმნას და შეინახოს ისტორია.
კანდიდ კონჯარიას სახლ-მუზეუმი სტუმრებისთვის ყოველდღე ღიაა
პატივისა და გულისცემით,
#Presentatorium
Tuesday, September 22, 2015
Saturday, September 5, 2015
ის ხატავს ღმერთის ბავშვობას
“ახლახან ჩინებული ამბავი მოვისმინე. მისი მოყოლა ძალიან მიყვარს. ერთი პატარა გოგონა, ექვსი წლის, ხატვის გაკვეთილზე, კლასის ბოლოში იჯდა და რაღაცას ხატავდა. მასწავლებელმა თქვა, რომ ეს პატარა გოგო კლასელებს ყურადღებას იშვიათად თუ აქცევდა. ამ ხატვის გაკვეთილზე პირიქით, მასწავლებელი მოიხიბლა. მიუახლოვდა და კითხა:
მასწავლებელი - რას ხატავ?
გოგონა - მე ვხატავ ღმერთის სურათს
მასწავლებელი - კი მაგრამ არავინ იცის ღმერთი როგორ გამოიყურება?!
გოგო - ცოტა ხანში ეცოდინებათ”. -
ამ ამბავს სერ კინ რობინსონი, ბრიტანერლი წარმოშობის ავტორი, განათლების ექსპერტი, პრეზენტატორი შემოქმედებასა და ინოვაციებში, Ted.com-ზე ერთერთ პრეზენტაციაზე იხსენებს.
ეს სურათიც ღმერთის ბავშვობას გამოხატვს. მაგრამ ის საქართველოში 22 წლის გიორგიმ დახატა. ისე სოციალური ინკლუზიის (საზოგადოებაში ჩართვის მხარდამჭერი) მხარდამჭერი ორგანიზაციის “ხელი ხელს” ბენეფიციარია (პირი, რომელიც სამედიცინო დახმარების პროგრამის მოსარგებლეა). უყვარს ხატვა და ჟურნალისტის როლის მორგება. საქართველოს პრეზიდენტობაზე ოცნებობს. უნდა რომ საქართველო გააბრწყინოს.
გიორგი შორს იხედება. ის იესოსა და ღვთისმშობლს გამორჩეულად ხედავს
ის ხატავს ღმერთის ბავშვობას
პატივისა და გულისცემით,
გიორგი ლიპარიშვილი
Subscribe to:
Posts (Atom)