ხანდახან არ ვიცი რა მინდა, რას ველი...
ხან კი გავმხდარვარ როგორც მთამსვლელი!..
ხან მე დავდივარ როგორც მეგროშე,
ხან კი წინა ვარ, მე ვარ მედროშე!..
უკვე რამდენი გოგო დამშორდა,
რამდენმა მითხრა უკვე არები...
კალამი მელანს ახლა აშრობდა,
”მომიჯახუნეს ცხვირწინ კარები!..”
გული, გონება გრძნობისთვის არის შერჩეულები, მაშინ დამშორდა, როცა ჩვენ გავხდით შეჩვეულები!..
თან უკვე გვქონდა საერთო სახლი, ახლა კი ვზივარ რითმას თავს ვახლი!..
მე გამოსავლის პოვნას ვეცდები, იქნებ საერთოდ ახლა მე ვცდები!
ხანდახან არ ვიცი რა მინდა, რას ველი... ხან კი გავმხდარვარ როგორც მთამსვლელი!.. ხან მე დავდივარ როგორც მეგროშე, ხან კი წინა ვარ, მე ვარ მედროშე!..
”მომიჯახუნეს ცხვირწინ კარები!..”
გული, გონება გრძნობისთვის არის შერჩეულები, მაშინ დამშორდა, როცა ჩვენ გავხდით შეჩვეულები!..
თან უკვე გვქონდა საერთო სახლი, ახლა კი ვზივარ რითმას თავს ვახლი!..
მე გამოსავლის პოვნას ვეცდები, იქნებ საერთოდ ახლა მე ვცდები!
ხანდახან არ ვიცი რა მინდა, რას ველი... ხან კი გავმხდარვარ როგორც მთამსვლელი!.. ხან მე დავდივარ როგორც მეგროშე, ხან კი წინა ვარ, მე ვარ მედროშე!..
გიორგი ლიპარიშვილი (ლიპარა)
19.06.10
ეს მე ვარ შენი გიჟი ტრფიალი...
გული არა მაქვს, საგულეც მეყინება,
მგონი შემეყარა რაღაც ვირუსი,
არც მეფიცება და არც მეგინება,
გრძნობა სიმარტოვეს ახლოს მივუსვი...
ან რამ მაძებნინა ქუჩაში შენი მე,
განა რაიმე რამით შევნიღბე...
ან შენთვის რაღამ მაათასა,
ან რა ჯანდაბამ გადამთარსა...
ვერ მაჯობებდა შენზე ძებნაში,
ვერც მეძებარი და ვერც მწევარი,
შენთვის მოვირგე სამყაროს ფსკერიც,
უკიდეგანო ყველა მწვერვალიც...
გული არა მაქვს, საგულეც მეცლება,
ნუთუ გრძნობებიც გამომეცვლება?!
განა მოვგავდი ვინმე ხიბლიანს,
ან ვადარებდი თავს მე იღბლიანს?!
არა, მე შენთვის ვართე სტროფები,
ახალბედები, კოხტად ქორფები...
შენთვის დავიწყე რითმის ფრიალი,
ეს მე ვარ შენი გიჟი ტრფიალი...
ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
6.01.01
FRIDAY, JANUARY 14, 2011
მინდვრის ნამებს მოვგავდი...
დაუშრეტელი გავმხდარვარ, თან მინდვრის ნამებს მოვგავდი...
გრძნობებს ვამყნობდი რომ ვრგავდი,
სისხლძარღვიანად ვბორგავდი...
დაუშრეტელი გავმხდარვარ, თან მინდვრის ნამებს მოვგავდი...
ლიპარა (გიორგი ლიპარიშილი)
14.01.11
TUESDAY, JANUARY 11, 2011
საითაც კი „აწვები“...
განა ვინმეს ვეხვეწები, ან ვახიე ღაწვები,
იქეთ წადი ჩემო კარგო, საითაც კი „აწვები“...
ჩემთვის თუ არ იმეტებენ და სხვასთან კი „ჰყიდიან“,
არ მადარდებს ეს მე დიდად, ერთი მაგრა „მკიდია“...
ვინც მას ფიქრობს გადავუფენ წითელ-ყვითელ ხალიჩებს,
ეს იცოდეს არ დავუწყებ მე ზედმეტად „ჩალიჩებს“...
გული არც მაქვს, უშენობამ ვერც ვერაფრით ამიოკა,
ეს სიტყვები ვინც მიხვდებით შემოიცვით ნამიოკად...
განა ვინმეს ვეხვეწები, ან ვახიე ღაწვები,
იქეთ წადი ჩემო კარგო, საითაც კი „აწვები“...
ლიპარა (გიორგი ლიპარიშილი)
11.01.11
საკუთარ პანაშვიდს თუ წარმოვიდგენ,
ლამაზ ქალების დადგება რიგი...
,,თავიდან მე მას ვერ ამოვიგდებ,
ჩემთვის წერდაო, იტყვიან, იგი."
და ერთმანეთსაც თვალებით
გააშიშვლებენ წამში,
- მე ვედექიო მეგზურად,
მელექსეს მუზის წვაში...
დაიბრალებენ იმასაც,
რაც კი არასდროს თქმულა,
გააშავებენ მინასაც,
საქმე აჩვენონ რთულად...
მაგრამ მელექსის პანაშვიდს
ტყუილი არ გასდევს სულ მთლად.
,,რა გამაჩერებს განა მშვიდს,
სიტყვა ითქმება სუფთად,
მე იგი მყავდა სუნთქვად,
ცხოვრება არ მინდა სუფრად!..
მე გეტყვით ყველაზე სიმართლეს,
ვეძახდი თვალის სინათლეს.
ვიცნობდი ყველაზე ახლოს,
პირველად ვინც უნდა ნახოს.
ეს სიხარული მე მერგო ბედად,
თავს ვგრძნობ მე მაინც ბედნიერ დედად!.."
ქალებმა ერთმანეთს უჩურჩულეს –
ეტყობა ჩემმა თვალება გამცა~
და სანამ ათასი უაზრო უჩუმჩუმეს,
ერთმა მათგანმა კბილთაგან გაცრა: -
,,სანამ ჩვენ მელექსის სიყვარულს ვიტყობდით,
დედა ცრემლს ღვრიდა წრფელად ლიტრობით!.."
(ლიპარა) გიორგი ლიპრიშვილი
1.03.09