განა გონების ვიწყებ დასჯას,
დავით გარეჯელს ვუწონებ გარჯას..
VI ს-ში გარეჯს მონასტრები აარსა,
მადლი მიწაზე, ერთი ათად აასა..
სიხარულით აივსო ირგვლივ მიწა-ველები,
შხამიანიც აღარ იყვნენ ქვეწარმავალ-გველები..
ბერთა მადლი დატრიალდა, ერთმა ათასს უამბო,
მონასტერიც გათორმეტდა, გაცისკარდა უდაბნო..
..........................................................................
..........................................................................
აღმაშენებელი ცემდა დიდ პატივს,
მონასტერს, ქვას და კაცს, მარტივს..
ბერთუბანში ქტიტორების ფრესკა იყო,
ლაშა-გიორგ, თამარის,
სიძლიერემ ჯერ არ იკლო,
ლოცვა - მკვრელი კამარის..
მტერმა ერი არია,
უძრაობა შარია..
ქვეყნისთვის გული მათ რომ ეწამლათ,
თავგადადებით, 6000 ბერი ეწამა..
წლებმა მოვლენებს ფარდა ახადა,
გიორგი ბრწყინვალემ ცენტრად გახადა..
აქ დაიწერა თავის დროზე "შენ ხარ ვენახი",
დემეტრე იყო ცუდის ვერ მნახი..
აქ უღვაწია "სიბრძნე სიცრუის" შემოქმედ საბას,
აქ გაუვლია დიდ კულტურულ საქმეს და საგას..
მერე ადგილი, მიწა გახდა თითქოს აზერთა,
ცოტათი მაინც ახლოს იყოს, ესე აზრებთან..
მადლი და ლოცვა უთვალავ ლავის,
დალოცვა გვქონდეს დავითის ლავრის..
განა გონების ვიწყებ დასჯას,
დავით გარეჯელს ვუწონებ გარჯას..
გიორგი ლიპარიშვილი
18.05.12
DZALIAN MAGARIA!
ReplyDelete