მეძებარი

Monday, January 17, 2011

მე-ლექსე(ბის) საღამოზე...


9 თებერვალი ახლოვდება... რაც წამიწამს ეწებება, მით უფრო ახლოვდება... ამ დღეს მე-ლექსე(ბის) საღამოზე მივდივარ... თანაც საკუთარი ლექსების... ოცმაგი პასუხისმგებლობა ყოფილა, 30 ათმაგი დაფიქრება და ასორასი ფიქრები... მეტრს და 85-ს გავიორმაგებ, მე მელექსე საღამოზე თუ "ბის" მეტყვიან... რა თქმა უნდა, დამსახურების შემთხვევაში... მე და ჩემს ლექსებს პირველი დიდი გამოცდა გვაქვს... მისაღების გამოცდებს გავს.. თუ ჩააბარებ მიგიღებენ... წავალ ისევ ერთგვარ თუ ათასგვარ სამზადისში ჩავერთვები ელექტროდივით... და, და მალე შევხდებით...
9 თებერვალს Rock club-სა & Lib.ge-სთან ერთად რუსთაველის 28-ში ვიქნები, მე-ლექსე(ბის) საღამოზე...


ლიპარა (გიორგი ლიპარიშილი)
18.01.11
03:04

3 comments: