ხანდახან რომ მეგობრობა მივიწყდება,
ნიშნავს იმას მეგობრობის მძივი წყდება?!
აქ სიტყვები განა მისთვის გადავძაფე,
რომ რამე მე ამ რითმებით გავამძაფრე?!.
მივიწყებული მეგობრის ნახვა გადამახარებს,
და ეს შეხვედრა, მონატრებული, განა მახარბებს?!
მეგობრის გვირგვინზე იხდენს დაფნა რტოებს,
პაემანი თვალს და სისხლძარღვს აფართოებს?!
გრძნობამ იცის, ფერადობა, ხანაც კიდევ გახუნდება,
ამის შემდეგ გულის ქურა ნეტავ კიდევ გახურდება?!
მეგობრობა განა მართლა ხელ–ფეხს გკრავს და „ნახუვდება,“
ეს განცდაა, თბილით სავსე, რომელიც არ გახურდდება?!.
მეგობარი, რომელიც რომ განცდებს გვგვრიდა,
ჩვენთვის სისხლს, ცრემლს და ღიმილს ღვრიდა?!.
სიტყვებიც თურმე მეგობარია, უმისოდ რითმაც როგორ გადახმა,
ხელი ჩავჭიდოთ და არ გავუშვათ ბეწვის ხიდზე, არცრო გადაღმა...
ლიპარა (გიორგი ლიპარიშილი)
13.01.10
No comments:
Post a Comment