მეძებარი

Monday, March 28, 2011

გადამინდა?..


მინდა დაგწერო, სიტყვა მებუტება,

განზე დგება და აღარ მეხუტება...


მინდა დაგხატო, ფერები მეცოტება,

ტილო უშენფეროდ უფრო მეცოდება...


მინდა გიმღერო, სმენა გაიპარა,

კუთხეში დადგა და ხელი აიფარა...


ფიქრიც გაძეგლდა, რითმას ვერ აბავს,

და შენს აზრებში სახე-თვალს ნაბავს...


გულიც გადმოხტა, შენკენ მოიწევს,

მოვა და ჩემთვის წერილს მოიწერს...


სულიც ამჩატდა ისედაც გრამები,

და დადგა დიდი მელოდრამები...


ყნოსვაც მეძებრობს, შენს სურნელს იკრავს,

ყოჩაღს იძახის და ტაშებს გიკრავს...


გრძნობის მომესმა სიმებ-ძაფები,

შენს სიყვარულში გავიმძაფრები...


ღიმილი ცხოვრებას, გრძნობის, აფენს საფენებს,

მე გავაკეთებ „პარაპლანებს“ გულთა საფრენებს...


განა უკვე გადამინდა?!

გწერო,

გხატო,

გმღერო...

მინდა!..


ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)

27.03.11

Thursday, March 24, 2011

პირველი მერცხლის


გაზაფხულია, ლამპიონებად შემოანთებენ ატმები რტოებს,
გაზაფხულია, თეთრი ზამთარი შორეთში მტოვებს...
დღეს ხომ მარტია, ხვალ - აპრილი, ზეგ კი მაისი,
მზე იმცხუნვარე, მერე მთვარე მეფედ დაისვი...
გაზაფხულია, და სწორედ ამ დროს,
შეუყვარდებათ ყველაზე მეტებს,
გაზაფხულია, ბუნება ჩვენთვის
გამოღვიძებას გამოიმეტებს...

ტანში დაივლის ელვა-მეხები,
მე სულ ვგიჟდები როცა მეხები...

გაზაფხულია, განა ლოდინი
შემომესმება, მუზების, მე ცხრის,
გაზაფხულია, დრო გამოჩენის, და
უკუდუფრთო, პირველი მერცხლის...

"თეთრი" ზამთარი შორეთში მტოვებს,
ლამპიონებად შემოანთებენ ატმები რტოებს,


ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
25.03.11

Saturday, March 19, 2011

(თ)თამაში



თამაში - მოგება,

აზრების მორგება.

თამაში არზანტი,

რისკი და აზრატი.

თამაში - გართობა,

სიამით დათრობა.

თამაში - განცდები,

როდესღაც გავცვდები.

თამაშში სიჩქარე,

კვალები მივჩქმალე.

თამაში - ამაში,

ცხოვრების გამაში.

თამაში „ოხრობა“,

ამაში მოთხრობა.

აზრების მორგება,

თამაში - მოგება...

ლიპარა 19.0311

Saturday, March 12, 2011

საკუთარ თავზე


საკუთარ თავზე ფიქრთა წყობისას: -

მეფეთებიან გზაზე სევდები...
ხან ვიხრაკები თითქოს ქვიშაში,
ხან ბალახებში ნამით ვსველდები...


სულ არ მეწყება ხარხარ-ხარხარი,
თითქოს ჩამესმის მონოტონურად,
ეს ხო შენა ხარ, თურმე, ხარ ხარი...


თვალს გადავავლებ ჩემს საქმე-მიზანს,
საკუთარ თავზე ცოტ-ცოტ წყრომისას,
ვიცი ცხოვრება კარგ რამეს მიზამს...


შემოვისვენებ ვინმეს სახეზე,
მსურს გავაკეთო რამე მოკარგო,
იმ ჩემი კარგის დიდ კარგ სახელზე...


ამოვიჩემე ცხოვრების კიბე,
მერე დავიწყე ზედ მე ცოცება,
წლები, წამები გულდაგულ ვკრიბე...


ხან მარტოობამ თავი იჩინა,
მაგრამ მალევე შეაფერადა,
გრძნობამ, რომელმაც თავი ირჩინა...


მივწინწინობდი უუღლ-უღელით,
და ლექსით ხშირად განვლილ ცხოვრებას,
სამადლობელად მაინც ვუმღერით...

შემიყვარდება ქვეყან-ერები,
მომეძალება ხატვის წყურვილი,
გადამეშლება ფერთა ფერები...


გადავაბიჯებ ცხრა მათა და ბარებს,
თითქოს სიცოცხლე სხვა სიცოცხლესთან
მოკითხვებს წრფელად მე მომაბარებს...


წერა გამხდარა ცოტა მორთულო,
სიტყვებს დაეტყოთ მოკაზმულობა,
და რითმაც გახდა გაპრანჭ-მორთულო...


კარნახს დამიწყებს საგულ-საგონე,
ხან თავს ვმორჩილებ, ხან ვექიშპები,
ხან კი პირდაპირ გადავაგონე...

მეფეთებიან გზაზე სევდები...
ხან ვიხრაკები თითქოს ქვიშაში,
ხან ბალახებში ნამით ვსველდები...

საკუთარ თავზე ფიქრთა წყობისას...

ლიპარა (გიორგი ლიპარიშილი)
12-13.03.11





მიხეილ ქვლივიძე - ავტოპორტრეტი



მიხეილ ქვლივიძის ლექსი - ავტოპორტრეტი, მუსიკა - გია ყანჩელის, ვკითხულობ ლიპარა, გიორგი ლიპარიშვილი...

Friday, March 11, 2011

აქ XEROX-ები



აქ განა გონება პინკოდს დაგადებს,

XEROX შენთვის თაბახს დაბადებს...


აქ განა ვიღაცა ვინმეს იმეტებს,

აქ თაყვანს სცემენ სტეპლერ-პრინტერებს...


აქ ხსნიან ჯადოს, წარბებს და თასმებს,

თვალი თვალს ღიმილს გულწრფელად ასმევს...


აქ ნახავ კეთილგანწყობის მარცვალს და ნაყოფს,

აქ, რა დააკლდა ნეტავ ჯერ არმყოფს...


აქ მოგეწონებათ ერთი ან...

აქ თაბახები ღიმილს ერთვიან...

ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)

11.03.11

Sunday, March 6, 2011

და-ხატვა დავასრულე...


ბანალურად დავიწყებ... ყოველთვის მინდოდა მეხატა... თან ისე მინდოდა, რომ სიტყვით ხატვას ვცდილობდი და რითმეშიც კი დავიჩივლებდი ხოლმე "ხატვა შემეძლოს დაგხატავდი, არ მეყოფოდა ფერთა პალიტრა", "ლექსით დაგწერე, ლექსით დაგხატე", "და მე დავხატე, და რითმა რითმით"... მაგრამ ხატვა არ ვიცოდი.. ბავშვობა ხატვას ვერ გაექცეოდა და მეც მიფერადმიხატია, ფურცელიც დამიბნევია და ფერებიც... მაგრამ არასდროს "დამიხატია"...

სულ მეძალებოდა ხატვის სურვილი... და აი გამომძალა კიდევაც... ჩემი ხელნაკეთი, ლექსების წიგნისთვის ნაყიდი საღებავები გადმოვიღე (რომელიც მისთვის განკუთვნილმა მეპატრონემ არ წაიღო) და ფუნჯმომარცხებულმა ფურცლისთვის მაკიაჟის კეთება დავიწყე... იდეა თავში დიდხანს მიტრიალებდა... მისი ფოტოდ ქცევაც მინდოდა, და ვერ მოვაბი ამ დრომდე თავი და ბოლო... ალბათ, ისევ ნახატად დაბადება ქონდა ბედად...

მეც იდეის ხატვა დავიწყე... შუას რო გადავბიჯე, დავეკითხე ჩემებს რიტოტრიკული შეკითხვით: რას ვხატავ? ძმამ იმარჯვა, ზუსტად მითხრა, მეზობელმაც სწორად მიპასუხა... თუმცა, ღიმილისსახეზეშეუშრობლად კი გადმოუვიდათ თავიანთი აზრები... მაგრამ ყველაზე საინტერესო იყო ერთი გოგოს აზრი: "ეს რა არის?! ესაა ნახატი?! ამას 2 წუთში დაგიხატავ"... და მე რამდენხანს ვხატავდი? 10 დღეზე მეტი... და რამდენი მიფიქრია ამ იდეაზე? 2 წელი ალბათ... და ამ ყოვლსიშემძლემ 2 წუთში დახატვა დაიჩემა... დავინტერესდი... იდეა ვკითხე... რა იდეა "სარეცხიაო" მიპასუხა... ხო მაგარია?! მერე მთხოვა მაგრამ იდეა, რა თქმა უნდა, არ მითქვამს...

იდეა დაიბადა...

რამდენიმე წუთის წინ, და-ხატვა დავასრულე...


ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)

16.01.11

20:39

საგულის ხაფანგში

საგულის ხაფანგში გამეგები მე,

სულ სიხარულით გამეგებინე...

ლიპარა (გიორგი ლიპარიშილი)

6.03.11