ბანალურად დავიწყებ... ყოველთვის მინდოდა მეხატა... თან ისე მინდოდა, რომ სიტყვით ხატვას ვცდილობდი და რითმეშიც კი დავიჩივლებდი ხოლმე "ხატვა შემეძლოს დაგხატავდი, არ მეყოფოდა ფერთა პალიტრა", "ლექსით დაგწერე, ლექსით დაგხატე", "და მე დავხატე, და რითმა რითმით"... მაგრამ ხატვა არ ვიცოდი.. ბავშვობა ხატვას ვერ გაექცეოდა და მეც მიფერადმიხატია, ფურცელიც დამიბნევია და ფერებიც... მაგრამ არასდროს "დამიხატია"...
სულ მეძალებოდა ხატვის სურვილი... და აი გამომძალა კიდევაც... ჩემი ხელნაკეთი, ლექსების წიგნისთვის ნაყიდი საღებავები გადმოვიღე (რომელიც მისთვის განკუთვნილმა მეპატრონემ არ წაიღო) და ფუნჯმომარცხებულმა ფურცლისთვის მაკიაჟის კეთება დავიწყე... იდეა თავში დიდხანს მიტრიალებდა... მისი ფოტოდ ქცევაც მინდოდა, და ვერ მოვაბი ამ დრომდე თავი და ბოლო... ალბათ, ისევ ნახატად დაბადება ქონდა ბედად...
მეც იდეის ხატვა დავიწყე... შუას რო გადავბიჯე, დავეკითხე ჩემებს რიტოტრიკული შეკითხვით: რას ვხატავ? ძმამ იმარჯვა, ზუსტად მითხრა, მეზობელმაც სწორად მიპასუხა... თუმცა, ღიმილისსახეზეშეუშრობლად კი გადმოუვიდათ თავიანთი აზრები... მაგრამ ყველაზე საინტერესო იყო ერთი გოგოს აზრი: "ეს რა არის?! ესაა ნახატი?! ამას 2 წუთში დაგიხატავ"... და მე რამდენხანს ვხატავდი? 10 დღეზე მეტი... და რამდენი მიფიქრია ამ იდეაზე? 2 წელი ალბათ... და ამ ყოვლსიშემძლემ 2 წუთში დახატვა დაიჩემა... დავინტერესდი... იდეა ვკითხე... რა იდეა "სარეცხიაო" მიპასუხა... ხო მაგარია?! მერე მთხოვა მაგრამ იდეა, რა თქმა უნდა, არ მითქვამს...
იდეა დაიბადა...
რამდენიმე წუთის წინ, და-ხატვა დავასრულე...
ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
16.01.11
20:39
No comments:
Post a Comment