მინდა დაგწერო, სიტყვა მებუტება,
განზე დგება და აღარ მეხუტება...
მინდა დაგხატო, ფერები მეცოტება,
ტილო უშენფეროდ უფრო მეცოდება...
მინდა გიმღერო, სმენა გაიპარა,
კუთხეში დადგა და ხელი აიფარა...
ფიქრიც გაძეგლდა, რითმას ვერ აბავს,
და შენს აზრებში სახე-თვალს ნაბავს...
გულიც გადმოხტა, შენკენ მოიწევს,
მოვა და ჩემთვის წერილს მოიწერს...
სულიც ამჩატდა ისედაც გრამები,
და დადგა დიდი მელოდრამები...
ყნოსვაც მეძებრობს, შენს სურნელს იკრავს,
ყოჩაღს იძახის და ტაშებს გიკრავს...
გრძნობის მომესმა სიმებ-ძაფები,
შენს სიყვარულში გავიმძაფრები...
ღიმილი ცხოვრებას, გრძნობის, აფენს საფენებს,
მე გავაკეთებ „პარაპლანებს“ გულთა საფრენებს...
განა უკვე გადამინდა?!
გწერო,
გხატო,
გმღერო...
მინდა!..
ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
27.03.11
intriganuli satauria ;) berv mdedrs mieca wamieri imedi :D:D
ReplyDeletegadaginda?! ara metad ginda?!
cool