მეძებარი

Wednesday, May 25, 2011

ერთი სურვილის...

ერთი სურვილის მარტივი არსი,
აქ დამეხვიოს მე ყველა ფარსი...

ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
25.05.11

Tuesday, May 24, 2011

ლექსის ამარა...


მართლა, მე როგორ გადავიღე ცების ფერები?!
მართლა მე როგორ მოგაფარე თითი მფერები?!
მართლა, მე როგორ დამეხატე უტილ-უზეთოთ,
მართლა მე როგორ, გრძნობას უნდა სისხლი ვუწვეთო?!

ტყუილად კი არ გამიშლია რითმის კამარა,
მარტო მე მაინც არ დავრჩები ლექსის ამარა...

ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
25.05.11

Saturday, May 21, 2011

უფასო მა...


ხუთასმეორმოცე თვეს,
მამა უსუნთქვოდ თვლემს...

მე მონატრებას შემოვასხამ მხრებზე ნაბადებს,
მამის სახელზე კეთილ ნერგებს როცა დაბადებს...

ეს მეთერთმეტე უ-დღე-შენობა,
ვეძებე, ვაგე გზა, მე შენობა...

მე მივულოცავ ამ დღეს დედას, და კიდევ ძმა-დას,
შენზე ფიქრებით, გრძნობის ალებით, გავიხსნი მადას...

გ ი (ლო) ცავ, შენ გენაცვალე ჩემო უფასო მა,
ამ ნალექსარით მინდოდა მხოლოდ მე ამის თქმა...

ლიპარა (გირგი ლიპარიშილი)
22.05.11

Friday, May 20, 2011

მე ჩემს ქომაგებს... : )



მივმართავ ღიმილით, მე ჩემს ქომაგებს,
თქვენი ყოფნა მე გამიორმაგებს... : )

გამოვილექსე პირი ლუკმებად,
შემომეყვარეთ უკვე "უკლებლად"...

ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
21.05.11

Sunday, May 15, 2011

ჭაღარა თაბახს...


ჭაღარა თაბახს ვემეგობრე გამაზარმაცა,

მე რეგვნობაზე, განა მან ამცრა...


გავაშავთეთრე მერე ფურცელი,

ამოვიშენე ჭკუა-მუცელი...


უსაქმურობა, უფურცლობა აზრებს აბახებს,

დავა-XEROX-ებ, ვაპრინტერებ კოხტა თაბახებს...


ლიპარა (გიორგი ლიპარიშილი)

http://liparasblogi.blogspot.com/

15.0511

Saturday, May 14, 2011

1000 ფიქრი...

1000 ფიქრი ერთად მაწვება, 1000 ვიწყე თითქოს გოდება,

მალე გამივლის მე სიშავთეთრე, როცა კი გრძნობა მომაგონდება...


ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)

14.05.11

Tuesday, May 10, 2011

ლ-ექსპრომტები


***
ნოტებს ახარებს ჯუზეპე ვერდი,მე გადავშალე ცხოვრების გვერდი...



***
ხან ამერი ვარ და ხან იმერი,
მუსიკით მაძღებს მე ჰანს ზიმერი...



***
ვუსურვებ,
მე შავთეთრ ერებს,
ვან გოგის ფერებს...



***
მანეს და მონეს,
რა დაამონებს...



ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
11.05.11

Sunday, May 8, 2011

„ვთოვდები“...


„ვთოვდები“, გამომიცხადა ცხადში სიცხადემ,
სანამ გულში მე, გრძნობის თეთრებს გადავრიცხავდე...

„ვთოვდები“, სიტყვამ მომაგონა უთეთრო თოვა,
ჩემს დარაბებთან, მაისის ბოლოს როდესაც მოვა...

„ვთოვდები“, მითხრა... ნუთუ თოვა შენ არ გადარდებს?!
ეს უშენობა ფიქრებს მიჭამს, ნაღველს გადამდებს...

„ვთოვდები“... გათოვდი, თუკი თოვა არის მიზანი,
ალბათ გახდები გადამთიელი, ჩემგან ხიზანი...

„ვთოვდები“... კოკისპირულად საგულეს მაწვიმს,
შენ ტუჩები გაქვს დაშაქრული და ცივი მარწყვის...

„ვთოვდები“, ზვავიც ვერ ფარავს ვნებას ნამიანს,
ჟრუანტელს მოგცემ თოვის ძღვენად მრავალწამიანს...

ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
9.05.11

Wednesday, May 4, 2011

ახლა არ მითხრა არა უშავსო...


ვერ შევედრები მოცარტ-მოლიერს,
ვერც ქრიზანთემას და ვერც მორიელს...

ვარ შენით სავსე, თანაც უსავსო,
ახლა არ მითხრა არა უშავსო...

ლექსების გაჩუქე მრავალი ტონა,
მთელს სხეულს როცა დაეპატრონა...

ლექსი უშენოდ ვერ იდიალებს,
ნუ დამიბღვირებ მერიდიანებს...

ფრენა ისურვე, ადვენებიხარ, იპოვე წერო,
შენ, ცეცხლოვანო, წყალშიდაც მწველო...

საქონელს ჭირდება მეტი ჩალა,
მაგიჟებს ადამიანი მეტიჩარა!!!

ცხოვრებასთან დაიწყებ მანდ ომებს,
ფიქრი შენს თავ-ტანს მანდომებს...

გზა ფართო არის და ვიწრო თანაც,
ძნელია ბარგის ზედ გადატანაც...

ვარ შენით სავსე, თანაც უსავსო,
ახლა არ მითხრა არა უშავსო...


ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
5.05.11



Tuesday, May 3, 2011

ლექსების შუადღე თსუ-ში

ცხოვრება "ლექსი" და...


ვეჭიდავები ცხოვრებას, არ მინდა მხრებზე დამცეს,
ფიქრებმა უკვე ჩემებმა, მეათასერთჯერ გამცეს.

მერე ცოდვებმა, ფერად-შავებმა, უკიდეგანოდ ამცრეს,
როცა სიტყვებმა ეშვებ-კბილთაგან ბგერა-სიმებად გამცრეს.

გადავიხატე ლექსი აზრიდან,
სიშორეთში ვარ გულთა ბაზრიდან.

დავტოვე ფიქრთა მე კი ორგია,
"ლექსი" ცხოვრება და "გიორგია"...

ლიპარა (გიორგი ლიპარიშილი)
3-4.05.11