მეძებარი

Wednesday, May 4, 2011

ახლა არ მითხრა არა უშავსო...


ვერ შევედრები მოცარტ-მოლიერს,
ვერც ქრიზანთემას და ვერც მორიელს...

ვარ შენით სავსე, თანაც უსავსო,
ახლა არ მითხრა არა უშავსო...

ლექსების გაჩუქე მრავალი ტონა,
მთელს სხეულს როცა დაეპატრონა...

ლექსი უშენოდ ვერ იდიალებს,
ნუ დამიბღვირებ მერიდიანებს...

ფრენა ისურვე, ადვენებიხარ, იპოვე წერო,
შენ, ცეცხლოვანო, წყალშიდაც მწველო...

საქონელს ჭირდება მეტი ჩალა,
მაგიჟებს ადამიანი მეტიჩარა!!!

ცხოვრებასთან დაიწყებ მანდ ომებს,
ფიქრი შენს თავ-ტანს მანდომებს...

გზა ფართო არის და ვიწრო თანაც,
ძნელია ბარგის ზედ გადატანაც...

ვარ შენით სავსე, თანაც უსავსო,
ახლა არ მითხრა არა უშავსო...


ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
5.05.11



No comments:

Post a Comment