მეძებარი

Sunday, May 8, 2011

„ვთოვდები“...


„ვთოვდები“, გამომიცხადა ცხადში სიცხადემ,
სანამ გულში მე, გრძნობის თეთრებს გადავრიცხავდე...

„ვთოვდები“, სიტყვამ მომაგონა უთეთრო თოვა,
ჩემს დარაბებთან, მაისის ბოლოს როდესაც მოვა...

„ვთოვდები“, მითხრა... ნუთუ თოვა შენ არ გადარდებს?!
ეს უშენობა ფიქრებს მიჭამს, ნაღველს გადამდებს...

„ვთოვდები“... გათოვდი, თუკი თოვა არის მიზანი,
ალბათ გახდები გადამთიელი, ჩემგან ხიზანი...

„ვთოვდები“... კოკისპირულად საგულეს მაწვიმს,
შენ ტუჩები გაქვს დაშაქრული და ცივი მარწყვის...

„ვთოვდები“, ზვავიც ვერ ფარავს ვნებას ნამიანს,
ჟრუანტელს მოგცემ თოვის ძღვენად მრავალწამიანს...

ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
9.05.11

No comments:

Post a Comment