მეძებარი

Sunday, August 21, 2011

ლ-ექსპრომტი

უემოციო გრძნობა ჟანგს ბადებს,

გინდა მოგიტან წყალს და ჟანგბადებს?!.


ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)

21.09.11


Friday, August 19, 2011

რა-ში-გ(მ)ობა...


რა მემართება?!
რა მემართლება?!
რა ავი ვნახე?!
რა დავინახე?!
რა სია - მე?!
რა სიამე?!
რა და გეგმა?!
რა დაგეგმა?!
რა აზრები?!
რა ბაზრები?!
რა შიგობა?!
რა ჯიგრობა?!
რა სიჭორე?!
რა სიშორე?!
რა ერთობა?!
რა ვერთმობა?!
რა შიგობით?!
რა მშვიდობით?!
რა მაციებს?!
რა მაცინებს?!
რა მემართა?!
რა მემართა?!
რა იქ ება?!
რა იქნება?!

მერე რა?!
მერევა ...

ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
20.08.11

Sunday, August 14, 2011

ლექსპრომტი - ნათელი

სად დამემალა ნეტავ ნათელი
ცოტა მაქვს გზები, ალბათ ნათელი...

ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
14.08.11

Friday, August 12, 2011

თექვსმეტდება დაიკო...


თექვსმეტი წელი გადის,
და რომ ფეხზე დადის...

იღიმის ბაგე-თვალიდან,
გუშინ-დღეის-ხვალიდან...

მახსოვს დედა ორსული,
და, ბუდიდან მოსული...

მერე - აკვნის ნანავი,
პატარა დის ბანავი...

ლექსის კითხვა-მღერები,
თმების ხშირი ღერები...

მოტიკტიკე ფრაზები,
სიხარულის ფაზები...

ღვინის წრუპვით შეთრობა,
ფქვილით ხელის თეთრობა...

მამის ღიპზე ძინება,
ბედნიერი ცინება...

მერე მამის ხსენება,
თვალის სვ.ე.ე.ელება...

მერე სკოლა ქებებით,
ნიჭის გადმოგებებით...

დედის გულის ხარება,
საქმე და დახმარება...

მერე... ლოცვის თქმები,
ისევ დიდი თმები...

ლექსის კითხვა-წერები,
მიფრინავენ წელები...

ბავშვობამაც დაიკლო,
თექვსმეტდება დაიკო...

ძმები ვხარობთ მაკოთი,
ჩვენი საამაყოთი...

ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
13.08.11











Wednesday, August 10, 2011

შენ-შენობას...


ეს არჩევანი რატომ არადნობს,
თან ეს ცეცხლები რაღაც არ ადნობს...

სიცარიელე ავსებს იმ მთელებს,
გატეხილ გულსაც ვიღაც იმთელებს...

ეს სიზარმაცე საქმეს ანავლებს,
ვიღაც სარეცხს ფენს, ან ავლებს...

გულის მაგიერ კირქვის შენობას,
ვერვინ შემიცვლის მე შენ-შენობას...

ლიპარა (გიორგი ლიპარიშილი)
31 ივლისი-11 აგვისტო
2011წ.

ჯადოსნურ დევებად...


ფრენას ვიწყებ ცის ბარტყებად,
ფერებს ვიცვამ ცის სარტყელად...

ოკეანეს ვაქცევ ნამად,
საუკუნეს - კოხტა წამად...

მე ბალახებს ვართავ ძაფად,
სურნელებას ვიკრავ მძაფრად...

დედამიწას ვხმარობ ბუშტად,
გალაკტიკას - გახსნილ კუშტად...

ვარსკვლავებს ჭრელ ღილ-ღილებად,
მზეს და მთვარეს ღიმილებად...

ზვავით ვიმშრალებ ცხვირ-პირებს,
ჭიამაია შეჭმას მიპირებს...

წვიმა მე მექცა პეშვებად,
კბილი ამომდის ეშვებად...

უდაბნოს ვყინავ, აიზბერგს ვაქცევ ცეცხლებად,
ზაფხულს ვაზამთრებ, შემოდგომას - მერცხლებად...

თივებს ვამწვანებ, ჩანს ქერად,
წყაროებს გავხდი ჩანჩქერად...

ვიქეცი ჯადოსნურ თითქოს დევებად,
ჩემი გრძნობების თანამდევებად...


ლიპარა (გიორგი ლიპარიშილი)
11.08.11

Tuesday, August 9, 2011

ჩვენი ქვეყანა -

ჩვენი ქვეყანა -

დამბლადაცემულს,
მახვილჩაცემულს,
მრავალგაცემულს -

გავს,
ნარგავს,
ავს -

შეეხიზნა,
შეემიზნა,
შეე.. ის ზმნა -

შეემარცვლა,
შეენაცრა,
შეენ არც რა -

ამოგება,
წამოგება,
წამოდგება -

ჩვენი ქვეყანა...


ლიპარა (გიორგი ლიპარიშვილი)
10.08.11