მეძებარი

Wednesday, August 10, 2011

ჯადოსნურ დევებად...


ფრენას ვიწყებ ცის ბარტყებად,
ფერებს ვიცვამ ცის სარტყელად...

ოკეანეს ვაქცევ ნამად,
საუკუნეს - კოხტა წამად...

მე ბალახებს ვართავ ძაფად,
სურნელებას ვიკრავ მძაფრად...

დედამიწას ვხმარობ ბუშტად,
გალაკტიკას - გახსნილ კუშტად...

ვარსკვლავებს ჭრელ ღილ-ღილებად,
მზეს და მთვარეს ღიმილებად...

ზვავით ვიმშრალებ ცხვირ-პირებს,
ჭიამაია შეჭმას მიპირებს...

წვიმა მე მექცა პეშვებად,
კბილი ამომდის ეშვებად...

უდაბნოს ვყინავ, აიზბერგს ვაქცევ ცეცხლებად,
ზაფხულს ვაზამთრებ, შემოდგომას - მერცხლებად...

თივებს ვამწვანებ, ჩანს ქერად,
წყაროებს გავხდი ჩანჩქერად...

ვიქეცი ჯადოსნურ თითქოს დევებად,
ჩემი გრძნობების თანამდევებად...


ლიპარა (გიორგი ლიპარიშილი)
11.08.11

No comments:

Post a Comment